ამ გავაჭრებული და შიშისგან დათრგუნული, საზოგადოებისთვის, რომელიც გადარჩენის ინსტრუმენტს ხედავს თვალთმაქცობაში, კონფორმიზმსა და შეგუებაში, უცხოა და დაუჯერებელი ვიღაცის მიერ უანგარო მსხვერპლის გაღება.. და განა რისთვის?! რაღაც ჭეშმარიტებისთვის..ანდერსენის ბიჭუნასავით ვიღაცამ გაბედა (წილად ხვდა ეთქვა) და თქვა..რაც სხვებმაც
იცოდნენ.... რომ „მეფე შიშველია!“...მაგრამ რამ გააბედინა ამის თქმა?...ათასი კითხვა და ეჭვი ფუთფუთებს ადამიანის დაცემულ არსებაში....ვინ დგას ამ ყველაფრის უკან?...რა მოტივაცია და ..რისი იმედი აქვს?..ვინ აგულიანებს?...მოგზავნილია ვინ არის? ფული უნდა...პატრიარქობა უნდა?...(გვახსოვს ეს ტექსტები ზვიად გამსახურდიასთან მიმართებაშიაც)...აბა რა უნდა?..რისთვის უნდა დათმო ადამიანმა კომფორტი (სულიერი თუ მატერიალური), თანამდებობა ან ბოლოს და ბოლოს უსაფრთხოება და ასეთი რისკიანი გზა აირჩიო..თუ რამე უკეთესი არ გეჯღანება?...ჭეშმარიტება არა...ტოროლა...აკი პილატემაც იკითხა ისე სხვათაშორის: რა არის ჭეშმარიტება?..(ანუ ეგ რაღააო?) იმიტომ რომ მისთვის კარიერა იყო ერთადერთი ჭეშმარიტება, ქვეყნიერების ალფაც და ომეგაც!..ასე მკითხაობდნენ ქრისტეს დროსაც...ვინ ოხერია? რა უნდა?...ქირქილებდნენ...ეშმაკთა მთავრადაც მიიჩნიეს..ღვთის მგმობელად და ა. შ. .ხან ვითომ მეფობა უნდოდა..მათი აზრით....ანარქისტი ბარაბა გარიგებას სთავაზობდა...ოკუპანტი რომაელების წინააღმდეგ...პოლიტიკურადაც სცადეს იესოს გამოყენება, მაგრამ მისი მეუფება არ იყო ამქვეყნიური..თუმცა ხომ იყვნენ ისეთებიც, ვინც დაიჯერა?...ვინც იცნო?...ცოტანი იყვნენ..თითზე ჩამოსათვლელები...უფრო და უფრო ცოტავდებოდნენ..რატომ ვყვები ამას?..სახარების უნივერსალიზმის არსი იმაშია, რომ მასში ლაპარაკია არა იმის შესახებ, რაც სადღაც მოხდა. არამედ იმის შესახებაც, რაც ზედროულია და რაც არათუ მოხდა, არამედ ხდება, ყოველთვის, ყოველგან, ყოველდროს“ (გალაკტიონი). ასე ხდებოდა, ასე ხდება...ასე მოხდება...გაკვეთილს კი კაცობრიობა ვერ ისწავლის..(მხოლოდ როცა ურემი გადაბრუნდება, მაშინ)....რა დაგვავიწყებს ...თვით ზვიად გამსახურდიაც კი, რომელიც ერმა ერთ დროს ხელში აყვანილი ატარა, ბოლოს (თავისი ცხოვრების ჯვართან) სულ მარტო აღმოჩნდა..ოდენ ღვთის ანაბარა.
ლელა ჩხარტიშვილი
ნანახია: (1276)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას