“მეუფე იაკობი ჩამოვიდეს მანქანიდან, მეც მასთან ერთად გავივლი ფეხით და მერე შეაფასოს, ხალხი როგორ აფასებს მას და როგორ გვაფასებს ჩვენ”, – ამის შესახებ მამა ანდრია სარიამ მედიაჰოლდინგ „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.
მამა ანდრია აცხადებს, რომ ბოდბელი მიტროპოლიტი, მეუფე იაკობი განკვეთილი უნდა იყოს და ამის შესახებ მან სინოდსაც მიმართა.
„დასმული მაქვს მეუფე იაკობის თემა დიდი ხანია, რომ ის განკვეთილიყო. მე დავარეგისტირე წერილი იოანე გაგუასთან, კანცელარიის ხელმძღვანელთან. წესით. მას ევალება ამ წერილის გადაცემა და თქვა, რომ გადასცემდა გასაცნობად. წესით, ამ წერილს უნდა გასცნობოდნენ და სინოდის დროს ემსჯელათ.
ასევე, პრესკონფერნცია მოვიწვიე და დავაფიქსირე მთელი რიგი საკითხები, პრობლემები, რომ მეუფე იაკობი არ უნდა იყოს მღვდელმთავარი, მინიმუმ, მღვდელმთავრების დედის გინების გამო. მაქსიმუმზე რომ არ ვილაპარაკო. სიცოცხლის მოსპობით იმუქრებოდა, ჩინჩალაძესა და მურუსიძეს ლამის მკვლელობით დაემუქრა – მოვსპობო, სასამართლოს საერთოდ გავაუქმებო. გახსოვთ, გახარიას დაემუქრა – ჩამოვაგდებ, ვერ გახდება პრემიერიო. მისი რომელი სიტყვა გამართლდა? მთელი რიგი სიცრუეები გააჟღერა, რომლებზეც პასუხი არ გაცემულა. გინახავთ, რომ მღვდელმთავრები გამოსულიყვნენ და მეუფე იაკობზე ეთქვათ, ბილწსიტყვაობდა და ეს არ ეკადრება მღვდელმთავარსო?როცა მეუფე იაკობი ძალადობრივ განცხადებებს აკეთებდა, რომელიმე მღვდელმთავარი გამოსულა და უთქვამს, რომ ის არ არის სამღვდელმთავრო კანდიდატი? ისიც არ გამიკვირდება, რომ მეუფე იაკობმა ცოლი მოიყვანოს და ესეც დააკანონონ ჩვეულებრივად იმიტომ, რომ რასაც აკეთებს, ყველაფერი მშრალად რჩება. განა თავად არ იციან? 18 წუთს ბილწსიტყვაობდა. ხომ გახსოვთ,„იმედის“ ჟურნალსიტმა რა თქვა? ისე გაგვიქანა, შეგვრცხვა, გამოგვექვეყნებინაო.
მე დავწერე სტატუსი, მეუფე იაკობი და სხვა მღვდელმთავრები დაბურული შუშებით დადიან, მაღალი კლასის მანქანებიდან რომ ვერ ჩამოსვამ. მე მეტროთი დავდიოდი, ფეხით დავდივარ, არ მაქვს ტრანსპორტი, ძალიან თბილი ურთიერთობა მაქვს ხალხთან, ღვთის წყალობით. მეუფე იაკობი ჩამოვიდეს მანქანიდან, მასთან ერთად გავივლი ფეხით და მერე შეაფასოს, ხალხი როგორ აფასებს მას და როგორ გვაფასებს ჩვენ”, – განაცხადა მამა ანდრიამ „კვირასთან“ საუბრისას.
შეგახსენებთ, გუშინ მეუფე იაკობმა თქვა, რომ ანდრია სარიას საეკლესიო რეგალიები ჩამოერთმევა.
“ანდრია სარიას თუ რამე რეგალია აქვს საეკლესიო, ყველაფერი ჩამოერთმევა იმიტომ, რომ ცილისმწამებელი ადამიანია, ვერასდროს ვერაფერი დაამტკიცა. ეკლესიის მტერია, მშიშარა კაცია, იმალებიან, ისე დადიან. მე შემიძლია, საქართველოში ნებისმიერ ადგილას გავიარო, ეგენი ქუჩაში რომ გამოვიდნენ, თავს გაუტეხავენ, ერთი ტელევიზიებში თუ მიირბენენ“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.
ამის შესახებ მეუფე იაკობმა მამა ანდრია სარიას მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ჩანაწერის შეფასებისას განაცხადა.
ცნობისთვის, მამა ანდრია სარიამ სოციალურ ქსელში სექსუალური შევიწროების შესახებ აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა. ჩანაწერის მიხედვით, შევიწროება საპატრიარქოში მოხდა.
,,სოდომის ვირუსი სულის მკვლელია, პატრიარქო და მისგან თავისუფლება უფრო მნიშვნელოვანია. კორონავირუსი სხეულს კლავს, ის კი სულის წარწყმედას უწყობს ხელს… ეს რომ შეინანოთ და ღვთისმშობელი გაახაროთ, მაგაზე ვლოცულობთ“, – დაწერა მამა ანდრია სარიამ სოციალურ ქსელში.
თამუნა შეყილაძე
ნანახია: (1726)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას