"იმ შემთხვევაში, თუ ბრალმდებელი არც მწვალებელია, არც უზიარებელი და გაძევებული, არც ბრალდებული ვინმესგან და ამბობს, რომ აქვს საეკლესიო ბრალდება ეპისკოპოსის მიმართ, წმინდა კრება უბრძანებს მათ, სამთავროს (ეპარქიის) ეპისკოპოსთა წინაშე წარმოთქვან ეს ბრალდება და ამხილონ ეპისკოპოსი.
ხოლო თუ სამთავროს (ეპარქიის) ეპისკოპოსები ვერ გადაწყვეტენ ეპისკოპოსის ბრალდების საქმეს, ვერ გაასწორებენ ბრალდებულს, მაშინ მათ უნდა მიმართონ დიდ კრებას, ეპისკოპოსთა განსაგებელის (ოლქის) კრებას, რომელიც ამ მიზეზით იქნება მოწვეული. ამ დიდ კრებაზე საქმის დამწყებმა, ანუ ეპისკოპოსის ბრალმდებელმა, ბრალდების წარდგენამდე უნდა დადოს წერილობითი პირობა, რომ იმ შემთხვევაში, თუ იგი ვერ დაამტკიცებს თავის წაყენებულ ბრალდებას, თვით დაისჯება იმ სასჯელით, რომლითაც დაისჯებოდა ბრალდებული ეპისკოპოსი ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში. ხოლო თუ ვინმე დაარღვევს, არ შეასრულებს ამ კანონს და მიმართავს სამეფო სასამართლოს, ან საერო მთავრის სამსჯავროს, ან მსოფლიო კრებას, ის არ იქნება მიღებული ბრალმდებლად, როგორც კრების კანონის შეურაცხმყოფელი და საეკლესიო კეთილწესიერების გამრყვნელი".
მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) სწორედ ამ პრინციპით სურს წამოჭრილი საკითხების განხილვა და მის მიერ გაჟღერებული ბრალდების საეკლესიო სასამართლოზე განხილვა, რასაც საქართველოს საპატრიარქო იმპერატიული დამოკიდებულებით ბლოკავს. და თუ რა არის მავანთა შეუვალობის საფუძველი, ამის ამოცნობა არც თუ ისე ძნელია. დიახ, პროცესის განხილვა ფერხდება მხოლოდ იმის გამო, რომ ბრალდებულთა ზნეობრივი ყოფა, სინდისი და მდგომარეობა მეტად მძიმე და სავალალოა!
თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი
ნანახია: (696)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას