logo.png

ბიმურზა დადეშქელიანი,

 

                        რუსეთი - კავკასიის ჟანდარმი

 

                           (ამონაკრები ფეისბუკის მასალიდან)

 

... საქართველოს გამაერთიანებელი ბაგრატიონებიდან იყო ბაგრატ მესამე, რომლის საფლავისა და ფრესკის ნაკვალევი გააქრო რუსეთმა ბედიის მონასტერში...  გენერალმა გიორგი მაზნიაშვილმა და ქართველმა ოფიცრებმა 1921 წელს გაყარეს თურქები ბათუმიდან, რუსეთის იმპერიამ კი - ბრესტის ხელშეკრულებით 1918 წელს აჭარა, ტაო-კლარჯეთი ქემალ ფაშას-ათათურქს გადასცეს...

 

***


...პუტინის რუსეთის იმპერიამ მოკლა საქართველოს უგვირგვინო მეფე წმიდა ილია მართალი, წმ.დიმიტრი ყიფიანი , წმ. მიტროპოლიტი დოსითეოზ ქუთათელი, მიხეილ ჯავახიშვილი, მარო მაყაშვილი, იუნკრები, კოტე აფხაზი, მიხა ხელაშვილი, ლევან რაზიკაშვილი, მერაბ კოსტავა,  9 აპრილის გმირები, მედროშე მამუკა ტერიშვილი, გოგია გაბროშვილი, მწერალი ამირან კალაძე, მხატვარი ვახტანგ ნოდია,  შინდისის, გუმისთის, კამანის, შრომის, შინდისის გმირები, გიორგი ანწუხელიძე, სამი დიდი პრეზიდენტი: ზვიად გამსახურდია, ლეხ კაჩინსკი, ჯოხარ დუდაევი,     300 000 ადამიანი ჩეჩნეთში - მათ შორის 45 000 ბავშვი, 1992-93 წლებში 30 000 ადამიანი აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, 500 000 კი დევნილად აქცია. მარტო 1936-37-38 წლებში 26,8 ათასი ადამიანი გააქრო 2,5 მილიონიანი საქართველოს მოსახლეობიდან...

 

***

 

საკუთარი ერის სიძულვილით დაავადებულმა სტალინმა და ორჯონიკიძემ აზერბაიჯანს უფეშქაშეს 6 000 კვ. კმ., – ზაქათალის ოლქი, გარეჯის ველი, ყარაიაზის სექტორი, ელდარი 92 600 მცხოვრებით, სომხეთს კი 4 600 კვ. კმ. – ლორე-ალავერდის მხარე 38 ათასი მცხოვრებით, თურქეთს კი სამუდამო მფლობელობაში გადასცეს 23 000 კვ. კმ. – 200 ათასამდ მცხოვრებით.


.....საბოლოო ჯამში 1921 წლებიდან საქართველომ დაკარგა ტაო-კლარჯეთი, სპერი, შავშეთი, ერუშეთი, არტაანი, ატოცი, ჭანეთი, ტაშირი, ჩრდილი, ჰერეთი, ბამბაკი, დვალეთი. ამას დავუმატოთ სტალინის მიერ შექმნილი ავტონომიების აფხაზეთისა და შიდა ქართლის ტერიტორიები – 8 600 კვ. კმ. და 3 885 კვ კმ. საერთო ჯამში 40 585 კვ. კმ. ეს ფართობი უტოლდება ევროპის მთელი რიგი სახელმწიფოებისბელგიის (30 528 კვ. კმ.) შვეიცარიის (41 285 კვ. კმ.) და ნიდერლანდების (41 528 კვ. კმ) ტერიტორიებს....


ნეოკუმუნისტებმა: შევარდნაძემ, სიგუამ, იოსელიანმა, კიტოვანმა... აფხაზეთი და სამაჩაბლო, ლარსის, თუშეთის, მამისონის ... მხარე სულ 15-17 ათასი კვ.კმ გადასცეს რუსეთს დაგომისის 1992 წლის 24 ივნისის, სოჭის 1993 წლის 27 ივლისის და 1992 წლის სექტემბრის მოსკოვის გარიგებით.

 

***

რუსეთის იმპერიისთვის ბრძოლას შეეწირა მეორე მსოფლიო ომში საქართველოს 400 000 მოქალაქე....საქართველოს ტერიტორია 1918-1921 წლებში მოიცავდა 107 600 კვადრატულ კილომეტრს. ბოლშევიკების ოკუპაციის შემდეგ რუსეთმა მიისაკუთრა საქართველოს 4 400 კვ. კმ. ტუაფსეს აქეთ მდებარე სოჭის ოლქი და აფაზეთის კუთვნილი ტერიტორიის ნაწილი პილენკოვო, ახლანდელი განთიადი.


რუსეთის იმპერიის მიერ გატარებული გენოციდის და ასიმილაციის პოლიტიკის შედეგად ასეულობით ხალხია გამქრალი: კავკასიაში მის მიერ ჩატარებული გამანადგურებელი პოლიტიკის შედეგად მარტო ადიღეულ- ჩერქეზულ ხალხებში 1860-იანი წლებიდან რამოდენიმე წელიწადში შემდეგი სურათი მივიღეთ:


შაფსუღები იყვნენ 300 000 და დარჩა 1983 კაცი

აბაძეხები – 260 000, დარჩა – 14 660

ნათუხაელები – 240 000 დარჩა – 175

თემირღოელები – 80 000, დარჩა – 3140

ბჟედუღები – 60 000, დარჩა – 15 263

მახოშეველები – 8 000, დარჩა – 1204

ადამიელები – 3000, დარჩა – 230

უბიხები – 74 000, დარჩა – 0.
დაახლოებით ასი ათასი ჟანეეველებისა და ხაკუჩებისაგან ცოცხალი არ დარჩენილა

 

 

ნანახია: (2532)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას