logo.png

მართლმადიდებელთა ზიარება გადამდებ დაავადებათა გავრცელების პერიოდში

 

ჩვენ მიერ ინფორმირებულმა მკითხველმა უწყის, როგორ დასთხოვეს რუსი ღვთისმეტყველი - პროფესორი ანდრეი კურაევი სასულიერო მსახურებას თამამი განცხადებების გამო, იმ მღვდელმსახურთა მისამართითღ, რომლებიც არ ეპუებოდნენ კორონავირუსის პირობებში სიფრთხილის გამოჩენას.

ერთ-ერთი მიზეზთაგანი გახლდათ მის მიერ გამოქვეყნებული, მართლმადიდებელთა ექსტრემალურ პირობებში ზიარების ისტორიული დოკუმენტები. აი, რა მასალებს ეყრდნობოდა იგი:

წმიდა ნიკოდიმოს მთაწმინდელმა ჩამოაყალიბა კონკრეტული ინსტრუქცია, როგორ უნდა ვაზიაროთ გადამდებ სნეულებიანი ავადმყოფი: მისი მოძღვრების მიხედვით, მათთვის ცალკე ჭურჭელში  უნდა იქნას დატოვებული წმინდა ძღვენი და მათ საკუთარ სახლებში უნდა იზიარონ თავი, მერე თვითონ უნდა გარეცხონ ძმრით ჭურჭელიცა და თავისი კოვზიც. ეს არის კონკრეტული დადასტურება იმისა, რომ ორი საუკუნის წინ ეკლესია შესაძლებლად მიიჩნევდა ზიარების შედეგად დაავადებას                                        

„ჯერ კიდევ მოწამე იუსტინეს დროს ქრისტიანებისთვის, რომლებიც რაიმე მიზეზით ვერ მონაწილეობდნენ ღვთაებრივ ევქარისტიაში, დიაკვნებს სახლში მიჰქონდათ ევქარისტია.

ტერტულიანე საუბრობს თვითზიარების შესახებ, როგორც ჩვეულებრივ, საყოველთაოდ ცნობილ მოვლენაზე. კლიმენტი ალექსანდრიელი გადმოგვცემს, რომ ევქარისტიული პურის განტეხვისას ყოველ ადამიანს შეეძლო მისი გარკვეული ნაწილის შინ წაღება.

XV საუკუნეში სვიმეონ თესალონიკელი საერთოდაც უშვებს, რომ უკიდურესი აუცილებლობისას, ერისკაცებსაც შეუძლიათ აზიარონ მომაკვდავნი. თუ როგორ ხდებოდა ეს თვითზიარებარა დროს და რაგვარად, ამის თქმა დღეისათვის ძნელია, არსებული მწირი ცნობების გამო.

იოანე მოსხი ერთგან იხსენიებს ქალს, „რომელიც მეზობელთან გადასულა, მასთან თანაზიარებისთვის. აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ თუ მეუდაბნოეთა შორის, მათი ცხოვრების ნირის შესატყვისად, ამ ქმედებას ჰქონდა ინდივიდუალური ხასიათი, საერონი ამას იქმოდნენ ერთობლივადაც.

რაც შეეხება ლოცვებს, რომლებიც თან ერთვოდა თვითზიარებას, მათზე წარმოდგენა უნდა ვიქონიოთ წმინდა მარიამ ეგვიპტელის  (†522)  სიკვდილისწინა ზიარების მიხედვით. როდესაც ბერმა ზოსიმამ მოუტანა მას წმინდა ზიარება, მარიამმა სთხოვა ზოსიმას, წაეკითხარწმენის სიმბოლოდამამაო ჩვენო“. ამის შემდეგ ის ეამბორა ბერს და ეზიარა, შემდეგ აღაპყრო ხელები ზეცისაკენ, ამოიოხრადა ცრემლმორეულმა თქვა: „აწ განუტევე მხევალი შენი მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარებაი შენი.

 

ნანახია: (1908)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას