უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის "აღიარებისა" და მასთან ევქარისტიულ კავშირში შესვლა/არშესვლის საკითხი ფაქტობრივად დღის წესრიგიდან მოხსნა და გაურკვეველი ვადით გადადო საქართველოს რუსოფილმა საპატრიარქომ.
პრინციპში, ალოგიკურ, აბსურდულ, სენსაციურ და წარმოუდგენელ რამეს ვცდილობდით თეოლოგები, როცა КГБ-ს, პოლიტბიუროსა და ცეკას დანიშნულ კათოლიკოს-პატრიარქსა და მის ოდიოზურ სინედრიონს ვთხოვდით დამოუკიდებელი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას. ეს ხომ იმთავითვე უტოპია და ესკაპიზმი იყო...
ვინმეს გჯერათ, რომ ФСБ და კრემლი დღეს არ აკონტროლებენ ვლადიკავკაზში, ანუ რუსეთში დაბადებულ და შემდეგ უკვე მოსკოვში აღზევებულ და და-вербовк-ებულ ილია II-ს?
გჯერათ, რომ მოსკოვი ზნემაღალ, სულიერ, წმინდა და წესიერ "ღვთის კაცს", ანუ კომპრომატებისგან თავისუფალ ადამიანს დაგვინიშნავდა?
კაცი, რომელიც პრინციპულად არასდროს არ წასულა რუსული ძერჟავის წინააღმდეგ, მუდმივად ორაზროვანი, რენეგატული, კოლაბორაციონისტული მიდგომებით გამოირჩეოდა, სახელმწიფოს ევროპეიზაციასა და დემოკრატიზაციას აფერხებდა, საკუთარ გვარსა და გარემოცვას ამდიდრებდა, იერარქიასა და სამღვდელოებაში მრუშებს, პედოფილებსა და ჰომოსექსუალებს ამრავლებდა, საერთოდ რატომ არის პატივისცემის ღირსი?! რატომ იტყუებთ თავს, როცა გჯერათ რომ ის "ცოცხალი წმინდანი", "ნამდვილი ბერი" ან "პატრიოტი მამულიშვილია", შედით საპატრიარქოში და მარტო ინტერიერ/ექსტერიერით მიხვდებით, რომ იქ მადლისმიერი არაფერია! იქ მხოლოდ "ერმიტაჟი" და "ლუვრი" დაგხვდებათ, თავისი ჰედონისტი პერსონალით, უსიყვარულო ბერ-მონაზვნებითა და ურწმუნო მღვდელებითურთ!
დააკვირდით, თუ როგორი კატეგორიის ადამიანები აკურთხა მღვდელმთავრებად და მღვდლებად. უმეტესობა მათგანი აბსოლუტურად უბირი, გაუნათლებელი, ნარცისი, თაღლითი, ანგარებიანი და უზნეო ადამიანია. თანაც ეს არის კოლეგია, რომელსაც ერთმანეთთან კომუნიკაცია უჭირს (იდეურ და ადამიანურ დონეზე), შეიძლება ითქვას - გარდა სექსუალურისა! . .
ყოველივეს გათვალისწინებით პატრიარქი ილია ტრაგიკული პიროვნებაა. პირველ რიგში იმიტომ, რომ მას სწორად არ სწამს უზენაესის და ღმერთში საკუთარ თავს ეთაყვანება, მეორე მხრივ კი იმის გამო, რომ საკუთარ ამბიციებს შესწირა ეკლესიის რაობა და დექრისტოცენტრული გზით ატარა ერი, რომელსაც ბრმა რიტუალიზმი, მაგიზმი და ანიმიზმი შთააგონა - ხალხური ღვთისმეტყველების წარმართულ მოტივებზე, დააჰიპნოზა საზოგადოება და პირად საკრალურობაში დააჯერა.
დადგება დრო და ყველა აპოლოგეტი საპატრიარქოს სისტემისა - გაწბილდება! არ დაიმალება სიმართლე და ყველანი გაიგებთ რა კერპსაც ეთაყვანებოდით, როგორ მოკლეს ქრისტე ჩვენს ეკლესიაში ხელმეორედ ჯვარზე და როგორ გვაცხოვრეს ცრუ ავტორიტეტის შამანურ და ხიბლისმიერ საბურველში.
საპატრიარქოს ადმინისტრაციის მსასოებელნო, გამოფხიზლდით! ფრთხილად იყავით და აღიარეთ კრიზისი, თორემ თქვენზე აღსრულდება ბიბლიური წინასწარმეტყველება: "ატირდებიან კარიბჭესა და სამსხვერპლოს შორის მღვდლები, უფლის მსახურნი, და იტყვიან: შეიწყალე, უფალო, შენი ერი! ნუ გახდი სასირცხვოოდ შენს სამკვიდროს, ნუ ჩააგდებ ხალხების ყბაში! რატომ უნდა ილაპარაკონ: აბა, სად არისო მათი ღმერთი?"(იოველ 2,17).
ამიტომ იაზროვნეთ, ჭეშმარიტად ქრისტეს პირუთვნელი, მართლმკვეთელი და სულიერი პრიზმით დააკვირდით საპატრიარქოს მავნებლურ სისტემასა და დანაშაულებრივ რეჟიმს, რომელსაც ეგოისტური და განდიდების მანიით შეპრობილი ტანდემი - ილია/შორენა მართავს! იფხიზლეთ, "რომ არ გაირყვნათ და არ გაიკეთოთ ქანდაკი, რაიმე კერპის ხატი მამრის თუ მდედრის გამოსახულება" (II რჯული 4,16).
თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი
ნანახია: (1154)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას