დიმიტრი გალკოვსკი
ქართველები არიან ტაკიმასხარები
(დასკვნითი ნაწილი)
ეს გასული წლის ამბავია. რედაქციაში მიმეჩქარებოდა და გამვლელი ტაქსი გავაჩერე. მძღოლი აღმოჩნდა ხნიერი, კარგად ნაპატივები ქართველი კაცი, რომელიც მგზავრის მოხიბვლას ცდილობდა სასიამოვნო საუბრით. დაიწყო ლუჟკოვის ლანძღვით, რომელიც მხარს უჭერს აფხაზ და აჭარელ ქურდებს, თავად იპარავს სამშენებლო მასალებს ისე, რომ პატიოსან ქართველს მოსკოვში მშენებლობა გაუჭირდება...იქვე მძღოლმა დასძინა, რომ მას აქვს სერიოზული სამშენებლო ბიზნესი, ხოლო აშშ-ში ჰყავს მილიონერი ნათესავი (ამ დროს თვითონ უზის დანჯღრეული „ვოლგის“ საჭეს, გაცვეთილი სკამებითა და უსაფრთხოების ქამრების გარეშე). ამას კიდევ აიტანდა კაცი, რომ არა მისი ქაქანი, როცა ის აშკარად არ ითვალისწინებდა მისი მგზავრის ეროვნულ კუთვნილებას. მე ისიც კი ვიფიქრე, ებრაელი ხომ არ ვგონივარ-მეთქი. თუმცა, არა, მაინც არა, რადგან განდობილად მითხრა რომ ლუჟკოვის ნამდვილი გვარია „კაცი“ და ა.შ. ამ გარემოებამ დამაინტრიგა - თუ ებრაელად არ მთვლის, მაშ ვინ ვგონივარ - ქართველი? კარგი და, ებრაელს რამენაირად კიდევ შეიძლება ვგავდე, ქერა ვარ, რაც არ უნდა იყოს, მაგრამ ქართველს? მე კეფა მოვიფხანე, მძღოლი კი განაგრძობდა:
-აი, მე რას ვფიქრობ. ჩვენ ახლა მივდივართ „სადოვოე კოლცოზე“, ხომ? მაქვს ასეთი მოსაზრება - არც კი დამიჯერებთ. რატომ არ შეიძლება ხიდის აშენება მეორე სართულის გასწვრივ? ქვემოთ მანქანები ივლიან მარცხნივ, ხოლო ზემოთ - მარჯვნივ. პატიოსან სიტყვას გაძლევთ, მე თვითონ მოვიფიქრე, რატომ არ შეიძლება ასე გაკეთდეს?
მთელი ეს საუბარი იმით დამთავრდა, რომ ეს ჩემი ქართველი მძღოლი შეასკდა მანქანას და მე შუბლით წინა საქარე მინა შემამტვრევინა. მეორე მანქანიდან, ასეთივე ჟანგიანი „ვოლგიდან“ გადმოვიდა მძღოლი, მასავით აზიელი; მე მოვისვი ხელი შუბლზე - სისხლი ვერ ვიგრძენი. ვუყურებ ამ ჩემს ქართველს - ზის, როგორც სფინქსი და ერთ წერტილში იყურება. ვეკითხები: - ყველაფერი გადაგირჩა? მპასუხობს - კი. აზიელი ფანჯარაში უკაკუნებს: „მომისმინე, მოდი, მოვილაპარაკოთ, მილიციას რატომ უნდა დაველოდოთ“.
ქართველი პასუხობს:
-დამაცადე, არ შემიძლია ლაპარაკი!
-რატომ?
-შოკში ვარ!
---
მე შემიძლია ამგვარი პირადი შთაბეჭდილებების განვრცობა - ყველა ისინი ერთი ხასიათისანი არიან. გამონაკლისებს წარმოადგენენ სრულებით გარუსებული ქართველები, ანუ რუსებს შორის გაზრდილნი და რუსებში შერეულნი - მოწყვეტილნი არა მარტო საქართველოს, არამედ ქართულ თემს, რომლებიც მხოლოდ გვარითღა არიან ქართველნი, აი, ბასილაშვილების მსგავსნი. ეს გამონაკლისიც კი აღარ არის, არამედ რუსული ეთნოსის ვარიანტია - ხასიათობრივი, მაგრამ მისაღები თავისებურებებით. ყველაფერი დანარჩენი - გახლავთ მქუხარე იდიოტიზმი, აზიური აბსურდის თეატრი. რომ ავიღოთ სამი სახელმწიფოწარმონაქმნიანი კავკასიური ხალხი, მათ შორის სომხები ყველაზე კულტურული ერია, რომლებიც ძალიან ჰგვანან ებრაელებს; აზერბაიჯანლები გამოირჩევიან ბუნებრივი ტალანტითა და რამდენადმე დისციპლინირებულობით. ხოლო ქართველები... კავკასიაში მათ თვლიან ჰომერულ სულელებად და ტაკიმასხარებად. ეს - სხვა კავკასიურ ერებთან შედარებით. ხოლო, რა უნდა ითქვას - საერთოდ?
რომ ამბობენ რუსების დამოკიდებულებაზე ქართველებთან - ხალხს ისინი სტალინისა და ათასგვარი ბერიების გამო მეოცე საუკუნეში სძულდა. ქართველის ტიპი რუსულ ხალხურ წარმოდგენაში - ეს არის ვიწროშუბლიანი ტაკიმასხარა ბერძნული კომედიიდან, ფალოსთან დაკავშირებული უზნეო ხუმრობებით ჰომოსექსუალურ თემებზე. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ეს უკანასკნელი არ შეეფერება სინამდვილეს - ჰომოსექსუალიზმი კი არის დამახასიათებელი ყველა კავკასიელისათვის, მაგრამ პირველობის დაფნას სომხებს ვერავინ შეეცილება. რუსებს ქართველები ეზიზღებათ უბრალოდ, პოლიტიკური მოტივებით და ამ სახით იძიებენ მათზე შურს, მაგრამ საქმე მხოლოდ პოლიტიკაში არ არის.
გრუზინოფილობა და, თანაც ძალიან სერიოზული, არსებობს საბჭოთა ნომენკლატურაში და საბჭოთა ინტელიგენციის იმ ნაწილში, რომელიც დაკავშირებულია ნომენკლატურასთან. ამის ფესვები ისევ სტალინიზმშია საძებარი („აბა, ვინ ცხოვრობს რუსეთში კარგად“+ პროპაგანდა, რომელიც მოქმედებს უმეტესწილად არა ქვედა ფენებზე, როგორც, ჩვეულებრივ, ფიქრობენ, არამედ საზოგადოების საშუალო და მაღალ ფენებზე). მაგრამ არა მხოლოდ. საბჭოთა ნომენკლატურაში ქართველების ზეპრივილეგირებულ როლს, რომელიც მათ ერგოთ „პირველქმნილობის“ უფლებით, წარმატებით თან ერთვოდა ქართული ხასიათის ზოგიერთი ნიშან-თვისება: ლოთობა, ნათლიმამობა, პროტექციონიზმი და მფარველობა. თავის როლს თამაშობდა ფულადი რესურსები, რაც მხოლოდ ქართველებს ჰქონდათ ფართო სახალხო მასშტაბებში. ეს მნიშვნელოვანი გარემოება გახლდათ, თუ გავითვალისწინებთ, რომ საბჭოთა ნომენკლატურა თავისი არსით იყო პირველი თაობის ელიტა - ერთია, ყოფილიყავი რუსი გლეხის შვილი და მეორე - ყოფილიყავი ქართველი გლეხის შვილი.
თვით ინტელიგენციას, როგორც ასეთს, ქართველები ეზიზღებოდა კლასობრივი ნიშნით - რადგან ქართული ინტელიგენცია (თვით „სახელგანთქმული ქართული ინტელიგენცია“) ან ცარიელი სიმრავლეა, ან რეალურად - სომხები არიან. სინამდვილეში ქართველი, ეს არის - ტლუ გლეხი, ქურდი, უქნარა, ტაკიმასხარა, მაგრამ არა ინტელექტუალი. კიდევ უარესი - ეს არის ინტელექტუალობაში შემძვრალი გლეხი, ქურდი, უქნარა და ტაკიმასხარა. რა თქმა უნდა, რომელიმე კერძო გამონაკლისით. ადამიანი - ინდივიდუალური და თავისუფალი არსებაა, რაც არ უშლის მას ხელს, შეაფასოს ადამიანთა დიდი მასები.
ქართული კულტურა - არ არსებობს ასეთი რამ. „ქართულად“ სტალინის დროიდან იწოდება ყველაფერი კავკასიური, ხოლო კავკასია თავისთავად, ეს არის ირანის (სპარსულ-თურქულ-სომხური) და ოსმალეთის (თურქულ-ბერძნულ-სომხური) სამყაროს მიგდებული ნაპირი. ქართველებს ყველაფერი აქვთ იაფფასიანი, მოპარული და მისაკუთრებული მეორე-მესამე ხელისგან. ღვინის წარმოებაც, ეროვნული სამზარეულოც, ხალხური სიმღერაც და ყველაფერი დანარჩენიც,
რაც შეეხება ქართველის პირად კომპლიმენტარულობას რუსისაგან... ქართველები, როგორც ყველა აღმოსავლეთიხ ხალხები, ბევრს ლაპარაკობენ, ამასთანავე, ახლოს მოიწევიან ხოლმე თანამოსაუბრესთან. ეს გამაღიზიანებელია, მაგრამ ქართველები არიან ყეყეჩები. შეიძლება არც რუსები ბრწყინავდნენ ინტელექტით, მაგრამ ეს არის რეალური ხალხი, რომელიც პატივს სცემს სხვის ნიჭს და ათვალწუნებით უყურებს სხვის სიყეყეჩეს. ქართველები არიან მემთვრალენი და უბოდიშოები, მაგრამ მიდრეკილნი - წეს-ჩვეულებათა და ცერემონიების დაცვისაკენ. ეს რუს ადამიანს ძაბავს წარმოუდგენლად. ქართველებს უყვართ მფარველობის გამოჩენა და სასარგებლო მეგობრობა, მაგრამ ეფუძნებიან არა ბუნებრივ ძალას, არამედ მუქთამჭამელობას. ეს რუსებში, რომლებიც აგრეთვე მიდრეკილნი არიან მფარველური მეგობრობისკენ, იწვევს შინაგან სიშმაგეს და სიშმაგეს - ქართველების პოლონური ბუფონადისაგან განსხვავებით - ფუთიანი მუშტებით გამაგრებულს!
დაბოლოს,1917 წლის ოქტომბრის (უკეთ, თებერვლის) შემდეგ რუსებსა და ქართველებს გაუჩნდათ სხვადასხვა სახის მეტაფიზიკური კითხვები. მაგალითად, რა იქნება, რომ ქართველს არმატურით გადავუმტვრიოთ ხერხემალი, ან მოვუბრუნოთ კისერი? ან შიშველი ტრაკით გავსვათ ძელზე? ან ჭერში ჩამოვკიდოთ ყურებით? პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ერთხელ გაჩენილ ამ კითხვებს, ადრე თუ გვიან რუსები სვამენ და ყალიბში აქცევენ. პასუხის გაცემა თვით მეტაფიზიკურად გამობრძმედილ გერმანელებსაც გაუჭირდებოდათ.
ახლა კი დავუბრუნდეთ იმ ავადსახსენებელ წერილს:
„ჩვენთვის, შემოქმედებითი მუშაკებისათვის, ქართველი ხალხი ყოველთვის იყო, რჩება და იქნება ერთი იმ ხალხთაგანი, რომელიც განსაკუთრებულად ახლოა ჩვენთვის. ჩვენ გვიყვარს მათი ლიტერატურა, კინემატოგრაფი, მუსიკალური კულტურა, ასე ბევრს რომ ნიშნავს რუსული კულტურისათვის. ჩვენი ხალხისთვის შეუფერებელია ზოგიერთი თავგამოდებული მოხელის მცდელობა, გადავიდეს დღეს მათთვის ჩვეულ ნაციონალისტურ გამოხდომებზე - ეს არ შეშვენის მათ“.
ჯერ-ერთი, არ შეგვშვენის აგვერიოს ხალხი ფენაში, მეორეც - არ შეგვშვენის საკუთარი ხალხი აგვერიოს სხვა ხალხში (ხელისმომწერთა შორის არცერთი არ არის რუსი). მესამეც...
რუსეთში ქართველები სინამდვილეშიც საჭიროებენ დახმარებას. უპირველეს ყოვლისა, განებივრებული, თავისსაქმემოთავებული აზიელების ინგლისური კასტის გრძნობაზე მოყვანა. ებრაელებს რუსეთის ფედერაციაში უჭირავთ ყველაზე პრივილეგირებული მდგომარეობა, მაგრამ არცერთ ებრაელს არ მოუვა თავში აზრად, რომ რუსებს ისინი უყვართ, მოსწონთ მათი ცხვირის ფორმა ან ხმის ტემბრი. მათ შესანიშნავად უწყიან, რომ მათ ითმენენ და ეს მომთმენლობა, სხვათა შორის, მათი ქცევის ხასიათითაც არის გამოწვეული.
ანუ:
„ჩვენთვის, შემოქმედებითი მუშაკებისათვის, ქართველი ხალხი ყოველთვის იყო, რჩება და იქნება ერთი იმ ხალხთაგანი, რომელიც განსაკუთრებულად შორებელია. ჩვენ არ გვიყვარს მისი ლიტერატურა, კინემატოგრაფი, მუსიკალური კულტურა, რაც სასაცილოდაც არ უღირს რუსულ ცივილიზაციას. დაბოლოს, ჩვენს ხალხს დაუგროვდა ბუნებრივი გაღიზიანება ქართველების შეუსაბამოდ ფართო გავლენის მიმართ, მკვიდრი მოსახლეობის ნაციონალისტური გამოხდომებისკენ მიდრეკილ გულმოდგინე მოხელეთა შორის. სწორედ ამიტომ, ვაპროტესტებთ მთელი ხალხის ხელაღებით გამოცხადებას სისხლის სამართლის დამნაშავეებად, სხვა ქვეყნების მიმართ სიძულვილის მქონედ და დაბალი მორალური ღირსების მატარებლად. სწორედ იმიტომ, რომ რუსებსა და ქართველებს შორის არსებობს ამდენი წინააღმდეგობა, ემოციების სფეროდან საუბარი უნდა გადავიტანოთ აბსტრაქტულ იურისპრუდენციაში და სამუდამოდ გამოვრიცხოთ ოფიციალური ხელისუფლების პირთაგან სხვა ხალხების რაიმე მორალური შეფასება.
„რუსულ-ქართული მეგობრობა“ - ეს ის ამაყი გედი როდია, რომელიც აპლოდისმენტების თანხლებით გამოსრიალდება ტბის მოსარკულ ზედაპირზე ტრანსკონტინენტალური გადაფრენის წინ, არამედ - არარსებული სახელმწიფოებრივი ფიქციაა, ტუბერკულოზით დაავადებული იხვის ჭუკია, რომლის მთელი ამოცანაა, ისწავლოს სწორი ამოხველება „ბანკაში“ და, ღმერთმა ქნას, ზამთარი გადაატანინოს საავადმყოფოს ინკუბატორში!
ადმინისაგან
ამ წერილის თარგმანს ვბეჭდავთ იმ ნიშნით, რომ ასეთი გულმართალი წერილი რუსების ქართველებთან დამოკიდებულების შესახებ ჯერ რუსულ ენაზე არ დაწერილა!
ავტორის მიერ გახლავთ გულახდილად გაცხადებული, რომ რუსულ-ქართული ურთიერთობა:
„არარსებული სახელმწიფოებრივი ფიქციაა - ტუბერკულოზით დაავადებული იხვის ჭუკია, რომლის მთელი ამოცანაა, ისწავლოს სწორი ამოხველება „ბანკაში“ და, ღმერთმა ქნას, ზამთარი გადაატანინოს საავადმყოფოს ინკუბატორში!“
მეტაფორებითა და მხატვრული სახეებით დატვირთულ ამ ერთ ქვეწყობილ წინადადებაში მთელი ისტორიაა ჩატეული!
დიახ, ორი საუკუნეა, მცირედი შესვენებებით, სისხლიან ნახველს გვახველებინებს რუსეთი თავის ჭუჭყიან „ბანკაში“!
რისი მეგობრობა და რა მეგობრობა - ერთმორწმუნეობის ნიღბით წაგვართვა სამეფო, სახელმწიფო ენა და ავტოკეფალია და მერე ორასი წელია ცეცხლითა და მახვილით უსწორდება თავისუფლების აღდგენის ყოველ მცდელობას! მაგრამ, კიდევ რომ არა ჰყოფნით, რაც ბედსა გვწიეს და კვლავაც იმაზე ფიქრი ჰკლავთ თურმე: ქართველს გადაუმტვრიონ არმატურით ხერხემალი, კისერი მოუბრუნონ და ჭერში ჩამოჰკიდონ ყურებით!
ახლა აჰხილვია დიდ ერს თვალები - დღესღა მიმხვდარან, რომ ქართველი ქურდია, უქნარა და ტაკიმასხარა; რომ არ არსებობს ქართული კულტურა და ყველაფერი მოუპარავთ ქართველებს: ღვინის წარმოებაც, ეროვნული სამზარეულოც, ხალხური სიმღერაც.
და ბოლოს, როგორც იქნა, ისიც დაუდგენიათ, რომ:
„ქართველი ხალხი ყოველთვის იყო, რჩება და იქნება ერთი იმ ხალხთაგანი, რომელიც განსაკუთრებულად შორებელია. ჩვენ არ გვიყვარს მისი ლიტერატურა, კინემატოგრაფი, მუსიკალური კულტურა, რაც სასაცილოდაც არ უღირს რუსულ ცივილიზაციას“.
ჰოდა, სამართალი აღარაა? რა გინდათ რუსებო იმ ხალხთან, ვისაც ყველაფერი ნაპარავი აქვს და ვისი ყველაფერიც გეჯავრებათ?
დაანებეთ ამ შორეულ ხალხს თავი, ჩამოეხსენით, ერთხელ და სამუდამოდ თქვით უარი მათზე, ჩამოშორდით იმ მიწა-წყალს, რომელიც ამისთანა უკეთურ ხალხსა შობს.
ჰოდა, ოღონდ მოგვცილდით, ოღონდ აიკრიფეთ აქედან გუდა-ნაბადი და მთელი ხალხის სახელით გარწმუნებთ, როგორც არ იცოდა ორასი წლის წინ ქართველმა გლეხკაცმა, თავადმა თუ სოვდაგარმა რუსების არსებობა, აღარც მომავალში ეცოდინებათ მათ შთამომავლებს!
ნანახია: (1818)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას