30 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების დღეა
1990 წლის დეკემბერში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შინაგანი ჯარები - ეროვნული გვარდია შეიქმნა. ქართული არმიის შემდგომი განვითარება ეროვნული გვარდიის საფუძველზე მოხდა. 1991 წლის 24 აპრილს საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა განკარგულება გამოსცა, რომელიც წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას ეხებოდა. 30 აპრილს არმიაში გაწვევა ოფიციალურად დაიწყო, სწორედ ეს დღე გახდა ქართული ჯარის დაარსების ათვლის წერტილი.
მკითხველს ვთავაზობთ ამ წერილს, კომენტარითურთ, რომელიც ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიურ მოღვაწეს, ბიმურზა დადეშქელიანს ეკუთვნის:
1991 წლის 30 აპრილს დინამოს სტადიონზე გაიმართა ქართული გვარდიის პირველი აღლუმი.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატები სრულიად საქართველოს ვულოცავთ შეიარაღებული ძალების, ქართული არმიის დღეს !
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს (1990 წლის 20 დეკემბერი):
1) საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეიქმნას შინაგანი ჯარების ეროვნული გვარდია;
2) შინაგანი ჯარების, ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელობისათვის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ჩამოყალიბდეს მთავარი სამმართველო, რომლის უფროსი იმავდროულად იქნება შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე;
3) შინაგან ჯარებს, ეროვნულ გვარდიას, მეთაურობს სარდალი, რომელსაც ნიშნავს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო.
კანონი შედგება ცხრა პუნქტისაგან და ძალაში შედის 1990 წლის 20 დეკემბრიდან.
1990 წლის დეკემბერში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შინაგანი ჯარები - ეროვნული გვარდია შეიქმნა. ქართული არმიის შემდგომი განვითარება ეროვნული გვარდიის საფუძველზე მოხდა.
1991 წლის 24 აპრილს საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა განკარგულება გამოსცა, რომელიც წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას ეხებოდა.
30 აპრილს არმიაში გაწვევა ოფიციალურად დაიწყო, სწორედ ეს დღე გახდა ქართული ჯარის დაარსების ათვლის წერტილი.
1991 წლის 30 აპრილს დინამოს სტადიონზე გაიმართა ქართული გვარდიის პირველი აღლუმი, რომელიც ჩაიბარა საქართველოს ეროვნულმა გმირმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ ..
გაუმარჯოს ქართულ არმიას , დიდება სამშობლოსათვის დაცემულ გმირებს ზვიად გამსახურდიას , მერაბ კოსტავას , გიორგი ანწუხელიძეს... და სხვა მრავალ მამულიშვილს !
კიტოვანმა, სიგუამ 1991 წლის აგვისტოში გვარდიის შავნაბადაზე და რკონში გასვლა დაუკავშირეს იმას, რომ თითქოს ზვიად გამსახურდიამ გვარდია შსს-ს დაუქვემდებარაო, რუსეთს ამით დაუჩოქაო, რამაც ჩვენი პროტესტი გამოიწვიაო ... სინამდვილეში გვარდია 1990 წლის 20 დეკემბრიდან შსს-ს შემადგენლობაშია, იხილეთ მოცემული დადგენილება ...
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს (1990 წლის 20 დეკემბერი):
„1) საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეიქმნას შინაგანი ჯარების ეროვნული გვარდია;
2) შინაგანი ჯარების, ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელობისათვის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ჩამოყალიბდეს მთავარი სამმართველო, რომლის უფროსი იმავდროულად იქნება შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე;
3) შინაგან ჯარებს, ეროვნულ გვარდიას, მეთაურობს სარდალი, რომელსაც ნიშნავს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო.
კანონი შედგება ცხრა პუნქტისაგან და ძალაში შედის 1990 წლის 20 დეკემბრიდან“.
ქყეყანა რატომ არ დაიქცევა ,როცა რუსეთის დავალების შემსრულებელნი კიტოვანი, სიგუა, ვაკის "ოპოზიცია" ანუ კოლონიზატორების აღზრდილი ინტელიგენცია ბავშვობიდან რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ მებრძოლ ზვიად გამსახურდიას რუსეთუმობას დასწამებს.
ზეციურ საქართველოს რაინდებს: ქაქუცა ჩოლოყაშვილს, გიორგი მაზნიაშვილს, კოტე აფხაზს, მერაბ კოსტავას, ზვიად გამსახურდიას, იუნკრებს, 9 აპრილის, შინდისის, კამანის, გუმისთის, შრომის, 3 და 7 იანვრის, 2 თებერვლის, 24 ივნისის, 6 ივლისის გმირებს, გიორგი ანწუხელიძეს, ვახტანგ გზირიშვილს, გოჩა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილს ვულოცავ ქართული არმიის დღეს!
ნანახია: (2173)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას