logo.png

მოღალატე ქართველები - ძველად და ახლა

 

ადმინისაგან

ოდითგანვე ასე ყოფილა - ქართველების ერთი ნაწილი რომ სამშობლოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის სწირავდა თავს, მეორე ნაწილი - ფოჩიან კამფეტებზე და ჯვრიან ეპოლეტებზე იყიდებოდა.

ამ მეორე ჯიშის ქართველების მანკიერი ბუნების პერმანენტულობაში დასარწმუნებლად მკითხველს ერთმანეთის გერდით ვაწვდით ორ წერილს.

პირველი ისტორიული ხასიათის ნარატივია და მწერალ ჯემალ ქარჩხაძის კალამს ეკუთვნის, ხოლო მეორე - ოთხი წლის წინ დაბეჭდილი წერილი გახლავთ, რომლის ავტორიც იაშვილის სახელობის ბავშვთა ცეტრალური საავადმყოფოს ექიმი ლევან ფერაძეა და, რომელიც სადღეისოდ ზუსტად ასახავს ჩვენში მიმდინარე მოვლენებს, იმ დროისათვის, როდესაც ევროპის უდიდესი ქვეყნის სახელისუფლო ორგანოებში ინიშნება ჩვენი ქვეყნის ყოფილი ხელმძღვანელი! 

 

"გურჯებმა ბრძოლა კარგი იციანო, მომიგო ალი-მირზამ, მაგრამ ისეთი არა, როგორც ღალატი"

 ნაწყვეტი მწერალ ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობიდან "რაჰათ-ლუხუმი":

 

"მე, საუბარი რომ პირდაპირ საჭირო საგნისკენ წარმემართა, ვკითხე, ამბობენ, გურჯებში მრავალი მოღალატის პოვნა შეიძლება, და თუ მართალია-მეთქი. ამაზე ალი-მირზამ გაიღიმა და მომიგო, ბუნებით ყველა გურჯი მოღალატეა, ოღონდ ეგ არის, ზოგს ეძლევა ღალატის საშუალება და ზოგს არაო, – მერე დაუმატა, – მაგრამ მოღალატესთან საქმის დაჭერას სიბრძნე სჭირდება, რადგან, ვინც მოყვარეს უღალატებს, ის მტერსაც უღალატებს, შენი მტრის მოღალატე ან უნდა მოკლა ან ძალიან დიდი ჯამაგირი გაუჩინოო.

ბრძენი იყო ალი-მირზა, თანაც გურჯებსა და გურჯისტანს, ჩანს, მართლა კარგად იცნობდა. შურიანები არიანო, გვითხრა, ერთიმეორის სიკეთე მოსვენებას უკარგავთ და, ვინც მათს ამ თვისებას ბრძნულად გამოიყენებს, როცა დასჭირდება, ერთმანეთს იოლად გადაჰკიდებსო.

გურჯი უნდა აქოო, დაგვარიგა, თავი ისე უნდა მოაჩვენო, ვითომ შენ იმის ფერხთა მტვრად არა ღირხარო, გურჯი გულუბრყვილოა, თანაც გადამთიელის ნათქვამს ყოველთვის უფრო იოლად იჯერებს, ვიდრე თავისიანისას, ამიტომ სწრაფად მოგენდობა და შეუყვარდები, ხოლო რაკი შენ შეუყვარდები, საკუთარი ძმა შესძულდება, რადგან ერთი გურჯის გულში ორი სიყვარული ვერ ეტევაო.

გურჯების უგუნურობა ყვეელაზე უკეთ მათს ამპარტავნობაში ჩანსო; თავიანთ ურიცხვ ნაკლს ისე სასოებით მალავენ, თითქოს ერთი რამ ძვირფასი საგანძური იყოს; ყველაფერი შეიძლება გაპატიონ, მაგრამ მათი ნაკლი თუ შეამჩნიე, ამას არამც და არამც არ გაპატიებენ, ამიტომ თავი ისე დაიჭირეთ, ვითომ გურჯისთანა სრულქმნილი თქვენს დღეში არავინ გენახოთ; ამით ორ რამეს მიაღწევთმორჩილებაშიც გეყოლებათ და თავის უთვალავ ნაკლსაც ვერასოდეს მოიშორებსო.

ოქრო წაიღეთ გურჯისტანშიო, გვირჩია, ბევრი ოქრო წაიღეთ, გურჯი ოქროს დახარბდება და მონად გაგიხდება, ხოლო რაკი მონად გაგიხდება, არც ოქროს დაკარგავ, რადგან შენი მონის ოქრო იგივე შენი ოქროა. გახსოვდეთ, მაძღარი გურჯი კარგი გურჯია, მაძღარ გურჯს ბრძოლა არ უყვარს, მაძღარ გურჯს მხართეძოზე წოლა და სლოკინი უყვარსო.

მე სულთნის ლაშქარში მრავალი გურჯი მენახა, რომელთაც ომებში დიდად გაეთქვათ სახელი, ამიტომ ვკითხე, ბრძოლა როგორი იციან-მეთქი. ბრძოლა კარგი იციანო, მომიგო ალი-მირზამ, მაგრამ ისეთი არა, როგორც ღალატი, ღალატის ხელოვნებაში მაგათ ბადალი არა ჰყავთო, ისე კი, სხვის ლაშქარში უფრო მონდომებით იბრძვიან, ვინაიდან უცხოთა წინაშე თავის გამოჩენა უყვართო..."

საიტიდან: https://forum.ge/?f=29&showtopic=3491052

 

და მაინც, რატომ ვერ იგუა თბილისმა მიშა?

ლევან ფერაძე

 

და მაინც, რატომ ვერ იგუა თბილისმა მიშა? ხალხმა, რომელმაც გულში ჩაიხუტა შევარდნაძე, ვინც მართლა დაკარგა (იგულისხმე ჩააბარა) ტერიტორიები და ლამის თავის ხელით მოხსნა საკეტები ქვემეხებს სოხუმში, მერე მუხლმოდრეკილი ევედრენ - არ დაგვღუპო, არ დაგვტოვოო. აიტანეს იოსელიანი, რომელმაც მთელი თაობა გაანადგურა - ზოგი დაასამარა, ზოგი გააყაჩაღა და ზოგიც წამალზე დასვა. ჩუმი თანხმობით დაანგრევინეს თბილისი გონებასუსტ კიტოვანს.

აპატიეს 6 ბორკილდადებული ბიჭის საკუთარი ხელით დახვრეტა ქვირაიას (სხვათაშორის შევარდნაძე იქვე, ხუთ ნაბიჯში იდგა), იგუეს თარგამაძე, რომელსაც ყველაფერთან ერთად გატაცებული ადამიანების გამოსასყიდიდან წილი მისდიოდა. არ გაუპროტესტებიათ ალავიძის მილიციის უფროსობის დროს წესად ქცეული, სამმართველოს მე-5- სართულიდან გადმოყრილი ბიჭების სიკვდილი და არც განყოფილებებშიბოთლზე დასმისუძველესი ტრადიცია...

ის კიარა და 9 აპრილის შემოქმედი პატიაშვილ-გუმბარიძე რაღაცნაირად უყვარდათ კიდეც...

მაშ ასე - 2003 წელია, საქართველო ყველაზე მეტად სომალის ჰგავს. ადამიანები ტოტალურად შიმშილობენ, ენერგეტიკის მინისტრი სინათლის 2 საათიანი გრაფიკის გარანტიასაც ვერ იძლევა. ქვეყანაში ტოტალური კორუფციაა მთელს ვერტიკალში.

თბილისიდან ბათუმამდე მანქანით ჩასვლა დაახლოებით 70 ლარი ჯდება (ინსპექტორებზე დასარიგებელი). მიუხედავად იმისა, დაარღვევ რამეს თუ არა. ეგ კიდევ არაფერი, აჭარის საბაჟოზე (დიახ არ მოგესმათ) ვიღაც წერა-კითხვის უცოდინარი ამბალი ფეისკონტროლს ატარებს და თუ არ მოეწონე, აუღელვებლად დაგაბრუნებს უკან. თუ მაინც შეაღწიე ბათუმში, არანაირი გარანტია არ გაქვს რომ რომელიმე გოგიტიძეს არ შემოელახები, ისე უბრალოდ - გასართობად, ან რესტორანში შესულს, სადილობას მშვიდად დაგამთავრებინებენ, მთავარია მაგ დროს ქეიფი არ მოუნდეს ასლანას ბიჭს...

ადამიანის გატაცება სოლიდურ შემოსავლიან ბიზნესად ქცეულა, რომლის წილიც ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებამდე მიდის. იტაცებენ ყველას: ბიზნესმენებს, მათ შვილებს, ტურისტებს, გაეროს თანამშრომლებს...ბავშვები გაყინულ საკლასო ოთახებში სხედან, ბოლომდე ჩაცმულ დახურულები; ზოგიერთმა ინიციატივიანმა დირექტორმა თუნუქის ღუმელები აყიდინა მშობლებს და მათივე მოტანილი შეშით თბება თბილისის ელიტარული სკოლები...

რეკეტი ახრჩობს ბიზნესს ყველა დონეზე, უბრალო ჯიხურიდან დაწყებული -ბენზინის ბაზებით დამთავრებული. იკრიბება ქურდულიობშიაკი. ციხე ცალსახად შავებისაა, იქ მათიწესრიგიადამყარებული. თანამშრომლები მორიდებულად, ლანდებივით დაიპარებიან დერეფნებში, რომ უნებურად ვინმეს მყუდროება არ დაარღვიონ...

ქვეყნის ბიუჯეტი 900 მილიონი ლარია, სეკვესტრი - 400 მილიონი. პენსია 14 ლარი 1წლის დავალიანებით. მასწავლებლები, ექიმები, გამგეობის თანამშრომლები პრაქტიკულად უხელფასოდ მუშაობენ და კაცი არ არის მათი გამკითხავი, ამ პირობებში კორუფცია ფიზიკური გადარჩენის ერთადერთ გამოსავლად ქცეულა... და მერე იყო ნოემბერი, გიორგობა...

4წლის მერე კი ამ სომალს შეგუებულმა ხალხმა პირდაპირ შვეიცარია მოითხოვა, გალიებით გაავსეს თბილისი და მკვდარ ქალაქად გადაქცევა დაუპირეს. ჯაბას ფეხებნალოკმა ინტილიგენციამ, 26 მაისს სამხედრო აღლუმის ჩაშლა დააპირა...

და მაინც, რატომ ვერ იგუა თბილისმა მიშა? მათ ეგონათ ამქვეყნის მარილი იყვნენ, და მათი თანხმობის გარეშე ფოთოლი ვერ ჩამოვარდებოდა ხიდან. ამგიჟმაკი ჩამოიყვანა ბიჭები სამეგრელოდან, მესხეთიდან, კახეთიდან და ერთი შეხედვით შეუძლებელი შეძლეს, ძალიან მოკლე ხანში დრამატულად შეცვალეს ქვეყანა. მათ ეგონათ, განათლებულები იყვნენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომდასტაევსკისჩარბენით ჩაკითხული ორი რომანით, ნახევრად გაგებულიულისეთიდა ბროდსკის სამი გაზეპირებული ლექსით ვეღარავის გააკვირვებდი.

მოვიდა ხალხი, ვისაც ბევრ დარგში ფუნდამენტალური ცოდნა დაუგროვდათ დასავლეთში. ეგონათ, უცხო ენა იცოდნენ და თავის გარემოცვას ხშირად პირს აღებინებდნენ 1000 სიტყვიანი მარაგის ინგლისურით; უცბად გამოჩნდნენ ვიღაც ლაწირაკები და 3-4 ენაზე მშობლიურივით ალაპარაკდნენ. დიპლომები ჰქონდათ ნაწვალებ ნაჩალიჩარი: მიმო“, მგუ“, პატრიცა ლუმუმბა“, მაგრამ როცა საქმე კონკურსებამდე მივიდა, აღმოჩნდა რომ ბოლომდე და ღრმად არც არაფერი იცოდნენ...

გადაირიენ, სამყარო ჩამოექცათ თითქოს, ყველაფერი რაც თავად, მათმაკაი პურის მჭამელმამამებმა დატროიკის’“ წევრმა ბაბუებმა ბოლო 50 წელი მამაძაღლობით აშენეს, უცბად სადღაც ქრებოდა. ამას კი ვერ დაუშვებდნენ. ამისთვის ძალიან ბევრი სხვისი სისხლი დაღვარეს, ძალიან ბევრი იქურდეს, ძალიან ბევრი იპირფერეს, სამშობლო გაყიდეს ძალიან ბევჯერ ამისთვის... აიჯაგრნენ, გაერთიანდნენ, სიცოცხლის მიზნად დაისახეს. ერთ ადამიანში მოახდინეს თავისი დილეტანტიზმის, უზნეობის, ფარისევლობის და მანქურთობის მიზეზების იდენტიფიცირება...

და მაინც გიკვირთ, რატომ ვერ იგუა თბილისმა მიშა?

 

პირველი პუბლიკაცია 17 . 08. 2016 წ.

http://www.tzona.org/post/da-mainc-ratom-ver-igua-tbilisma-misha

 

 

ნანახია: (8909)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას