logo.png

ვინც ეზიარება, ორი კვირით თვითიზოლაციაში ამყოფოს თავისი თავი, ღირს ეს ზიარებად – მეუფე ისაია

ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტმა მეუფე ისაიამ განაცხადა, რომ მრევლის შიშები, რომ თუ ეზიარებიან, შეიძლება კორონავირუსით დაინფიცირდნენ, უსაფუძვლო არ არის.

,,თვითონ ზიარება, თუ ამას რწმენით არ აკეთებ, არ არის დიდი გარანტია. ზიარებით კი უნდა ეზიაროს ქრისტიანი, მაგრამ არის ასეთი მაგალითები. მაგალითად, მარიამ ეგვიპტელი მხოლოდ ერთხელ ეზიარა მის ცხოვრებაში და უდიდესი წმინდაი არის. დიდმარხვაში ერთი კვირა მას ეძღვნება მთლიანად.ჩვენ ქრისტიანები უნდა ვეზიარებოდეთვემზადებოდეთ და ვეზიარებოდეთ, მაგრამ ძნელია ამის თქმა, რომ ვინც ეზიარება კორონავირუსი არ შეეყრება. შიშები არის ადამიანებში, მრევლშიც შეიძლება იყოს შიში. ჩვენ ყველას შიშებს და წუხილს გაგებით უნდა მოვეკიდოთ და არ უგულებელყოფდეთმითუმეტეს რომ ეს შიშები უსაფუძვლო არც არის“, – ამბობს მეუფე.

მისი თქმით, გონივრული იქნება, ვინც ეზიარება, ორი კვირით თვითიზოლაციაში დარჩეს.

,,ვფიქრობდი, უცხოეთიდან თუ გადმოგვყავს ადამიანი და ვამყოფებთ იზოლაციაში, გარშემომყოფებიც რომ მშვიდად იყვნენ, ადამიანებმა, ვინც ეზიარება ორი კვირა თვითიზოლაციაში ამყოფონ თავისი თავი. ღირს ეს ზიარებად. ვიდრე ეზიარება ადამიანი, ემზადება ამისთვის და მადლობის ლოცვასაც ვამბობთ ხოლმე და იქნებ ასეთი განმარტოვების დრო უფრო სასარგებლო იყოს მორწმუნე ქრისტიანისთვის. ვფიქრობდი, ამ მხრივ იქნებ უფრო გონივრული იყოს ეს. თუ არის საფრთხე ადამიანი თავს დაიზღვევდა და სხვებიც იქნებოდნენ მშვიდად. რომ არ იყოს წინააღმდეგობა და ჭიდილი ერთმანეთთან“, – თქვა მიტროპოლიტმა ისაიამ.

შეგახსენებთ, რომ 15 აპრილს საპატრიარქომ და მთავრობამ გადაწყვიტეს, რომ საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის მიუხედავად, სააღდგომო ლუტურგია ჩატარდება. მთავრობის განცხადებით, დიდ ტაძრებში დაცული იქნება დისტანცია, ხოლო მცირე ეკლესიებში მრევლი გარეთ იქნება. საპატრიარქოს არ შეუცვლია ერთი კოვზით ზიარების წესი.

დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, სააღდგომო წირვაზე მრევლი ეკლესიაში კომენდანტის საათის დაწყებამდე მივა და მას დილის ექვს საათზე დატოვებს.

ნანახია: (1169)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას