logo.png

წმიდა მოციქული სვიმონ მოშურნე (ხსენების დღე 23 მაისი)

 

 კანას გალილეაში ცხოვრობდა. ის იყო წმიდა იოსებ დამწინდველის შვილი, პირველი ქორწინებიდან, და 12 მოციქულთაგანი. მაცხოვრის პირველი სასწაული - წყლის ღვინოდ გადაქცევა - სვიმონის სახლში აღესრულა. ნადიმის დროს ტრაპეზზე ღვინო შემოაკლდათ. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის თხოვნით მაცხოვარმა წყალი ღვინოდ აქცია. ამ სასწაულის ხილვით აღფრთოვანებულმა სვიმონმა მთელი სულითა და გულით ირწმუნა იესო ქრისტესი, როგორც აღთქმული მესიისა, დატოვა ოჯახი, ახალშერთული ცოლი და მაცხოვარს გაჰყვა. სულთმოფენობის დღეს სხვა მოციქულებთან ერთად სვიმონზეც გარდმოვიდა სულიწმიდის მადლი. წმიდა მოციქული ქრისტეს მოძღვრებას ქადაგებდა იუდეაში, ეგვიპტეში, კირინეაში, ბრიტანეთში.

წმიდანმა ანდრია პირველწოდებულთან ერთად იქადაგა დასავლეთ საქართველოში. წმიდა ანდრია შემდგომ სკვითთა ქვეყანაში გადავიდა, სვიმონი კი აფხაზეთში დარჩა წარმართთა მოსაქცევად. წარმართებმა წმიდა სვიმონი ქვებით ჩაქოლეს. დაკრძალულია ანაკოფიაში, სოხუმთან ახლოს. შემდგომში სვიმონ კანანელის საფლავზე, ახალი ათონის მთაზე, მონასტერი აღიმართა. დღემდე შემორჩენილია მღვიმე, სადაც წმიდა მოციქული მოღვაწეობდა.

 

 

 

სვიმონ კანანელის ტაძარი

 

წმინდა სვიმონ კანანელის სახელობის ტაძარი — ტაძარი საქართველოშიგუდაუთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სოხუმთან ახლოს, თანამედროვე ახალი ათონის ტერიტორიაზეივერიის მთაზე. მისი თავდაპირველი მშენებლობა VII-VIII საუკუნეებით თარიღდება, ხოლო დღევანდელი ნაგებობა ქართული ხუროთმოძღვრების IX-X საუკუნეების ნიმუშს წარმოადგენს.

წმ. სვიმონ კანანელის სახელობის ტაძრის თავდაპირველი მშენებლობა VII-VIII საუკუნეებით თარიღდება, ხოლო დღევანდელი ნაგებობა ქართული ხუროთმოძღვრების IX-X საუკუნეების ნიმუშს წარმოადგენს.

 ქართული და უცხოური ისტორიული წყაროების თანახმად, იესო ქრისტეს მოწაფეებმა წმინდა სვიმონ კანანელმა და წმინდა ანდრია პირველწოდებულმა ახალი წელთაღრიცხვის I საუკუნეში პირველებმა იქადაგეს ქრისტიანობა სამხრეთ და დასავლეთ საქართველოში, მათ შორის აფხაზეთშიც. წმინდა მამათა გადმოცემით, ახალი წელთაღრიცხვის 55 წელს მოციქული წმინდა სვიმონ კანანელი წარმართებმა ჯვარზე გააკრეს და დაასაფლავეს ნიკოფსიაში, ისტორიული საქართველოს ჩრდილოეთ საზღვართან ახლოს (ნიკოფსიაამჟამინდელი რუსეთის ფედერაცია, კრასნოდარის მხარე). 

IV საუკუნეში მოციქულის სახელზე ახალ ათონში პატარა ეკლესია ააგეს, რომელიც სავარაუდოდ, ხის უნდა ყოფილიყო. მომდევნო საუკუნეებში აქ თეთრი თლილი ქვისგან ააშენეს ტაძარი, რომელსაც რესტავრაცია რამდენიმეჯერ ჩაუტარდა, მათ შორის, XIX საუკუნის 80-იან წლებში.

დღეისათვის ტაძრის ფრესკული მოხატულობა შემორჩენილი არ არის. არქიტექტურული დეკორიდან ყურადღებას იქცევს ქრისტიანული სიმბოლოებისთევზის, ლომისა და ჯვრის რელიეფური გამოსახულებები.

სვიმონ კანანელის ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.

ნანახია: (1424)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას