9 მაისის გამარჯვებას პუტინის ტელევიზია ჰოკეის ჩანაწერით აღნიშნავს,
ხოლო ამ დროს ურანის ნარჩენები გერმანიიდან უახლოვდება რუსეთს!
გამარჯვების 75-ე წლისთავს კრემლი გერმანელებზე სპორტული გამარჯვების გახსენებით აღნიშნავს.
„ტელეარხი „Матч ТВ“ უჩვენებს ოლიმპიადა-2018-ის ფინალური მატჩის ჩანაწერს ჰოკეიში რუსეთისა და გერმანიის ნაკრებებს შორის, რომელიც ოვერტაიმში მოიგეს რუსებმა 4:3.
ტრანსლაცია დაიწყება დილის 06.30-ზე, სწორედ გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ - ვლადიმერ პუტინის რუსი ხალხისადმი მიმართვამდე.
გერმანელებზე სპორტულ ასპარეზობაში გამარჯვების ტელეარხით ჩვენება იქნება დიდი რუსი ხალხის შეგნებაში ის კომპენსაცია, რომელსაც ამ ქვეყანაზე გამარჯვების ნიშნად დიდ აღლუმზე ვერ მოახდენენ კორონავირუსის გამო!
ხოლო იმ დროს, როცა გამარჯვებული რუსები დატკბებიან წარმატებული ჰოკეის ყურებით, დამარცხებული გერმანიიდან
ურანის ნარჩენები უახლოვდება რუსეთს!
4 მაისს დამარცხებული ქვეყნიდან გამოვიდა მატარებლის13 ვაგონიანი მორიგი შემადგენლობა 600 ტონა ატომბირთვული ნარჩენებით, უსტ-ლუგის და ნოვოურალსკის მიმართულებით.
კონტრაქტის მიხედვით,12 000 ტონა ურანის ნარჩებია შეტანილი ხელშეკრულებაში - მხოლოდ ამ წელიწადს კიდევ ექვსმა მატარებელმა უნდა გაიაროს ურანის ჰექსაფტორიდით.
ნარჩენების განსაკუთრებულად აქტიური შემოტანა პანდემიის დროს, სწორედ რომ რუსული პოლიტიკის ბუნებას შეეფერება - როცა ადამიანებს ქუჩაში გამოსვლაც კი ეკრძალებათ, არათუ პროტესტის გამოცხადება!
ნანახია: (1862)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას