ანდრეი კურაევი: „პატრიარქი ხატით მერსედესზე - ეს მსახურება კი არა, „ლუქსის“ კლასის მომსახურებაა!“
საიტ https://theins.ru/opinions/212568-ზე გამოქვეყნებულია ანდრეი კურაევის სტატია, სადაც საგანგებოდ არის აღნიშნული:
„ჩვენს, რუსეთის პატრიარქს არ ჰყოფნის უნარი, საკუთარ თავს გვერდიდან შეხედოს. ავიღოთ, თუნდაც მისი ამასწინანდელი - ხატით მოსკოვის შემოვლა. თავად განსაჯეთ: ტელევიზიით ორი საათის განმავლობაში უჩვენებენ ულტრათანამედროვე მერსედესს, რომელიც მისრიალებს მოსკოვის ასფალტზე. ვიღაცას მოაფიქრდა, ამ დროს კადრებზე დაედო სხვა მღვდელმსახურის წაკითხული ლოცვა. და ეს აღიქმებოდა, როგორც პანაცეა - ჩვენ ახლა ვილოცებთ და ყველაფერი კარგად იქნება! მრევლის გარკვეულ ნაწილს სჯერა ამისი. მაგრამ პატრიარქის შემოვლიდან სამი დღის შემდეგ COVID-19-ით დასნებოვნებულთა რიცხვი იმატებს ორჯერ!
ცხადია, სისულელე იქნებოდა ამ ორი მოვლენის ერთმანეთთან დაკავშირება, მაგრამ ასეთი იმედებისა და იმედგაცრუების საბაბს რომ თავად პატრიარქი იძლევა?!
კი, ბატონო - ეპიდემიების დროს ძველად ეპისკოპოსი მრევლთან ერთად ჯვრით ხელში გარეუვლიდა ქალაქს. მაგრამ მაშინ არ არსებობდა თავდაცვიას არანაირი საშუალებები და ადამიანებს სასოწარკვეთილებისაგან მაინც იფარავდნენ. მაგრამ ახლა ხომ არსებობს ოდნავ განსხვავებული ფორმები, ეპიდემიასთან საბრძოლველად?!
თანაც, შუა საუკუნეებში თვით ქალაქი სულ პატარა, კრემლის ოდენა, ან ცოტა უფრო დიდი იყო. მისი გარე შემოვლა გარკვეულ ფიზიკურ დატვირთვასთანაც გახლდათ დაკავშირებული, სხვებთან ერთად - ეპისკოპოსისთვისაც. ხოლო რა დატვირთვაა პატრიარქისთვის გაზიმზიმებული ლიმუზინით გასეირებნა მოსკოვის გარშემო? ვინ იტყოდა ასეთ სეირნობაზე უარს? არადა, ეს საქციელი მისგან წარმოდგენილია, როგორც „სამსხვერპლო მსახურება“. მე აღარ ვლაპარაკობ სხვა ეპარქიებზე, სადაც ვერტმფრენებით და თვითმფრინავებით უფრენენ გარს ქალაქებს!
სინამდვილეში ეს არის „ლუქსის“ დონის მომსახურება და არა მსახურება!
მათ სრულებითაც არ ესმით, რა სახის გავლენას იქონიებს მსგავსი საქციელი ადამიანთა შეგნებაზე!
ნანახია: (1636)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას