logo.png

ესტონეთის პრეზიდენტი ქალბატონი II მსოფლიო ომის შედეგებისა და

 რუსული ოკუპაციის  შესახებ  

 

ესტონური საიტი delfi.ee/daily/ იტყობინება:

ესტონეთის პრეზიდენტი - კერსტი კალიულაიდი, თავის მეზობელ კოლეგებთან - ლატვიელ ეგილს ლევიტსსა და ლიეტუველ გიტანას ნაუსედასთან ერთად -  მეორე მსოფლიო ომის მსხვერპლთა ხსოვნისადმი პატივის მიგების პარალელურად, შეახსენებს მსოფლიოს, რომ  ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ხალხებისათვის მეორე მსოფლიო ომის დასრულება არ ნიშნავდა თავისუფლების დადგომას. მათთვის, ერთი ტოტალიტარული რეჟიმი შეიცვალა მეორით - როდესაც ბალტიის ქვეყნები ძალადობრივი გზით მიიერთა საბჭოთა კავშირმა.

 საბჭოთა ოკუპაცია გრძელდებოდა საბჭოთა კავშირის დაშლამდე, ვიდრე ბალტიისპირელი მოქალაქეების მშვიდი და მიზანმიმართული მოქმედების მეოხებით მთელ მათ  ტერიტორიებზე არ იქნა აღდგენილი 1990-91 წლების ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის დამოუკიდებლობა, ხოლო რამდენიმე წელიწადში კი რუსული ჯარები გაყვანილ იქნენ მათი ქვეყნებიდან.

ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტების ერთობლივ განცხადებაში ხაზგასმულად არის ნათქვამი:

„ჩვენ მადლიერებას ვუცხადებთ 60-ზე მეტ ქვეყანას, რომელთაც არ ჰქონდათ ჩვენი ქვეყნების საბჭოური ოკუპაცია  ნაცნობი „de jure“- დ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 1940 წლის 23 ივლისს მიღებული უელესის დეკლარაციამ ჩაუყარა საფუძველი ამ არცნობის პოლიტიკას.

დღეს ჩვენი ქვეყნები წარმოადგენენ ევროპული კავშირისა და ნატოს განუყრელ ნაწილს. მაგრამ, წარსულის ტრაგიკული გაკვეთილების დავიწყება არ ეგების.

ჩვენ ხაზს ვუსვამთ ისტორიული სიმართლისა და უტყუარი ფაქტების დადასტურების  მნიშვნელობას. მეორე მსოფლიო ომისა და  მისგან მომდინარე ევროპის დანაწევრების მოვლენათა დამახინჯება წარმოადგენს სავალალო მცდელობას, გადახედულ იქნას ისტორია და ეჭვის ქვეშ დადგეს თანამედროვე საერთაშორისო წესრიგის საფუძვლები “!

 

ხალხის მიერ არჩეულმა ესტონელმა პრეზიდენტმა ქალბატონმა განაცხადა თავისი ხალხის სათქმელი. ჩვენთვის, ქართველებისთვის, ალბათ საინტერესო უნდა იყოს - რას იტყვის ოლიგარქის მიერ  დანიშნული პრეზიდენტი ქალბატონი იგივე მოვლენების თაობაზე!

ადმინი

ნანახია: (1865)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას