logo.png

ოლეგ ჩესლავსკი

უკრაინამ უარი უნდა თქვას 9 მაისის კულტზე!

 

თუ უკრაინას სურს, განაგრძოს გზა ევროპული ცივილიზაციის სინათლისაკენ, ის უნდა გამოვიდეს მოსკოვური მონობის ჯანღიდან და მოსკოვიდან თავსმოხვეულ გამარჯვების აღტყინებიდან!

როდემდე უნდა ვიყოთ  „ფაშიზმზე რუსი ხალხის ინდივიდუალური გმირობის“ კულტის  თანამოწმენი და საკუთარ თავს ვარწმუნებდეთ, რომ  მსოფლიოს ესენი ეზიზღება ამ ომში ჩადენილი  გმირობისათვის?

გვინდა ჩვენ ეს?

უკრაინამ უარი უნდა თქვას 9 მაისის, როგორც „საბჭოთა ხალხის ფაშიზმზე გამარჯვების“ აღნიშვნაზე!

უპირველესად იმიტომ, რომ უკრაინა მოსკოვის კოლონია გახლდათ და ჩვენი ომში მონაწილეობა გამოწვეული იყო იმით, რომ ვიყავით სისხლიანი არაადამიანური რეჟიმის მძევალი.

ჩვენ ამ ომში მონაწილეობა საკუთარი ნებით არ მიგვიღია, და ვიცავდით არა საკუთარ მიწას, არამედ, სიტუაციის მიხედვით, იმას, რომელიც კონფლიქტის ერთ ან მეორე მხარეს ჰქონდა დაკავებული.

უკრაინა არ იყო თავისუფალი და არ ჰქონდა საშუალება, ეომა როგორც კონფლიქტის მხარეს, რადგან არ გააჩნდა არც უფლებები და არც ნება.

ვინც უკრაინის სახელით ომობდა, მას უხდებოდა ბრძოლა ნაცისტებთანაც და კომუნისტებთანაც -  შავი ჭირის რეჟიმების წინააღმდეგ.

ჩვენ არ უნდა გვქონდეს გამარჯვებით თავმომწონეთა პრეტენზია და საერთოდაც იმის უფლება - ვიწოდებოდეთ გამარჯვებულად!

უკრაინა, ისევე, როგორც ათეულობით სხვა ევროპული სახელმწიფო, იყო დანაშაულებრივი რეჟიმების მძევალი და თუ უნდა გავიხსენოთ ეს დღე, არა იმისათვის, რათა  სხვის კულტსა და სხვის ფასეულობებს დავუხაროთ თავი, არამედ იმისათვის რომ დავუხაროთ  თავი იმათ ხსოვნას, ვისი სიცოცხლეც შეიწირა ამ საშინელმა ომმა!

 

https://censoru.net/

 

 

 

 

ნანახია: (308)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას