რუსული საიტების "ფეიკთა" ანატომია
https://www.davitisgza.info/content.php?news=295 საიტის ვრცელი საინფორმაციო მასალით ვაუწყებდით მკითხველს, თუ როგორ აეკრძალა ღვთისმსახურება 29 აპრილის - პატრიარქ კირილის განკარგულებით ანდრეი კურაევს. მას ბრალად ედებოდა მკვეთრი გამონათქვამები რუსული ეკლესიის მისამართით, კორონავირუსთან დაკავშირებით.
ამ ოდიოზური პიროვნების მისამართით, კონიუნქტურასთან ფეხშეწყობით, რუსული პრესა, როგორც წესი, ხან მოჭარბებულ აღმატებულ ეპითეტებს არ იშურებდა და ხანაც - უკიდურესად მწვავე რეპლიკების ადრესატად ღირსჰყოფდა. ასე იყო, ერთის მხრივ, მისი ცნობილი დიალოგის დროს ბიოლოგიის პროფესორ მიხეილ გელფანდთან (იხ. სურათზე https://pravoslavie.fm/discussion/bogoslov-andrey-kuraev-protiv-biologa-mihaila-gelfanda/) და მაშინაც, როდესაც უძღვნიდნენ „პოპ-ვარსკვლავის“ თიკუნს (რუსული სიტყვების თამაშით - „поп“ - „მღვდელი“ და „პოპულარული“) - http://www.lacamorra.ru/2013/08/blog-post_26.html.
და აი, ახალი - უკვე „ფეიკ-ნიუსი“https://panorama.pub/36553-patriarh-varfolomej-vosstanovil.html, რომელიც ამცნობდა მკითხველს, რომ: „მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეუსმა რუსეთის პატრიარქ კირილის მიერ განტევებული პროფესორი კურაევი აღადგინა მსახურებაში, მკაცრად დაემუქრა თვით პატრიარქს თვითნებობისთვის და ამიერიდან კურაევს დაავალა ღვთაებრივი ცეცხლის წაღება რუსეთში იერუსალიმიდან!
ამას მოჰყვა კიდევ სხვა საიტზე გაჟღერებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რუსეთის საპატრიარქომ გადააყენა პატრიარქი კირილი და მის ადგილზე დანიშნა კურაევი, რომელიც რომის პაპთან ხელიხელჩაკიდებული, გაერთიანებული ძალებით გადაწყვეტს მსოფლიო ქრისტიანობის ბედს!
რას ნიშნავდა ეს „ფეიკები“?
არც მეტი, არც ნაკლები - ეს დამცინავი „ფეიკები“ ნიშნავს თავისი ქვეყნის სიკეთეზე მზრუნველი დიაკვანის - პროფესორ კურაევის შეურაცხყოფასა და გაბიაბრუებას, რათა ამით წინ აღუდგნენ ეკლესიის სიწმინდის მოთხოვნის თვით მცდელობასაც კი!
სხვათა შორის, პირველი ამ ცნობათაგანი (მისი „ფეიკური“ დატვირთვის გამხელის გარეშე) ჩვენც დავდეთ საიტზე და, ჩვენდა სასიხარულოდ, აღმოვაჩინეთ, რომ გვყავს ჩაძიებული და ერუდირებული მკითხველები, რომლებმაც არათუ ამოხსნეს ქარაგმა, არამედ გვირჩიეს, უარი გვეთქვა ამ „ფეიკ-ნიუსზე“ და გვისაყვედურეს, თუ რად დავდევთ რუსული ეკლესიის პრობლემებს, როდესაც უხვად გაგვაჩნია ჩვენი საკუთარი გადაუჭრელი საკითხები!
მართლაც - რუსეთი დიდია და ისინი მიხედავენ საკუთარ თავს - ჩვენ ჩვენი ვიკითხოთ, სადაც კურაევზე არანაკლები მართლისმთქმელი ღვთისმსახურნი - მეუფე პეტრე და მღვდელი ანდრია განპატიჟებულნი არიან მსახურებიდან, სადაც უდანაშაულო სასულიერო პირი ციხის კედლებშია გამოკეტილი და სადაც ქვეყნის ყველაზე წმინდა ადგილებში - მონასტრებში ხან კლავენ და ხანაც სასიკვდილოდ იმეტებენ მოყვასს!
ადმინი
ნანახია: (2083)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას