logo.png

9 მაისისთვის რუსეთის შეიარაღებულ ძალთა მთავარ ტაძარს სტალინის, პუტინისა და შოიგუს გამოსახულებები დაამშვენებს

 

პოდმოსკოვიეს ოლქის კუბინკაში, რუსეთის შეიარაღებულ ძალთა მშენებარე ტაძარში, სტალინის პორტრეტთან ერთად, გამოჩნდა პუტინისა და თავდაცვის მინისტრ შოიგუს პორტრეტები.

ტაძარი, რომლის მშენებლობაზეც, ვითომცდა  ხალხის მიერ შემოწირული თანხია -  3,62 მილიარდი იხარჯება. ვარაუდობენ, რომ მას 9 მაისს - ეგრეთ წოდებულ დიდი გამარჯვების 75-ე წლისთავზე გახსნიან! ტაძრის სიმაღლე უნდა იყოს 95 მეტრი.

ერთი მოზაიკური პანო წარმოადგენს 1945 წლის გამარჯვების აღლუმს, სადაც ჯარისკაცების თავზე  ფიგურირებს სტალინის პორტრეტი. კიდევ სხვა მოზაიკურო პანო ეთმობა ყირიმის შემოერთებას. დიაკვან კურაევის სიტყვით,   „ეს არის პირდაპირ ჰააგისთვის  წარსადგენი საკუთარი ბრალეულობის დამადასტურებელი პანო - თუკი ყირიმის დაპყრობის ხატი სამხედრო ტაძარშია მოთავსებული, ესე იგი სწორედ ჯარმა უთამაშნია  გადამწყვეტი როლი ამ ოპერაციაში. და, რაც მთავარია, საიდან მოიტანეს, რომ დედა ღვთისა ამ ყველაფერს  აკურთხებს?“

მოზაიკის ავტორი რუსეთის პრეზიდენტს ადარებს ბიზანტიის იმპერატორს - „ეს არის მართლმადიდებლური ტრადიცია“, ამბობს ვასილი ნესტერენკო.

იგი დაწვრილებით აღწერს, როგორ გამოიყურება მოზაიკური პანო პუტინის გამოსახულებით: „ ზემოდან მოსკოვისა და სამშობლოს მხსნელი ყაზანის ღვთისმშობლის უზარმაზარი გამოსახულებაა, მოპირდაპირედ - ღვთისმშობლის საფარველია რუსეთსა და ყირიმზე. ხოლო სახალხო სეირნობის შუაგულში ქვეყნის მეთაურთა პორტრეტებია, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ამ ტაძრის მშენებლობაში (პუტინისა და შოიგუს გარდა, მოზაიკურ პანოზე თავსდებიან კიდევ სხვა თანამედროვე პოლიტიკოსები - ვალენტინა მატვიენკო, ვიაჩესლავ ვოლოდინი, ნიკოლაი პატრუშევი, ალექსანდრ ბორტნიკოვი, ვალერი გერასიმოვი)!

ნანახია: (1747)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას