logo.png

იური გუდიმენკო 

პუტინს უკრაინაში სურდა „რუსული გაზაფხული“და მიიღო „უკრაინული განთიადი“

 (https://polityka.today/)



მე მახსოვს უკრაინელები „მაიდნამდე“ და ვხედავ მათ ახლა - ჩვენ შევიცვალეთ. ჩვენ ახლა მეტნი ვართ! ბევრი იმ გაურკვეველი, უფერული კოსმოპოლიტებიდან, რომ ვერ გაიგებდი - რუსები იყვნენ, უკრაინელები თუ საბჭოელები - დღეს გახდნენ უკრაინელები!

ცხოვრებამ აიძულა და ისინიც დაუფიქრდნენ სხვაობას რუსობასა და უკრაინელობას შორის. დაფიქრდნენ და მიხვდნენ ამ სხვაობას!

მათი ნაწილი წავიდა თავისი - უკვე თავისი - მიწის დასაცავად! სხვები ვოლონტიორობდნენ და ისე ეხმარებოდნენ არმიას.

პუტინს უკრაინაში სურდა „რუსული გაზაფხული“და მიიღო „უკრაინული განთიადი“. რაოდენობა გადაიზარდა ხარისხში. ყველგან არა და ყოველთვის არა - მაგრამ ბევრმა უკრაინელმა გაიღვიძა, ძალიან ბევრმა.

ჩრდილები იქცნენ მოქალაქეებად.

ისინი, ვინც ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ამბობდნენ, რომ უკრაინელები და რუსები ერთი ხალხია, ავტომატებზე ორფერიან ლენტს იკიდებდნენ; აპოლოტიკურ და ანაციონალურ გამყიდველ ქალებს წყალი მიჰქონდათ ვოლონტიორებთან; ტაქსისტები, რომლებსაც დაბადებიდან რუსული „ბლატნოი“ სიმღერების გარდა, სხვა არ ჩაურთავთ მანქანაში - უკრაინულ ჰიმნს მღეროდნენ.

დიახ - ეს ჩვენი ერია, ჩვენ არ ვართ ელფები - ჩვენ ადამიანები ვართ, არ ვართ იდეალურები და შეიძლება ჯერ ვერც მრავალწლიან მსოციალიზმს გავცილებივართ.

მაგრამ ჩვენ ცოცხალი ადამიანები ვართ და - ვართ უკრაინელები!

ჩვენ უცნაურებიც ვართ, სახიფათონიც და მთლიანობაში იქნებ უსიამოვნო ადამიანებიც, მაგრამ აქ ჩვენ ვართ, ეს არის ჩვენი ადგილი - ისტორიაში და რუკაზე. და ჩვენ ვარჩევთ სიკეთეს ბოროტებისაგან.  ჩვენი უმეტესობა საკმაოდ ჭკვიანი აღმოჩნდა საიმისოდ, რომ მიმხვდარიყო - ჩვენ და ბოროტება - ძალიან სხვადასხვანი ვართ - მაშინვე ვერა, ერთ წამში... დიდისისხლით, მაგრამ უფრო სწრაფად, ვიდრე სხვა ხალხმა და სხვა ერებმა.

პუტინს თავი ჭკვიანი ჰგონია. მაგრამ უტვინოა.

„მაიდნის“ დახვრეტამდე, ყირიმის დაპყრობამდე და რეფერენდუმამდე, ოდესის მოვლენებამდე, ილოვაისკამდე და დონეცკის აეროპორტამდე -უკრაინაში მეტი იყო მოსახლეობა, მაგრამ ნაკლები იყო უკრაინელი.

პუტინმა ჩვენი მიწის ნაწილის ოკუპაცია მოახდინა,ხოლო ხალხის ნაწილი ტყვედ აიყვანა, მაგრამ, როგორ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, უკრაინელები მეტნი გავხდით.

ჩვენ გავიღვიძეთ, ჩვენ თვალები აგვეხილა, ჩვენ გაგვახსენდა, რომ აქ ჩვენ ვართ მეპატრონეები და ეს ჩვენი მიწაა. ჩვენ გვსურს შეცდომების დაშვება - მაგრამ ეს ჩვენი შეცდომები უნდა იყოს, ჩვენ გვსურს უკმაყოფილებები - მაგრამ ჩვენი, საკუთარი; გვინდა მოვხსნათ და დავნიშნოთ - მაგრამ ჩვენები და ჩვენ თვითონ!

ვინ დაგვიხუჭავს თვალებს დროისა და სიკდილის გარდა?!

ნანახია: (1206)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას