იოსებ მჭედლიშვილი
აღდგომა
მტანჯველ ცხოვრების შავი აჩრდილნი
სამარეთაგან კვალად დგებიან,
ახალ ტანჯვებად გარდაქცეულნი
სიცოცხლეს მკაცრად ჩასჭიდებიან...
ოჰ, ნუ უწოდებთ მათ სიხარულსა,
რამაც სიმწრისგან გადიხარხარა!
არ წყალობს ბედი ბედშავ მამულსა,
იესოც მკვდრეთით ჯერ არ ამდგარა...
მაგრამ აღსდგება ბრწყინვალებითა,
წმინდა აღთქმანი აღსრულდებიან
და მხოლოდ მაშინ ჩვენ ბედშავ მამულს
ტანჯვანი ლხინად შეეცვლებიან!..
1909 წ.
ნანახია: (1690)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას