logo.png
 Vladi Narsia  -თეოლოგი

რატომ ვითხოვთ სამართალს ეკლესიაში? იმიტომ, რომ აღსარების გაცემის მუქარის შემდეგ ასეთი საშინელებები აღარ მოხდეს. წინა დაუსჯელ შეცოდებას შემდგომ უარესი არ მოჰყვეს. გამოვა ახლა საპატრიარქო და დაიწყებს თავის მართლებას და გამოძვრომას. გაიგეთ იმ 9 ბავშვის ცოდვით სავსეებო, რომ სამართალი არის თერაპიული საშუალება, რომელიც ეკლესიაში ადამიანის სულის განწმენდას და მის სოტეოროლიგურ მიზნებს ემსახურება. ნუ გახდით სამართალს დასაცინს და ნუ გათელავთ ფეხქვეშ! რაც მეტი გექნებათ წარმატებული სამართლებრივი პრაქტიკა მით მეტად გაიზრდება ეკლესიისადმი ნდობა. საეკლესიო სამართალი იცავს წარუვალ ქრისტიანულ ღირებულებებს, რომლისთვისაც არის მოწოდებული ეკლესია. მათი უგულებელყოფით ეკლესიას სწირავთ ქაოსისა და ანარქიისთვის. ეკლესიის ერთიანი სხეულის გაჯანსაღება მისი ცალკეული წევრების კურნებით ხდება. თუ ეს წევრები დაავადებულები არიან ეკლესია როგორღაა "სულიერად გაბრწყინებული" და წმინდა? ერთი ადამიანის გაკერპება ეკლესიის განწმენდას კი არ ნიშნავს, არამედ მის დაცემას!

 

ნანახია: (1275)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას