logo.png

სარწმუნოებისადმი თავდადებაში მდგომარეობს ქართველი ხალხის ძლიერებისა

და უკვდავების საიდუმლო“ (ინტერვიუ მწერალ ალექსანდრე ლევკოვკისთან)

ლელა ჩხარტიშვილი

ალექსანდრე ლევკოვსკი ებრაელი წარმოშობის რუსულენოვანი მწერალია.   ცხოვრობს და მოღვაწეობს ისრაელსა და ამერიკაში. მისი მოთხრობები ინტენსიურად იბეჭდება ინტერნეტ-ჟურნალებში.

ალექსანდრე ლევკოვსკი, თავისი იდეური მრწამსით, იმ მწერალთა კატეგორიას განეკუთვნება, რომელთაც საბჭოთა პერიოდში დისიდენტებს უწოდებდნენ და, რომლებიც მკითხველს ყველა ეპოქაში მოყვასისადმი სიყვარულის, მაღალზნეობრიობისა და სათნოებისკენ მოუწოდებდნენ.

იგი წერის ბუნებრივი და, ამავე დროს, ორიგინალური მანერით გამოირჩევა. მისი მხატვრული შემოქმედება საზრდოობს პუბლიცისტური უტყუარობით.

ალექსანდრე ლევკოვსკის რამდენიმე ნაწარმოები აგებულია ქართულ თემატიკაზე და ეს გასაკვირი არ გახლავთ - მწერალი დიდად არის დაინტერესებული საქართველოთი; იგი კარგად იცნობს საქართველოს ისტორიას, მის ტრადიციებს და ქართველი ხალხის თვითმყოფად კულტურას.

ალექსანდრე ლევკოვსკი არის ავტორი ოცდათხუთმეტი მოთხრობის, რომანის - „ყველაზე შორეული ზურგიდა პიესისა - „ჩაკეტილი წრე.“

მწერლისავე სიტყვებით:  „ჩემი მოთხრობები ეხება იმ საჭირბოროტო თემებს, რითაც აღსავსეა ჩვენი მეტად რთული, ბობოქარი და მოულოდნელი წიაღსვლებით  გამორჩეული  დროება. მოთხრობებში აღწერილი მოქმედებები  ხდება  სხვადასხვა ქვეყანაში - რუსეთში, საქართველოში, ისრაელში, ამერიკასა და საფრანგეთში - იქ, სადაც მე ვყოფილვარ და მიცხოვრია კიდეც გარკვეული დროით. და, თუმცა ეს მოქმედებები სულ სხვადასხვაგვარია, მოთხრობებს აერთიანებთ მათი გმირები - უბრალო ადამიანები, თავიანთი არცთუ უბრალო, დრამატული და ხშირად ტრაგიკული ბედისწერით.

ქართველი მკითხველისთვის ალბათ განსაკუთრებულად საინტერესო იქნებაქართულ თემაზედაწერილი მოთხრობები: „თამარ მეფე“, „ქართული ტრიპტიქიდა, ნაწილობრივ, „ანათე, ანათე ჩემო ვარსკვლავო“... საქართველო, მისი უნიკალური ისტორიული ბედ-იღბალი, მისი შესანიშნავი მწერლები, მხატვრები და კომპოზიტორები, მისი შეუპოვარი მრავალსაუკუნოვანი ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის, ყოველთვის განსაკუთრებულ შემოქმედებით იმპულსს მატებდნენ ჩემს წარმოსახვებს და მე მოხარული ვარ, რომ გამომცემლობაინტელექტმაგადაწყვიტა ქართველი მკითხველისთვის გაეცნო ჩემი თანაგრძნობიერი და ხშირად, აღფრთოვანებული შეხედულებები ამ პატარა, მაგრამ თავისი კეთილშობილური მისწრაფებებით აღსავსე ხალხის ბედზე.

მოთხრობები განმსჭვალულია მათი გმირებისადმი თანაგრძნობისა და სიყვარულის განცდით. იმედი მაქვს, რომ ქართველ მკითხველს გადაეცემა ეს თანაგრძნობა და სიყვარული. გამოცემა მივუძღვენი მთარგმნელს, ზურაბ ქართველაძეს, რომლის თავდადებული შრომის გარეშეც ეს წიგნი ვერ იხილავდა დღის სინათლეს.“

ალექსანდრე ლევკოვსკის ერთძირ-ძველი ტრადიციებით გამორჩეულქართულ ოჯახში შევხვდი. ძალიან სასიამოვნო საღამოზე, სადაც იგი გატაცებით კითხულობდა ჩვენი  დიდი გამოჩენილი პოეტების: გალაკტიონის, პაოლოს, ტიციანის  და . . ლექსებს, რომელთაც იგი  უკვე  დიდი ხანია გაეცნო და  მთელი გულით შეიყვარა, შეისისხლხორცა. ინტერვიუც ამავე  ოჯახშიზაფხულის ერთ სასიამოვნო საღამოს, მთვარის შუქით დაფენილ აივანზე რუდუნებით გაწყობილ ქართულ ტრადიციულ სუფრასთან ჩავწერე.

- ბატონო ალექსანდრე, თქვენ უკვე ოცდათხუთმეტი მოთხრობის, ამავე დროს რომანისა და პიესის ავტორი ბრძანდებით. და უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობთ ლიტერატურულ წრეებში. როდის დაიწყეთ წერა და რას ნიშნავს თქვენთვის სიტყვა: „მწერალი“?

- სიტყვამწერალიძალიან მაღალი ცნებაა  და, თუმცაცოტა რამ არ  დამიწერია  და საკმაოდ ბევრი  პუბლიკაციის ავტორიც გახლავართმაინც ვერაფრით  მივიკუთვნებ ამ სახელს.   კი ბატონომე გახლავართ ადამიანი, რომელიც წერს, მაგრამ ნამდვილ მწერლებამდე, როგორებიც იყვნენ, თუნდაცვაჟა-ფშაველა. ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ვფიქრობბევრი მიკლია. მოკრძალება ამკობს ადამიანს და მე ჩემს შესაძლებლობებს ვერ გავაზვიადებ.

ისე კი, მწერლობა საკმაოდ გვიან  დავიწყე. განათლებით  საავიაციო ინჟინერი გახლავართ. დავამთავრე ყაზანის საავიაციო ინსტიტუტი, ვმუშაობდი საავიაციო ქარხნებში; შემდეგ  წავედი ისრაელში და იქაც ამ განხრით ვმუშაობდი. ამის მერე ამერიკაში ვიმუშავე ინჟინრად. და არასდროს მქონია დრო, ლიტერატურით დავკავებულიყავიმიუხედავად იმისა, რომ ლიტერატურა ჩემთვის ყველაზე საჭირო საქმე იყო ცხოვრებაში, სინამდვილეში მე მისთვის მხოლოდ მაშინ მოვიცალე, როდესაც  პენსიაზე გავედი. მაწვალებდა და მტანჯავდა კითხვა: სად  გავფლანგე  ჩემი ახალგაზრდული წლები და  რატომ არ ვწერდი მაშინ? საბჭოთა კავშირიდან  გამგზავრებამდე წავედი ჯერ ისრაელში, შემდეგ ამერიკაშირის მერეც  კვლავ ისრაელში დავბრუნდი. ამ დროს  დავწერე კინოსცენარი სამეცნიერო პოპულარული დოკუმენტური ფილმისთვის, რომელიც განკუთვნილი იყო   ლიტვის კინოსტუდიისთვისჩემდა გასაკვირად, ეს სცენარი დაამტკიცეს და დადგეს  ოცწუთიანი ფილმიამის მერე იქვე ახალი სცენარი დავწერე, რომელიც  ისევ დადგეს. ბოლოს და ბოლოს კი   შემომთავაზეს სამეცნიერო პოპულარული ფილმების განყოფილების  მთავარი რედაქტორის ადგილი და  ვმუშაობდი სცენარისტად. დავწერე  სადღაც  ოცი  სცენარი. აქედან  მხოლოდ თექვსმეტი  დაიდგა. აი, ეს იყო ჩემი ლიტერატურული მოღვაწეობა ემიგრაციაში გამგზავრებამდე. მანამდე კი  მხოლოდ ვკითხულობდი, მაგრამ წერით არ ვწერდიროდესაც გავედი პენსიაზე, ჩემს წინაშე დადგა არჩევანი, ისევ გაგაგრძელებდი კითხვას, დილიდან საღამომდეჩემი სიამოვნებისთვის თუ  თავადაც  დავიწყებდი წერას?! ამის მერე დავჯექი და დავწერე მოთხრობა, სახელწოდებით: „კაფე ალერბის ქუჩაზე.“ ეს იყო ჩემი პირველი მოთხრობა, რომელიც   გავგზავნე  მოსკოვის  ჟურნალ: „ახალ ლიტერატურაშიდა   უყოყმანოდ დაბეჭდეს. მეც დაუყონებლივ დავწერე ახალი  მოთხრობა: „უცნაური აქცენტი.“ ეს  გახლავთ  მოთხრობა  პუშკინის მკვლელ დანტესზეშემდეგ უკვე აღარ გავჩერებულვარ. ყოველ კვირაობით  კომპიუტერის საშუალებით  ახალ_ახალ  მოთხრობებს ვაცხობდი. მაკვირვებს ის, რომ რაც მწერლობას მივყავი ხელიამ გზაზე  არ  შემხვედრია  არანაირი წინააღმდეგობა და სიძნელე; რაც არ უნდა დამეწერა, ყველაფერს უცებ მიბეჭდავდნენამიტომაც  ვწერ და ვწერჩემთვის დიდი პატივი გახლდათ ის, რომ ქართული  გამომცემლობაინტელექტიდამიკავშირდა და შემომთავაზა  თექვსმეტი  მოთხრობის გადათარგმნა.   ბედნიერი ვარ, რომ აქ, თბილისში, დალოცვილი ქართული ასოებით  გამოიცა ჩემი მოთხრობების კრებული, რომლის სახელწოდებაა: „ქართული ტრიპტიქი“. 

რას უკავშირებთ თქვენს მწერლურ წარმატებას?

- ჩემი ლიტერატურული  წარმატება მე დავუკავშირე იმას, რომ  საშინლად მიყვარს ლიტერატურა. მთავარი ის გახლავთ, რომ მწერლობის დასაწყისშივე  მივხვდი, რომ უნდა მეწერა არა უბრალოდ მოვლენებზეეპიზოდებზედეტალებზე და . ., არამედ უნდა მეწერა ადამიანის გულზე; იმაზე, რაც ავსებს მასსიყვარულზე (ქალის, შვილის, მშობლისსამშობლოს მიმართ და . .), სიძულვილზე, შურზე, მტრობაზე, ზნეობრივ ღირებულებებზე, სათნოებაზე, სიკეთეზე, მზაკვრობაზე, რწმენაზე, რაც, თავისთავადძალიან მაღალი და წმინდა ღირებულებაა; ამიტომ მე მაოცებს, რომ ჩემი მოთხრობები  აღელვებთ ადამიანებს ცრემლებამდე. ჯერ კიდევ არისტოტელემ ოდესღაც  განსაზღვრა ლიტერატურული შემოქმედების სვლა-გეზი:  „ლიტერატურაში ნებადართულია ყველაფერი, გარდა მოწყენისამკითხველისთვის კითხვა არ უნდა  იყოს მოსაწყენი. მოთხრობებმა უნდა აღძრას შემოქმედებითი ინტერესი  და   დაიპყროს მკითხველის გული“. მე მტკიცედ მჯერა,   რომ შემოქმედებითი ხელოვნება, ნიჭი ეს - ღვთის საჩუქარია. ამის სწავლა შეუძლებელია. შესაძლოამწერალმა განავითაროს ეს ნიჭი, თავისი შემოქმედებითი მოღვაწეობის მანძილზე, მაგრამ  მას ვერ შეიძენს. დიდ მწერლებს აქვთ  კოლოსალური წარმოსახვისა  და ფანტაზიის უნარი. შესაძლებლობა, რომ  გარდასახონ სინამდვილე და შექმნან გმირთა სახეებიდინამიური სიუჟეტები, ცოცხალი დიალოგები, ემოციათა სპექტრი. თუკი მკითხველი ამას განიცდის, ის ხდება თანაავტორი შემოქმედისაავტორთან ერთად თანაეზიარებათანაგანიცდის გმირთა ბედს.

- ვიცი, რომ დიდი ხანია დაინტერესდით ჩვენი მრავალსაუკუნოვანი  კულტურით და არაერთი მოთხრობა მიუძღვენით ამ თემას. რამ   გააღვიძა თქვენში ეს ინტერესი და სიყვარული?

- ყველასთვის ცნობილია, რომ  . . იუდეურ-ქრისტიანული  ერთობა საფუძვლად უდევს დასავლურ ცივილიზაციას. „ძველი აღთქმა“, „ახალი აღთქმა“, „მოციქულთა  საქმეები“,  „მოსეს მცნებები“ - საერთო გვაქვს. ამიტომ  ჩემს თავს იუდეურ-ქრისტიანული ერთობის ნაწილად აღვიქვამ და მოვიაზრებ. საქართველოში ადრე  არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ  ვიცოდი ბევრი რამვიცოდი შოთა რუსთაველის, ილია ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველას შესახებვიცოდი, რომ პუშკინი, გრიბოედოვი, ლერმონტოვი მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებულნი კავკასიასთან. და რომ კავკასიის, კერძოდ, საქართველოს გარეშე  რუსული ლიტერატურა დაკარგავდა, ალბათთავისი  მემკვიდრეობის  ოცდახუთ პროცენტს მაინცრომ არა კავკასია (საქართველო), პუშკინი, გრიბოედოვი, ლერმონტოვი არ იქნებოდნენ ისინივინც იყვნენ. ქართულად ნათარგმნ კრებულში არის შეტანილი სამი მოთხრობა, რომელიც  ქართულ  თემას ეძღვნება.

- გვიამბეთ ამ მოთხრობებზე.

- პირველი მოთხრობა, სახელწოდებითთამარ მეფეშთამაგონა იმ გარემოებამ, რომუდიდესი მსოფლიო მნიშვნელობის  პოეტი, თან ქართველი, დასაფლავებული ყოფილა არა საქართველოშიარამედ, სწორედაც რომ, ისრაელში, - იერუსალიმში არსებულ ჯვრის მონასტერში, სადაც ვნახე ასევე მისი ფრესკა. რა თქმა უნდამანამდე გაცნობილი ვიყავი უკვდავ  „ვეფხისტყაოსანსდა ვიცოდი, რომ ის შოთამ   თამარ მეფეს მიუძღვნა. მოთხრობასაც ასე დავარქვი:  „თამარ მეფე.“  და მას ეპიგრაფად წავუმძღვარე იაკობ პოლონსკის ცნობილი ლექსითამარ მეფე და მისი მგოსანი შოთა რუსთაველი“.

, დედოფალო! მე თავადთა საკრებულოში

სამარადჟამოდ განტევება მებრძანა შენგნით,

მაგრამ ეს ჩეთვის სულერთია! - ვინახავ გულში

ხატებას შენსას, ქვეყნად ვსუფევ ვიდრე ღვთის ნებით;

სიყვარულს ვუმღერ, მაგრამ შენ თუ ვერ მოგწვდებიან,

ვფიცავ, რომ დიდი სიყვარულის ზეაღმტაც ხმებით                  

ცის კაბადონზე ვარსკვლავებიც გაბრწყინდებიან!

უდაბნოდ გასულს მელის მკერდზე მირქმა სინაზით.

შენდობას ვითხოვ! - არ ეგების ჯილდო მცირედიც,

მე ჩემს ქმნილებას გავასრულებ სრულყოფილებით, -

გულებში ჩვენი შვილების და შვილიშვილების

რომ დაივანოს, ვით მარგალიტს ობოლს შეშვენის

და რომ  განდიდდეს თაობებში სახელი შენი!                                                            

მოგეხსენებათ, რომ იაკობ პოლონსკი საქართველოზე გამიჯნურებული რუსი პოეტი გახლდათ, იგი კარგა ხანს ცხოვრობდა საქართველოში და არაერთი პოეტური სტრიქონი უძღვნა საქართველოს. მეც, არანაკლებ შეყვარებულმა საქართველოზეჩემი ნაწარმოები შევქმენი  პოლონსკის თამამი იდეით შთაგონებულმა, რომელსაც შოთა რუსთაველი მეფე ქალის უიმედო მიჯნურად ჰყავდა წარმოდგენილი. ჩემს მოთხრობას წითელ ხაზად გასდევს შილერის პოეტური ქმნილების აფორიზმად ქცეული თეზა, რომლის მიხედვითაც   უფლისაგან ცის კარი ეხსნებათ პოეტებს. "რა ვქნა, გავყავი დედამიწა, - შეწუხდა ღმერთი, - სად შევძლო შენთვის შესაფერი კუთხის მიგნება?

თუ გსურს იცხოვრო აქ, ზეცაში, ღმერთების გვერდით,

რა დროსაც მოხვალ, შენთვის კარი ღია იქნება".

მოთხრობაში: „თამარ მეფეამა ქვეყნისეული რეალობა ცხადდება იმის დადასტურებით, რომ შილერისეული ზეციური აღთქმები მიწიერ ცხოვრებაზე ვერ ახდენს გავლენას, რადგან მიწაზე სხვა კანონები მოქმედებენ და საზეო ქმნილების ავტორ პოეტს ვერ ხელეწიფება წარმომავლობით პირობადებული თავისი წოდებრივი მიჯნის გადალახვა.

ამავე დროს, ნაწარმოების ქარგაში რუსთაველის ცხოვრების ეპიზოდი ჩართულია წარსულისა და დღევანდელობის მითოლოგიზირებულ უწყვეტ ხაზში, რომელიც სათავეს იღებს მამა აბრაამის მამრეს მუხის სათავეებიდან და სამი ანგელოზის ნაანდერძევით განივრცობა კლდის მწვერვალზე სამწმიდაობით გასამებული ჯერ ნორჩი და მერე - მრავალსაუკუნოვანი მუხებითა და ლოთის ცოდვათა სინანულით დარგული სამი ხის ნაფუძარზე აღმართული იერუსალიმის ქართული ჯვრის მონასტრით, რითაც ხაზგასმულია ძველი და ახალი აღთქმების, წარსულისა და დღევანდელობის პერმანენტული ერთიანობა.

ნაწარმოების ფინალი ისევ შემოქმედის ბედისწერას უბრუნდება შემაგონებელი მოძღვრებით, რომ საკუთარ ფესვებს მოწყვეტილი მწერალი ვერასოდეს შექმნის საკუთარი ერისა და კაცობრიობისათვის ღირებულსა და სამარადისოს.

ასევე ქართულ თემას ეძღვნება მოთხრობა: „ქართული ტრიპტიქი“, რომელიც წინა მოთხრობის („თამარ მეფე“) გაგრძელება გახლავთ. ეს მოთხრობა მე მივუძღვენი სწორუპოვარ პიანისტს - ხატია ბუნიათაშვილს, რომელმაც განადიდა თავისი სამშობლო.    მოთხრობის გმირს, ოთხმოცდასამი წლის ქალბატონს, გაუჩნდა სურვილი, იდეადაეხატა არა ერთი, არამედ სამი სურათი, რომელიც ასახავდა საქართველოს  და ტილოების ამ სამებისათვის დაერქმია: „ქართული ტრიპტიქი.“ სამივე ტილოზე განფენილია საქართველო  – ის საქართველო, რომლის ჩუქებაც ამ ქალბატონს სურდა იერუსალიმში მდებარე ქართული  კაფის მეპატრონე ვახტანგისთვის (ვახტანგის ქალიშვილს თამარი ჰქვია).  მან მიაგნო აზრს, რომ საფეხბურთო კარის სიღრმეში წარმოესახა საქართველო. აქ მან წარმოაჩინა თბილისელი მეკარის, ოთარ  გაბელიას ნახტომის სილამაზე. „სურათის თითქმის მთელი სივრცე ეკავა სუროთი, ვაზის ფოთლებითა და მტევნებით და არაჩვეულებრივი ფერადოვანი ყვავილებით დამშვენებულ უზარმაზარ საფეხბურთო კარს. რომელიღაცა ფანტასტიური ჩიტები ისხდნენ ხარიხაზე. კარს შიგნით გადაშლილი იყო მშვიდობიანი საქართველო: მარადიულ ყინულოვან მწვერვალებში გარდამავალი მთაგრეხილები, საძოვრებზე შეფენილი ცხვრის ფარა, რიწის ტბა, გაჩახჩახებული ტაძარიძველისძველი მონასტერი სოფლის ბილიკის დასალიერში, ძველი თბილისის სახურავები, მინდორში ფეხბურთის მოთამაშე ბავშვები.…

ამ მშვიდობიანი სურათის ყოველი მხრიდანწინიდან, მარცხნიდან, მარჯვნიდან და ზემოდანაც კი მოფრინავდნენ არა უწყინარი სათამაშო ბურთები, არამედ უძველესი საომარი ჭურვები - ცეცხლოვანი მგრგვინავი ყუმბარები!

და ამ სასიკვდილო ყუმბარებს გზას უღობავდა მეკარე! მაგრამ ეს მეკარე კარში კი არ იდგა, არამედ, ფუნჯის წყალობით, ფრენის პოზაში იყო გამოხატული, ოთარ გაბელიას ამ ნახტომის მაგვარში. და ის მარტო არ იყოეს იყო ოთარის სახის მქონე სამი მეკარე. ერთი რომ ნახტომში აჩერებდა გავარვარებულ ყუმბარას, მეორე, მუხლებზე დაცემული იჭერდა და მისი ხელთათმანები ბოლავდა ჭურვის გავარვარებულ ზედაპირთან შეხებისგან; მესამე კარის ხარიხას უწევდა ფრენით და, ხელის ორივე მტევნის ერთ მუშტად შეერთებით, სწორედ ამ მუშტით უხვდებოდა წინ ყუმბარას.

ყუმბარების ნაკადი კი არ წყდებოდა  და ერთი მათგანი, რომელიც არღვევდა დაცვას, კარის სიღრმეში მიღოღავდა აბრეშუმის ბალახზე და მასზე მახინჯ კვამლს ტოვებდა... ეს უბრალო მეკარე არ არისეს მამულის მცველია!

სურათის ცენტრში აღმართული იყო თბილისის წმინდა სამების დიდებული ტაძარი. ტაძრის წინ, სინათლეებით გაჩახჩახებულ ბინდდაკრულ ტაძრის წინა მოედანზე სიმფონიური ორკესტრი იყო განთავსებული.

მრავალრიცხოვანი მაყურებელი ავსებდა მოედანს.

დირიჟორს ჯოხი ჰქონდა ზეაღმართული და მარცხენა ხელს ვიოლინოს რიგებისკენ იშვერდა.

ხატია ბუნიათაშვილს თავი უკან გადაეგდო და თვალდახუჭული უკანასკნელ აკორდს ამთავრებდა. მის მოსასმენად მოსული არიან სახელმოხვეჭილი ქართველები - ჩვენი თანამედროვენი და წარსული საუკუნეების გმირები. ცენტრში ისხდნენ შოთა რუსთაველი, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელიმე-19 საუკუნის კლასიკოსები. მათ გვერდით ჩვენი დროის მწერლები - უდროოდ დაღუპული მიხეილ ჯავახიშვილი და გალაკტიონ ტაბიძე. ცენტრის სიახლოვეს - ჩვენი ქვეყნის გადამრჩენლები დაბრძანებულან: მეფე დავით აღმაშენებელი და წმინდანები: შალვა, ელიზბარი და ბიძინა. უკან ყველა რიგი დაკავებული აქვთ ჩვენს დიდ წინაპრებსა და თანამედროვე გმირებს - სასულიერო მოღვაწეებს, მეცნიერებს, თეატრისა და კინოს მოღვაწეებს... აი, მესამე რიგიდან გვიღიმის განსვენებული ჯორჯ ბალანჩინი, ამერიკული ბალეტის შემქმნელი; მეორე რიგში ჭადრაკის დედოფლები - მსოფლიოს ჩემპიონები ნონა გაფრინდაშვილი და მაია ჩიბურდანიძე! მათ გვერდითაა ჩვენი შესანიშნავი კომპოზიტორი ფალიაშვილი. ამშესანიშნავი მოღვაწეების გადიდებული პორტრეტები. ეს ადამიანები ჩვენი სიამაყეები არიან.

დაბოლოს, მესამე ცენტრალური სურათი იყო ყველაზე მარტივი.

თამარ მეფე გახლდათ დაბრძანებული ტახტზე, რომელიც იდგა ბალახით დაფარული მინდვრის შუაგულში. კავკასიონის თოვლიანი მთები ჰორიზონტზე იყვნენ ასვეტებულნი. მეფის უკან მარცხნიდან და მარჯვნიდან ორი ტაძარი მოჩანდა: მცხეთის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი და იერუსალიმის წმინდა ჯვრის მონასტერი“ (ნაწყვეტი მოთხრობიდანქართული ტრიპტიქი.“).

იცით? იმდენი შთაბეჭდილებები დამიგროვდა, რომ ახლა რომ გავემგზავრები  საქართველოდან, ალბათ, ოთხ-ხუთ მოთხრობას მაინც  კიდევ დავწერ ქართულ თემაზე, აუცილებლად.

- რა უფრო გაინტერესებთ, რა უფრო  იზიდავს და  იპყრობს თქვენს ყურადღებას ქართული ეთნოფსიქოლოგიის გაცნობისას? თქვენი აზრით, მაინც  რა თვისებები გამოარჩევთ ქართველებს სხვა ხალხებისგან?

-  ადრე არანაირი კავშირი არ მქონია საქართველოსთან, თუ არ ჩავთვლით იმასრომ ისრაელის არმიაში  ვმსახურობდი ქართველ ჯარისკაცთან ერთად, რომელსაც  ებრაელი ცოლი ჰყავდა. მან მიამბო ცოტა რამ საქართველოზე და ამ თემაზეც როდესმე   აუცილებლად დავწერ. რა მიზიდავდა საქართველოში? პირველ რიგში, ის, რომ, როგორც უკვე აღვნიშნე,   კავკასიამ იქონია კოლოსალური გავლენა რუსულ ლიტერატურაზე. ლერმონტოვისჩვენი დროის გმირიხომ წარმოუდგენელია  მშვენიერი ბელას  და, ზოგადადკავკასიური გარემოცვის გარეშე?!  მაოცებს საქართველოს  გეოგრაფია, რომ    ის მდებარეობს გზაჯვარედინზე. საკვირველია ის, რომ ათასი ჯურის მტრების, ათასნაირი  კულტურის გარემოცვაში   ამ პატარა და უქომაგო  ქვეყანამ შეძლო  დარჩენილიყო საქართველოდ და შეენარჩუნებინა თავისი თვითმყოფადი სახე  და  კულტურა. მაოცებს, აგრეთვე, ქართველი ხალხის ერთგულება ლიტერატურისადმი.   ყოველ მეორე ხალხში ვერ შეხვდებით ასეთ თაყვანისცემამდე  მისულ სიყვარულს იმ ადამიანებისადმი, რომლებიც წერდნენ, ლიტერატურულად იღვწოდნენსად არ ვყოფილვარრა თქმა უნდა, სხვაგანაც  არიან კარგი პოეტები. მაგრამ ასეთი გაღმერთება თუნდაც  რუსთაველის, თუნდაც ილიას, ვაჟას, გალაკტიონის, არსად მინახავს. საქართველოში პოეტებს თურმე მეფეებზე მაღლაც კი  აყენებდნენ. დიახ, ხალხის თვალში და შეგნებაში   ეს ასე იყო და   ამას ყველა ხალხში ნამდვილად  ვერ ნახავთ. ამის დადასტურებაა, თუნდაც, ის ფაქტი, რომ მთაწმინდის პანთეონის შესასვლელში გამოკრულ აბრას აწერია: „მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი“. ანუ, მწერლები საზოგადო მოღვაწეებზე  წინ არიან დაყენებულნი. ეს უკვე აზროვნებაა, მენტალობაა  და გამორჩეული შტრიხია  ქართველი ხალხისა, რომელიც მე ძლიერად  მიზიდავს. ამიტომაც ასე დავინტერესდი გალაკტიონის ლექსებით, რომელთაც მთელი შთაგონებით მივეცი თავიდასანანია მხოლოდ, რომ  ორიგინალში ვერ ვკითხულობ.

მაოცებსასევესაქართველოს ისტორია. ქართველი ერის საკვირველი ერთგულება ქრისტეს მიმართ. ის  განსაკუთრებული რელიგიური სული და გამორჩეული ღვთისმოსაობა, რომელიცჩემი რწმენით, მთელ ერს მოიცავს. სად არ ვყოფილვარ და მიმოგზაურია, მაგრამ არც საფრანგეთში, არც ინგლისში, არც გერმანიაში, არსად  ასეთ რამეს  არ წავწყდომივარ. წლების წინ, ლონდონის ახლოს მდებარე პატარა ქალაქში, ერთ-ერთ  სახლში ვცხოვრობდი, რომლის მახლობლადაც  მდებარეობდა მე- 12 საუკუნის კათოლიკური  ტაძარიმე შევამჩნიე, რომ როდესაც  ამ ტაძარში ღვთისმსახურება აღევლინებოდა და  სამრეკლოს ზარები გუგუნებდნენმეც კიარაქრისტიანი ადამიანი, გარეთ გამოვდიოდი  და ვუსმენდი, რადგან გარკვეული მოწიწება მქონდა. ადგილობრივი მკვიდრნი  კი არ გამოდიოდნენ სახლებიდან. მათ ეს არაფრად მიაჩნდათ.   ეს იმის მაჩვენებელია, რომ ევროპელებს  რელიგია არაფერში აღარ  სჭირდებათისინი ფიქრობენ, რომ რელიგიის გარეშეც ადვილად გალევენ ცხოვრებას და გავლენ ფონსრადგანაც  ევროპული ცხოვრების დონე მაღალია. კი ბატონო. მე ვისურვებდი, რომ საქართველოშიც ასეთივე ცხოვრების დონე  ყოფილიყო, მაგრამ  სამაგიეროდ აქ არის სული. იქ კი ეს  არ არის! ამიტომაც ევროპა იღუპება. მე მაქვს დაწერილი მოთხრობა:   „ევროპის მოტაცება“, რომელიც ეხება ევროპის სავალალო ბედს.

  - დაბოლოს, ქართული სინამდვილე ალბათ ერთადერთია, სადაც არასდროს  ყოფილა ანტისემიტიზმი. პირადად თქვენ როგორ აფასებთ ქართულ-ებრაულ ურთიერთობებს?

ქართულ-ებრაული  ურთიერთობა თითქმის ოცდაექვს  საუკუნეს ითვლისეს ორი ხალხი ერთმანეთთან დაკავშირებულია რელიგიებით, მენტალობითმათი ისტორიაც ერთმანეთს ჰგავს და ეს მშვიდობიანი თანაცხოვრება, მართლაც, ალბათუპრეცენდენტოა მსოფლიოში. ებრაელებიც ბევრ რამეს სწავლობდნენ  ქართველებისგან და  ქართველებიც - ებრაელებისგან. მაგალითად, თამამად ვიტყოდი, რომ  ებრაელებს  განსაკუთრებული თაყვანისცემა გააჩნიათ სწავლისწიგნის, შემეცნების  მიმართ  და კარგი იქნებოდა, ეს ქართველებს ებრაელებისგან ესწავლათ. რაოდენობის მიხედვით ებრაელები პირველ ადგილზე არიან ნობელის პრემიის  ლაურეატთა შორისისრაელს ჰყავს 11 ნობელის  პრემიის მფლობელი. სხვა ერები უფრო მეტნი არიან. მთელი მუსულმანური სამყარო ნახევარ მილიარდ ხალხს ითვლის  და, ამის მიუხედავადრვამილიონიან ისრაელს უფრო მეტი ნობელიანტი ჰყავს. ასე რომ, ღვთის მიერ მიმადლებული განსაკუთრებული თვისებარაც აქვთ ებრაელებსეს არის - სწრაფვა სწავლისკენ. როდესაც მე სკოლაში ვსწავლობდიმამაჩემი სულ მეუბნებოდა: „ალიკ, შენ უნდა იყო სკოლაში  ყველაზე საუკეთესო, იმიტომ რომ შენ  წარმატების მოსაპოვებლად სხვებზე უფრო რთული გზა გელის. და ყოველგვარი წინააღმდეგობის მიუხედავად, დაუღალავად უნდა იღვაწოეძიო, რათა  მოიპოვო წარმატება!“ თუკი ყველა ქართველი მამა თავის შვილს  ეტყვის და შეაგონებს: „შვილო, შენ უნდა იყო ყველაზე საუკეთესო!“ ალბათ ასე უფრო მეტად  განაწყობს მას  ბრძოლისუნარიანობისკენ. ისრაელში  თითქმის 180 ქვეყნიდან წამოსული ებრაელები ცხოვრობენმათ ყველგან შეინარჩუნეს  საუკეთესო  თვისებები, რამაც განაპირობა ის, რომ ისინი იმ ქვეყნების ადგილობრივ მკვიდრებზე ბევრად უკეთესად ცხოვრობდნენ. იმიტომ რომ: არ სვამდნენ, კარგი მეოჯახეები იყვნენ; ბავშვებს  კარგად ასწავლიდნენ, იყვნენ ენერგიულები ყველა სფეროში: განათლებაში, მეცნიერებაშივაჭრობაში, ლიტერატურაში, მუსიკაში. კარგი იქნებოდა, ეს ესწავლათ ებრაელებისგან სხვებს. ხოლო რაც ქართველი ხალხისგან უნდა ისწავლოს დანარჩენმა ხალხმა, ეს არის  რწმენა, რომელიც   ქვიტკირივით ადუღაბებს ქართველ ხალხს. ეს რწმენა, ჩემი აზრითყველაზე მეტია  აქუბრალო მაგალითს მოვიყვანრომელტაქსშიცარ ჩავჯექი თბილისში, მძღოლს ისე არ გაუვლია, რომ  ტაძართან ახლოს ჩავლისას, პირჯვარი არ გადაესახა. ასეთი რამ მე, იგივე რუსეთშიარ მინახავს. ეს შესანიშნავია. ჩემი აზრით, ამით უნდა იამაყოთ. მე ვგრძნობ, რომ სწორედ რწმენის ამ თავგამოდებულმა ერთგულებამ შეინახა ეს პატარა ერი. ალბათსწორედ, სარწმუნოებისადმი თავდადებაში მდგომარეობს ქართველი ხალხის  ძლიერებისა  და უკვდავების საიდუმლო.

ნანახია: (1546)-ჯერ

გაზიარება

Tweet

Comments

თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას