რატომ დაარქვა პოლონეთმა რუსეთს № 1 მტერი?
https://censoru.net/-ის ინფორმაციით, პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ 12 მაისს მოახდინა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ვიზირება.
როგორც პოლონეთის უმაღლესმა ხელისუფალმა განაცხადა, მთავარი აქცენტი დოკუმენტის ყველა თეზისში კეთდება რუსეთიდან მომდინარე აგრესიაზე. რუსეთი მოიხსენიება მთავარ მტრად.
დოკუმენტში საგანგებოდ არის ხაზგასმული საკითხი, რომ რუსეთის აგრესია საქართველოს და უკრაინის მისამართით არის საერთაშორისო სამართლის ძირითადი ნორმების დარღვევა, რაც არყევს ევროპული უსაფრთხოების სისტემის საფუძვლებს.
ამ ფაქტორების გათვალისწინებით პოლონეთი განაგრძობს სამხედრო პოტენციალის გაძლიერებას და შეიარაღების მოდერნიზირებას; საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ვარშავა აუცილებლობად მიიჩნევს მტკიცედ ჩართვას ტრანსატლანტიკურ და ევროპულ სტრუქტურებში.
ამას გარდა, პოლონეთი უზრუნველყოფს საკუთარ ენერგოდამოუკიდებლობას რუსეთისაგან, გათხევადებული გაზის მეოხებითა და დანიიდან გაზსადენის მშენებლობით.
ნანახია: (1600)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას