logo.png

სლოვენია - პირველი ევროპული ქვეყანა გახდა, რომელმაც გამოაცხადა კორონავირუსის ეპიდემიის დასასრული!

 

ჩვენი მეგობარი სლოვენიის (გახსოვთ, ალბათ, თბილისისა და ლიუბლიანას დაძმობილების ისტორია) ხელისუფლებამ, პირველმა ევროპაში, გამოაცხადა კორონავირუსის ეპიდემიის რეჟიმის დასრულება ქვეყანაში, რომელიც 12 მარტს იყო შემოღებული.

სტატისტიკური ცნობებით, დღეისათვის გამომჟღავნებულია ავადმყოფობის 1464 შემთხვევა, გარდაცვლილია 103 ადამიანი და გამოჯანმრთელდა -  267.

ამჟამად სლოვენიაში  ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე  სასიკეთო ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.

თუმცა, მიუხედავად ასეთი თამამი გადაწყვეტილებისა, ზოგიერთი შეზღუდვები მაინც რჩება ძალაში - საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში ნიღბების ტარებასთან, სოციალური დისტანციის დაცვასთან და დიდი თავყრილობების მოწყობასთან დაკავშირებით.

ნანახია: (1435)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას