logo.png
George Tiginashvili

წმ. იოანე ოქროპირის ღია წერილი - პატრიარქ ილია II-ს!

''ეკლესია იმისთვის როდია, რომ მასში ოქრო და ვერცხლი გამოვადნოთ, - ის ანგელოსთა მედღესასწაულე კრებაა. არ ყოფილა ვერცხლის ტრაპეზი საიდუმლო სერობისას, და არც ოქროს სასმისით აზიარებდა ქრისტე მოციქულებს თავისი სისხლით. თუმცა კი ყოველივე აღმატებულად ძვირფასი იყო და კრძალულებისთვის განაწყობდა, რადგან სული წმიდის მადლით იყო აღსავსე. თუ გსურს ქრისტეს სისხლსა და ხორცს მიაგო პატივი, ნუ მოიძულებ მას, როცა ქრისტეს შიშველსა და მშიერს ხედავ! და რა სარგებელია იმისგან, როცა აბრეშუმის დაფარნებით მოსავ მას ტაძარში, ტაძრის გარეთ კი სიცივითა და სიშიშვლით სტანჯავ მას. რა სარგებელია სულისთვის, როცა ქრისტეს ტრაპეზი ოქროს ჭურჭლითაა სავსე, და თავად ქრისტე შიმშილითა და წყურვილით იტანჯება. შენ ოქროს სასმისს ამზადებ, და სასმისი, რომლითაც მწყურვალე ქრისტე უნდა დაარწყულო ცარიელია. ქრისტე უსახლკაროდ მსხემობს და თავშესაფარს ითხოვს, შენ კი ძვირფასი მასალისგან ამზადებ კედლებსა და ჭერს. ცხენებს ვერცხლის ჯაჭვებით ამკობ, - საპყრობილეში ჩამწყვდეულ და შებორკილ ქრისტეს კი არც გინდა, რომ შეხედო...''

თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი

George Tiginashvili-ს ფოტო.

ნანახია: (1564)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას