logo.png

„ვინ დამიბრუნებს ფილტვებს?“ 

რუსეთის უმწეო მდგომარეობა კორონავირუსის პირობებში

 

რუსული საიტი https://hlamer.ru/video/949221-Rabotnik.skoroiy.pomoschi

ბედავს რუსი მედიკოსის ჩივილის გამოქვეყნებას:

 

ტვერელი მედიკოსი ქალბატონი საშინლად შეძრწუნებულია, როდესაც დიდი დაგვიანებით ათავსებენ საავადმყოფოში, სადაც მას საწოლზე ხვდება ჭუჭყიანი და დაფხრეწილი თეთრეული, აგრეთვე ერთჯერადი გამოყენების ნივთები მრავალჯერადი გამოყენებისათვის.

გამწარებული ქალი მიმართავს დეპუტატებს: „ძუკნებო, 14 თვითმფრინავი რომ გააგზავნეთ იტალიაში, ერთი აშშ-ში, „ედინაია როსიას“ დეპუტატებო, შეხედეთ სად ვწევართ ადამიანები!“

საავადმყოფოებში მართლაც ვითარებაა, როგორც ბოსელში - ავადმყოფებიც ბაგაზე დაბმულ პირუტყვებს ემსგავსებიან. თუმცა, დაბმული რომ იყვნენ, რა უშავს - ისინი უნიღბოდ თავისუფლად გადაადგილდებიან დერეფანში და გადააქვთ ინფექცია.

პაციენტებს გარდა, მედიკოსებსაც არა აქვთ თავის დაცვის საშუალებები - გამოძახებებზე დადიან  ნიღბების გარეშე, თავად სნებოვნდებიან და ხდებიან სხვათა დამაავადებელნი.

ხსენებულ  შემთხვევაში, ქალს არავითარი ანალიზი არ აუღეს კორონავირუსზე, ვიდრე მისი ფილტვი საბოლოოდ არ გამოვიდა წყობილებიდან.

-ვინ დამიბრუნებს ფილტვებს? - სიბრალულით მოსთქვამს ქალი.
 

 

 

 

ნანახია: (1543)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას