logo.png

მღვდელმონაზონი ანდრია

ძველ რომში იყო ფილოსოფოსი, რომელიც თვითმკვლელობას ქადაგებდა და ძალიან ბევრი ახალგაზრდა იკლავდა თავს მისი ,,ორატორობის'' შემდეგ. თუმცა, ბოლოს სახელმწიფომ თავად ეს ფილოსოფოსი ჩამოახრჩო. ჩვენი ეკლესია დაახლოებით ამას ქადაგებს დღეს და კარგის მომასწავებელი არ არის! ლიბანიუსი წერდა: ცხოვრებაზე თუ ხარ გაბრაზებული - დალიე ციკუტა (შხამი). მღვდელმთავართა ნაწილიც ამას გვეუბნება: რა მნიშვნელობა აქვს როდის და რითი მოკვდები, უმჯობესია მოხვიდე ეკლესიაში, ,,მიიღე'' კორონას ციკუტა. პითაგორაც კი სჯობია ამათ, რომელიც თვითმკვლელობას დაუშვებლად მიიჩნევდა რელიგიური მიზეზით: ის ამბობდა რომ სამყაროში არსებობს მკაცრად დათვლილი სული და უდროოდ გასული ადამიანი, არღვევსო დადგენილი წრის ბალანსს. სტოიკოსები მიიჩნევდნენ, რომ მაშინ უნდა მოიკლა თავი თუ აღარ შეგიძლია კეთილის ქმნა და სარგებლის მოტანა საზოგადოებისთვის (ანუ, საპატრიარქოს ადმინისტრაციის დაშლის დროა, როგორც ჩანს). სოკრატე და პლატონო სიცოცხლეს ღმერთების კუთვნილებად მიიჩნევდნენ. არისტოტელემ ხედვა გააფართოვა და თქვა, რომ თვითმკვლელობა არის ანტისაზოგადოებრივი დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ძველ რომში ხალხი რიგს იკავებდა თვითმკვლელობის ნებართვის ასაღებად, ჯერ სენატს უნდა განეხილა, ხოლო დღეს როგორც ჩანს რიგი არ გვჭირდება, რადგან სახელმწიფო და ეკლესია მარტივად აკანონებს. თომა აკვინელმა თვითმკვლელობა განსაზღვრა ასე:
1. ბუნებრივი სიყვარულის საწინააღმდეგო ქმედება
2. სახელმწიფოს წინააღმდეგ წასვლა
3. ღვთის მიერ მოცემულ საჩუქარზე უარის თქმა.
იფიქრეთ, ნუ გავხდებით საკუთარი თავის და სხვების მკვლელები!

ნანახია: (1097)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას