logo.png
Lela Chkhartishvili

ეს ადრე დამიწერია..„ოჯახის სიწმინდის“ დღესთან დაკავშირებით.... 
მახსოვს, ზვიად გამსახურდიამ ერთი კარგი კანონი მოიგონა...ყოველ მესამე შვილზე სახელმწიფო უხდიდა ოჯახს ფულს და სამშვილიანი ოჯახი ითვლებოდა მრავალშვილიანად. ეს სტატუსი კი ოჯახს ბევრ რამეში ეხმარებოდა...უნდა დახმარებოდა..(ძალიან ბევრმა სწორედ ამ კანონის მერე გაბედა და გააჩინა მესამე შვილი) მაგრამ ვინ დააცალა ამ კაცს კარგი საქმის კეთება და ქვეყნის ფეხზე დაყენება?...ოჯახებს სხვანაირი წახალისება უნდა...საქმით და არა ოდენ სიტყვით...დღეს რას ვხედავთ?...ამ 25 წლის მანძილზე ნორმალურ ოჯახს ვერ ეღირსა იგივე ჩემი თაობის უმრავლესი ნაწილი..მატერიალური პრობლემების გამო ბევრმა ოჯახი ვერ შექმნა..ვერ გამრავლდა... გაუჭირდა...იმიტომ რომ სიყვარული სიყვარულად, მაგრამ ოჯახი მეურნეობაც არის...ბევრი ოჯახი სწორედ უსახსრობის გამო ინგრევა. ქართული ოჯახების უმრავლესობა თითქმის დანგრეულია.. დედა საზღვარგარეთ, მამა კი აქ, ანუ საქართველოში, მხართეძოზე წამოწოლილი, კოტრიალობს და ფეისბუქში ფლირტაობს..ცოლის ხარჯზე მცხოვრები..ნათქამია, თვალი თვალს რომ დაშორდება, გულიც გადასხვაფერდებაო...ერთობა და ოჯახის სიმტკიცე კარგია.. რა ჯობია? მაგრამ არ გამოდის ხოლმე, სამწუხაროდ...და ამაში ბრალი ვისაც მიუძღვის, თქვენ ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ, ძვირფასო მეგობრებო!...
p.s. ნახატი ეკუთვნის უზბეკ მხატვარს, რუსტამ ბაზაროვს და მისი სათაურია: „მე გაჩუქებ შენ ვარსკვლავს..“..

ლელა ჩხარტიშვილი

Lela Chkhartishvili-ს ფოტო.

ნანახია: (1179)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას