logo.png

რუსების ნაადრევი სიხარული და მოახლოებული ბუნტის შიში!

 

 

აი, რას ამბობდნენ რუსები, როდესაც შეიტყვეს ევროპაში კორონავირუსის მძლავრობა:

„ახალი ჭირი წიხლების ცემით უბიძგებს მსოფლიო ეკონომიკას კრახისაკენ, აშშ-ის ჰეგემონიას დასასრულისკენ, ხოლო ევროკავშირს - დაშლისაკენ“ (იხ. avtovzglyad.ru)

ახლა კი რა ხდება?

რუსებში იღვიძებს შეგნება, რომ ისინი მოატყუეს და მათ უმალავენ ფაქტს, რომ ქვეყანაში კორონავირუსი მძვინვარებს. ეს კი იმას ნიშნავს - რუსებს მსოფლიო ეკონომიკის, ამერიკისა და ევროპის ნაცვლად მოუხდებათ საკუთარ ბედკრულ თავებზე ფიქრი!

ამას სხვებზე უკეთ პუტინი აანალიზებს და მოსკოვში თავს უყრის ქვეყნის საგანგებო საჯარისო ნაწილებს  - მათ უნდა დააცვევინოს საკუთარი სიცოცხლე,  როდესაც სიცრუისათვის, შიმშილისათვის და გარეშე ქვეყნებში ამაოდ დაღვრილი რუსული სისხლისათვის პირადად მოსთხოვენ თანამემამულენი პასუხს!

რუსები თვინიერი ხალხია, მაგრამ, როცა მოთმინებას ყავლი გაუდის და იზრდება  ე.წ. „კრიტიკული მასა“, მათ დაუნდობელი შურისძიება იციან, რისი დასტურიც არის არაერთი გლეხური ბუნტი და რევოლუცია.

სრულიად განსაკუთრებულად არის აღსანიშნავი რუსული ბუნტი ჭირიანობის დროს: 1770-72 წლებში არსებულმა საყოველთაო პანდემიამ ევროპიდან მოსკოვში ჩააღწია 1771 წლის სექტემბერში და დღეში 1000 კაცზე მეტს მუსრავდა (სულ მაშინდელი ცნობებით - ეპიდემიის დაწყებიდან ნოემბრამდე - შინაური მოხმარებისთვის არსებული ცნობებით დაიღუპა 50 ათასი კაცი, ხოლო, როგორც ეკატერინე მეორე ამცნობდა კონფიდენციალურად გერმანელ პუბლიცისტ ფრიდრიხ მელხიორ გრიმს, მათი რიცხვი ორჯერ უფრო მეტი იყო)  - მკვდრები დაუმარხავნი ეყარნენ შუა ქუჩაში, ხოლო ცოცხლები ულუკმაპუროდ იყვნენ დატოვებული.  ამან ჯერ პანიკა გამოიწვია, შემდეგ - ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობა და ბოლოს - ბუნტი. ბუნტის საბაბად იქცა მთავარეპისკოპოს ამბროსის მიერ, ჭირის უარესად გავრცელების შიშით, კიტაიგოროდში ხატის წინ ეთობლივი ლოცვის ჩატარებაზე უარის თქმა - რის გამოც ბრბომ მოკლა ამბროსი, გაძარცვა დიდი ლავრისა და დონის მონასტრები და დაიწყო მდიდრების სახლების, საკარანტინოებისა და ჭირიანთა საავადმყოფოების განადგურება.

ბუნტი ჩააქრო გენერალმა ეროპკინმა, რასაც შეეწირა 100-მდე ადამიანი,  ხოლო 313 კაცი დააპატიმრეს , რომელთაგან 4 სიკვდილით დასაჯეს.

აი, რისი ეშინია დღეს პუტინს!

ცხადია, პროლეტარიარის დიდი ბელადისა არ იყოს, მისთვის თვლით არ მიუბარებიათ ქვეყნის მოქალაქეები და რუსი დედები კიდევ გააჩენენ შვილებს - პუტინისთის მთავარია არ მოხდეს ბუნტი და მას არ გადაყვეს მისი პირადი ტახტი და რუსული იმპერიის ძალადობაზე დაფუძნებული ხალხის ერთობა - ნუ დაგვავიწყდება, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ერებისა და ტომების მხოლოდ ნაწილი განთავისუფლდა  რუსთა ბატონობისაგან - მთელი გუნდია ტომებისა და ხალხებისა, ვისაც სწადია თავის დახსნა უკანასკნელი იმპერიის დიქტატისაგან!

ნანახია: (1390)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას