logo.png

ჩემი არქივიდან..


უცნაურია, როდესაც დღესაც გესმის..ასეთი კითხვები: რა საჭირო იყო ეროვნული მოძრაობა? რა საჭირო იყო მსხვერპლი და სისხლი? საბჭოთა კავშირი ისედაც ხომ დაინგრეოდა?...თანაც უცნური ის არის, რომ ამ კითხვებს სვამენ ინტელექტუალური ადამიანები.. რომელთაც შეხება აქვთ ისეთ სულიერ კატეგორიებთან, როგორიცაა ლიტერატურა, პოეზია..არადა რა მართავს ლიტერატურას, დიდი და ნამდვილი მწერლების შემოქმედებას? თუ არა რაღაც დიადისა და ნამდვილისადმი მსხვერპლის შეწირვის, იგივე ხელოვნების ბომონისადმი უყოყმანოდ გულის სისხლის გაღების სულისკვეთება. საბოლოოდ კი ყველაფერი ჯვარამდე და ქრისტეს გამომსყიდველ სისხლამდე მიდის..რომელიც მართავს მთელ კაცობრიობას..(და იმპულსია იგივე შემოქმედებისათვისაც).. როგორც ჩანს, შეიძლება გესმოდეს ამ ყველაფრის არსი ძალიან კარგად, მაგრამ პრაქტიკულად, საქმით ვერ გაქაჩო, ვერ ეყო შენსავე იდეალებს...რადგან ყოველთვის არ გვმართავს იდეალები (ჩვენი ბევრი ნაბიჯი ჩვენსავე იდეალებს არ ითვალისწინებს) და სუსტები ვართ. მაგრამ ქე მაინც ვაღიაროთ, როგორც პეტრემ უარყო მაცხოვარი და მერე ყოველ გათენებას სისხლიანი ცრემლებით ეგებებოდა... დავხაროთ ქე მაინც თავი და ჩვენზე თუ არ გადმოვიდა მადლი და ვერ შევწვდით შეუწვდომელს, გმირებს ნუღარ გავლანძღავთ....რაც შეეხება 9 აპრილის მსხვერპლს.. ,,უაზროდ ჩამწვარი სანთლები" რომ უწოდა ერთმა პოეტმა...რომლის პოეზიასაც ნამდვილად ვერ ვუწოდებდი უაზრობას. სირცხვილი არ არის ასეთი შეფასება ამ მოვლენისა?.გადარჩენაში მარტო ხორცის გადარჩენა ხო არ იგულისხმება? (,,რაი სარგებელ არს სისხლთა ჩემთაგან, შთათუვიდე განსახრწნელსა" - ფსალმუნი)... საბჭოთა კავშირი თუ რამემ დაანგრია მაშინ, ყველაზე მძლავრი ფაქტორი სწორედ ეროვნული მოძრაობა იყო. დასავლეთი უყურებდა (აკვირდებოდა) ერების აქტიურობას და იმის მიხედვით წარმართავდა თავის გეგმებს..9 აპრილის სისხლმა მოიტანა დამოუკიდებლობა...მაგრამ საბჭოთა კავშირის დანგრევას რაც შეეხება, სისხლში ჩახშულმა ეროვნულმა მოძრაობამ და პუტჩმა მოგვიტანა ის, რომ შევარდნაძის მოსვლისთანავე ,,სნგ" -ში გვიკრეს თავი. რისი დამოუკიდებლობა?.. სხვათაშორის, საბჭოთა კვშირი არც ახლაა დანგრეული...იმპერიის მიერ დასმული ემისარი გვიზის და დასცინის ჩვენს ქვეყანას.. ,,პორნოკრატიად" გვიქცევს და გვიბანძებს...
9 აპრილს დაღუპული გოგოების ბედი კი დღემდე მშურს...დღემდე მაწვალებს მათი ,,უმანკო ნათელი", რომ მეც მათ რიცხვში არ ვიყავი...აი, გავიდა ამდენი წელი და გრ. ორბელიანისა არ იყოს...,,დავბერდი, ბედს ვერ მოვესწარ. დაემხო ჩემი სამშობლო.."...ეს არის ჩვენი თაობის გულისთქმაც...ტყუილად დახოცილან თურმე მოწამეებიც...ქრისტეს მხედრები...სიკვდილი არ გვიყვარს... მაგრამ სიკვდილი არსებობს... და ლუარსაბებივით კალმახით ამოყორილ მუცლებს ხომ არ უნდა გადავყვეთ მაინცდამაინც?. როგორც რილკე ამბობდა, .ყველა თავის არსებაში (წიაღში) დაატარებს თავისსავე სიკვდილს, ზრდის, ამწიფებს მას.. ხოდა..სიკვდილის არჩევა რომ შეიძლებოდეს, მე, პირადად, ლოგინში სიკვდილს არ ავირჩევდი..შანდორ პეტეფისა არ იყოს.... ხანდახან სიკვდილი უფრო არქმევს ხოლმე ჩვენს სიცოცხლეს ზუსტ სახელს...(თუმცა ეს დიდი თემაა და ამაზე სხვა დროს)

ლელა ჩხარტიშვილი

Lela Chkhartishvili-ს ფოტო.

ნანახია: (1087)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას