ერთადერთი მართლისმთქმელი სასულიერო პირი -
ანდრეი კურაევი გააგდეს რუსეთის ეკლესიიდან!
ჩვენი საიტის ერთგულმა მკითხველებმა იციან, რომ მრავალგზის მიგვიმართავს ღვთისმეტყველების პროფესორის, დიაკონ ანდრეი კურაევის Livejournal-ის უტყუარი ინფორმაციებისთვის.
ის გახლავთ მთელ რუსულ ეკლესიაში ერთადერთი პატიოსანი მოღვაწე, რომელიც არ უფრთხის სიმართლის თქმას და სასულიერო აკადემიიდანაც განპატიჟებული იყო რუსულ ეკლესიაში მამათმავლური ცოდვის მხილებისათვის.
ახლა კი, 29 აპრილის პატრიარქის განკარგულებით (https://news.rambler.ru/) მას აეკრძალა ღვთისმსახურება, კორონავირუსთან დაკავშირებით, რუსული ეკლესიისადმი მისი პირმოუფერებელი მსჯავრის გამო.
კურაევი ამხელდა რუსეთის იმ ეკლესიას, რომელიც ამბიონიდან აცხადებს, რომ „კორონავირუსი მასონების და ებრაელების მოგონილია“, რომ „კორონავირუსი მართლმადიდებლებს ვერ შეეხება“.
თავის Livejournal-ის დახმარებით კურაევი მთელ რუსეთში ტეხდა განგაშს იმის თაობაზე, რომ კიევო-პეჩორის ლავრის უკრაინის მოსკოვის საპატრიარქოს 200 სასულიერო პირი დაავადდა კორონავირუსით, რომელთაგან სამიგარდაიცვალა; რომ რამდენიმე ათეული მონაზონი დაავადდა დივეევოში; რომ გარდაიცვალნენ: ელოხოვოს ტაძრის დეკანოზი და პროტოდიაკონი; რომ აღესრულა რუსეთში პირველი ეპისკოპოსი.
მაინც რატომ მიიღო ასეთი მკაცრი სასჯელი სასულიერო პირმა? წაიკითხეთ მხოლოდ მცირედი ფრაგმენტები მისი ინტერვიუდან და თავად მიხვდებით, რატომაც - პოსტსაბჭოური უშიშროების საპატრიარქოები დიდად არ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან.
კურაევი:
„სამწუხაროა,რომ ტრაბახის პერიოდი ჩვენს წრეში ორ თვემდე გაიწელა. ბრმად მორწმუნეობა ეპიდემიების დროს სახიფათოა. როდესაც რუსეთის ეკლესიის სამისიონერო განყოფილების მეთაური, მიტროპოლიტი იოანე საჯაროდ აცხადებს, რომ ზარის ხმა კლავს ვირუსებს, ეს მეტად საზიანო რამ გახლავთ. როდესაც მოსკოველებს ამცნეს, რომ დედაქალაქში ეკლესიები მათ ვერ მიიღებდნენ, ისინი მაშინვე გაიკრიფნენ მეზობელ ოლქებშიმ და, სულ არ არის გამორიცხული, თან გაიყოლეს ინფექცია. ქვეყანა დიდი გვაქვს, მაგრამ დაავადებულთა ¾ მოსკოვსა და პეტერბურგშია!
...მე მონასტერი როგორღაც სამხედრო ყაზარმას შევადარე. თუ ყაზარმაში დაავადდებიან ჯარისკაცები - ისინი არ იქნებიან დამნაშავენი. მაგრამ ყაზარმა არ არის სხვა ადამიანთა მიზიდვის ადგილი, იქ არ დგანან რიგში მოქალაქენი, პოლკის ალმების საკოცნელად. დღევანდელი მონასტრები კი, საუბედუროდ, ბერების იზოლაციის ადგილი როდია გარე სამყაროსაგან. პირიქით, ბერები ყოველმხრივ მიესალმებიან და აგულიანებენ მათთან მომლოცველობას, თანაც რეკლამასაც უკეთებენ საკუთარ თავს და თვით სიწმინდეებს, როგორც პანაცეას - წამალს ყველა ავადმყოფობისაგან თავდასაცავად, რომლებიც მხოლოდ კონტაქტური გზით ახდენენ ზემოქმედებას - ამბორის ან ხმევის საშუალებით! ასეთ ვითარებაში კონფესიური ყოყლოჩინობა და ფარისევლობა ხდება არა უბრალოდ სიტუტუცე, არამედ დანაშაული.
...თავის დროზე წმიდა ნიკოდიმოს მთაწმინდელმა ჩამოაყალიბა კონკრეტული ინსტრუქცია, როგორ უნდა ვაზიაროთ გადამდებ სნეულებიანი ავადმყოფი: მისი მოძღვრების მიხედვით, მათთვის ცალკე ჭურჭელში უნდა იქნას დატოვებული წმინდა ძღვენი და მათ საკუთარ სახლებში უნდა იზიარონ თავი, მერე თვითონ უნდა გარეცხონ ძმრით ჭურჭელიცა და თავისი კოვზიც. ეს არის კონკრეტული დადასტურება იმისა, რომ ორი საუკუნის წინ ეკლესია შესაძლებლად მიიჩნევდა ზიარების შედეგად დაავადებას. ჩვენმა საპატრიარქომ კი ეს ტექსტი გაიხსენა სამი კვირის დაგვიანებით, რის თაობაზეც ორი დღის წინ თქვა პატრიარქმა კირილმა და არა მაშინ, როდესაც ლიტანიობით უვლიდა ქალაქს მოსკოვის წრიული საავტომობილო მარშრუტით!
ნანახია: (2175)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას