logo.png

მხოლოდ 376 დაინფიცირებული გამარჯვების აღლუმის რეპეტიციაზე?

რუსეთი კვლავ მალავს სიმართლეს!

 

რუსეთი კვლავ ცხოვრობს სიცრუეში - არ ამხელს მრავალ ათას დასნებოვნებულს!

სულ 376 დაინფიცირებული დააფიქსირა გამოცემა „პროექტმა“ 9 მაისისადმი მიძღვნილ გამარჯვების აღლუმის რეპეტიციის მონაწილეთა შორის, რომლებიც პოდმოსკოვიეს ალაბინოს პოლიგონზე გადიოდნენ წვრთნას.

თუმცა, ავადმყოფობის გარეშეც, ისინი აღარ მიიღებდნენ აღლუმში მონაწილეობას - პუტინი ამჯერად ავიაშოუთი დაკმაყოფილდა.

ჟურნალისტები დაეკონტაქტნენ რეპეტიციის მონაწილეებს და მათ ნაცნობებს სამხედრო სასწავლებლების 40-დან მხოლოდ 6 ნაწილში; ამდენად, დაავადებულთა რიცხვი გამოცხადებულზე რამდენჯერმე მეტი უნდა ვიგულისხმოთ.

კურსანტთა მშობლების გადმოცემით, საუბარია მასობრივ დაინფიცირებაზე.

ოფიციალური მონაცემებითაც კი 10 მაისის ჩათვლით რუსეთის არმიაში კორონავირუსის 3 317 შემთხვევაა გამოვლენილი.

11 მაისისათვის სრულიად რუსეთში 221 344 შემთხვევაა დარეგისტრირებული, რომელთაგან 2009 გარდაიცვალა.

გამხელილი შემთხვევების რიცხვით რუსეთი ამჟამად მესამე ადგილს იკავებს აშშ-სა და ესპანეთის შემდეგ, ხოლო, დაუდგენელი და გაუმხელელი შემთხვევების მხედველობაში მიღებით, ცხადია, პუტინისადმი დაქვემდებარებული ქვეყანა პირველობის რანგში უნდა ვიგულისხმოთ!

https://gordonua.com/news/worldnews/v-rf-bolee-300-kursantov-i-ofitserov-zarazilis-koronavirusom-vo-vremja-repetitsij-parada-k-9-maja-smi-1499263.html

 

ნანახია: (1531)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას