ძალიან პრიმიტიული შეკითხვა მგონია, თანაც ნიშნის მოგებით დასმული: ,,ღმერთი გწამს"?..ჩემი აზრით, არ არის გამართლებული (ეთიკურ-ესთეტიკური) ამ შეკითხვის დასმა, ისევე როგორც საკუთარი თავის ქება...და ძახილი: მე ლამაზი ვარ. მე ნიჭიერი ვარ.. მე სხვებს ვჯობივარ..(ეს ჯიბრის სულისკვეთება ხო საერთოდ...) მე ისეთი კარგი ვარ.. ან თუნდაც ,,მე მწამს"...ისე, ,,მრწამსი" (რომელსაც ყველა ქრისტიანი ყოველდღე კითხულობს) კი იწყება ამ სიტყვებით: ,,მე მწამს"..მაგრამ ეს უფრო სურვილია და მზაობის გამოხატულებაა...ვიდრე რწმენა.. აკი იესო ამბობს სახარებაში, ,,მდოგვის მარცვლის ოდენა რწმენა რომ გქონდეთ, მთებს გადადგამდიმთო."..სად არის რომ ნაღდი რწმენა? ,,ნაყოფთაგან იცნობის ხე"...ნაყოფში კი, რაღა თქმა უნდა. მაინცადამაინც განაყოფიერება-გამრავლება არ იგულისხმება..ეგეც რომ იყოს, ,,ნაყოფი კეთილია" საქმე და არა უბრალოდ ნაყოფი...მე რატომღაც უფრო იმ ადამიანების მჯერა, რომლებიც გულწრფელად ამბობენ, რომ ღმერთი არ სწამთ...ოღონდ ამას რიხით კი არ აბრეხვებენ, არამედ დანანებით და მოსაკლისებით აღიარებენ. არსებობს ფენომენი: სალოსობა. რომლის არსი ითვალისწინებს იმას, რომ თუკი რამე ღირსება გაქვს, ის უნდა დაფარო.. კი არ უნდა იქო თავი და იყეყეჩო.... ხოდა რწმენაც, მით უმეტეს, - ღირსება და სათნოებაა...ნიკო სამადაშვილი როდესაც წერდა: ,,ხატებთან ენთო უბინაობა". ან კონსტანტინე გამსახურდია ეკლესიას რომელიღაც ,,გარდაცვლილი ღმერთის ლეშად" აღიქვამდა..რა? არ სწამდათ მათ? იგივე რიჩარდ ოლდინგტონს, რომელიც წერდა: ,,მე არ მწამს ღმერთი. მხოლოდ მრისხანე ღმერთების მჯერა, რომლებიც გვსჯიან არჩადენილ ცოდვებისათვის, გვისწორდებიან.." (სხვათაშორის, ოლდინგტონი ბოლოს ბერადაც აღიკვეცა) და ა. შ. ამ ადამიანებს, როგორ ფიქრობთ, მართლა არ სწამდათ?!...უბრალოდ ისინი ზედაპირული არსებები არ იყვნენ და უფრო ღრმა სინამდვილეს და სიმართლეს ეძებდნენ. (მარტივი პასუხები რთულ კითხვებზე არ აკმაყოფილებდათ) ამიტომაც იტანჯებოდნენ.. და ნამდვილად არ იყვნენ ბედნიერნი იმით, რომ მტანჯველად ეძიებდნენ ღმერთს და იგი ,,ვერ ჰპოვეს"!
p.s. ნახატი ვან გოგისაა...მას ეკლესია პირქუშად დაუხატავს ავისმომასწავებელი ღრუბლების ფონზე. , რადგან არაერთი გულისწყვეტა ახსოვდა იქ მოღვაწე ადამიანებისგან...მეტადრე ბრიყვი მორალისტებისა და ფარისეველი იეზუიტებისაგან..
ლელა ჩხარტიშვილი.
ნანახია: (1021)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას