მღვდელმთავრები ჩვენზე ამბობენ, აქამდე სად იყვნენო. რა ვერ ხედავდნენ, სადაც ვიყავით და რა განცხადებებსაც ვაკეთებდით? როდის იყო ვიმალებოდით და არ ვამბობდით, რომ პრობლემა მოსაგვარებელია?, – ამის შესახებ მამა ანდრია სარიამ მედიაჰოლდინგ „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.
მამა ანდრია სარია მეუფე ნიკოლოზისა და მეუფე იაკობის გუშინდელ განცხადებებს გამოეხმაურა, რომელიც მის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ჩანაწერს შეეხებოდა.
„აქ პანდემიასთან მიმართება საერთოდ არ იკვეთება. გიორგი ანდრიაძე როცა მიიწვიეს, მეც მიმიწვიეს ვახო სანაის ეთერში .ანდრიაძემ ჩემი ადრინდელი სტატუსი წაიკითხა , რაც ამ თმას ეხებოდა. დიდი ხანია სინოდისთვის მიმართვა გაგზავნილი გვქონდა, სადაც დავაფიქსირე წერილობით, რომ აუცილებლად განეხილათ და განესაჯათ მთელი რიგი საქმეები, მათ შორის მეუფე პეტრემ რა საკითხიც დასვა. ისინი ყოველთვის ამბობენ, რომ საკმარისი არაა , რაღაც არ აკმაყოფილებთ. იციან, რომ ნამდვილად საკმარისი არგუმენტებიც გვაქვს და საკმარისი ადამიანებიც არსებობენ, რომლებიც დაზარალებულები არიან. მე მოლოდინის რეჟიმში, ვარ, რომ ეს თემა იქნება განხილული.
მერე ამას მოჰყვა ის, რომ მღვდელმთავრებმა თქვეს , მაგალითად , მეუფე იაკობმა, ეს მორიგი ცილისწამებაა და აქამდე სად იყვნენო ? აქამდე სად ვიყავით? რა , ვერ ხედავდნენ სადაც ვიყავით და რა განცხადებებსაც ვაკეთებდით? როდის იყო ვიმალებოდით და არ ვამბობდით, რომ პრობლემა არის მოსაგვარებელი? თუ ანდრიაძემ წამოწია საკითხი, ჩვენ რა შუაში ვართ? ანდირაძემ დასვა კითხვა და მიიღო პასუხი საპატრიარქომ. ჩვენ ისიც ვთქვით, რომ ცოდვას ხანდაზმულობა არ აქვს. სანამ პასუხი არ გაეცემა ცოდვას, კორონა იქნება ,თუ არ იქნება, საეკლესიო თემასტიკასთან მიმართებაშიც კითხვები აუცილებლად დაისმება. მეუფე ნიკოლოზმა თქვა, თუ აქამდე იცოდნენ, რატომ არ ამბობდნენო? რა ჩვენ არ ვამბობდით, რომ აქამდეც იყო ეს პრობლემა? საეკლესიო კანონდარღვეით ძალიან თავხედურად ლაპარაკობდა მეუფე ნიკოლოზი და არანაირი კავშირი არ აქვს ეკლესიურ ცნობიერებასთან. ესეც უკვე გამოჩნდა. ადამიანი არის ძალადობრივი ცნობირების, ასეთი ადამიანისთვის სამწყსოს მიბარებაც კი საშიშია. ქუჩის ბიჭს რომ ჩააბარო სული, ასეთი ცნობიერების ადამიანია.
ამ პრობლემებმა კიდევ ახალი პრობლემები შვა. დააკვირდით სასულიერო პირებს, რომლებიც,არათუ სახარებისეული სიმშვიდით, სიყვარულით, მოკრძალებით, არამედ, ფაქტობრივად, ქუჩურად, ძველბიჭურად, სიძულვილით, ბოღმით გამოდიან. ადამიანებს მოუწოდებენ, ვიძლადოთ ერთმანეთზე , ერთმანეთს დავუპირისპირდეთო . ეს არახალია. მეუფე იაკობიც ძალადობრივი განცხადებებით გამოირჩევა. სასულიერო პირები განიცდიან გაორებას. შესაბამისად, ამ გაორების გამოსწორება ძალიან დიდი პროცესებთანაა დაკავშრიებული. ვფიქრობ, საჭიროა სასულიერო პირების განკურნება სულიერად. მართლა უჭირთ“- განაცხადა მამა ანდრია სარიამ.
ცნობისთვის, მამა ანდრია სარიამ სოციალურ ქსელში სექსუალური შევიწროების შესახებ აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა. ჩანაწერის მიხედვით, შევიწროება საპატრიარქოში მოხდა.
,,სოდომის ვირუსი სულის მკვლელია, პატრიარქო და მისგან თავისუფლება უფრო მნიშვნელოვანია. კორონავირუსი სხეულს კლავს, ის კი სულის წარწყმედას უწყობს ხელს… ეს რომ შეინანოთ და ღვთისმშობელი გაახაროთ, მაგაზე ვლოცულობთ“, – დაწერა მამა ანდრია სარიამ სოციალურ ქსელში.
ამ ჩანაწერს ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი გამოეხმაურა.
„აუდიოჩანაწერებზე გინდათ გავაკეთო კომენტარი? მე მაქვს კონტრშეკითხვა, ოღონდ შეკითხვაც არაა, რიტორიკული კითხვაა – რატომ არ გავრცელდა ეს ჩანაწერი 1 კვირის წინ, 2 კვირის წინ, ან 3 კვირის წინ , აღდგომა რომ იყო? ან 1- 2 თვის წინ? მაშინ სულ სხვა კითხვებს მისვამდით, იმიტომ რომ არ იყო აქტუალური, უფრო სხვა საკითხები იყო აქტუალური. დღეს ეს, ვითომდა, გახდა აქტუალური. რატომ? ეს არის მთავარი, იმიტომ, რომ მოსალოცად გვაქვს საქმე, პანდემიამ, ავადმყოფობამ უკან დაიხია და ახლა გამოჩნდა სხვა თემები, რომელზეც შეიძლება ვისაუბროთ.
ეს საკითხები თუ მართალია, ე.ი. ეს ნიშნავს ქვეყნის დასასრულს. თუ ეკლესია, პატრიარქი ამაში დამნაშავეა, მაშინ მეტი აღარაფერი არსებობს. თუ ასეთი მნიშვნელოვანია, რა დროს პანდემიაა? ჯერ ეს საკითხი უნდა განხილულიყო. მათ, ვინც ამ საკითხს აყენებენ , აზრად არ მოსვლიათ თავში, რომ ადრე ეთქვათ რამე ამის შესახებ ცოტა ხნის წინ . დამთავრდა პანდემია და ახლა ისევ გაახსენდათ , პასუხიც აქაა ყველაფერზე . სისულელის დრო არ გავქვს, ჯობს სხვა საქმეებს მივხედოთ“- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
თამუნა შეყილაძე
ნანახია: (1719)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას