„დავკარგე ყნოსვის შეგრძნება“ - კორონავირუსიანი დეპუტატის აღიარება
მშვენიერი არსება სურათზე - უკრაინის სახალხო დეპუტატი ანა სკოროხოდია. იგი კორონავირუსით არის დაინფიცირებული. დეპუტატი არ ამხელს დამსნებოვნებლის ვინაობას, თუმცა ჩვენი მკითხველებისთვის უკვე ცნობილია უკრაინელი მილიონერების ფრანგული „ფართის“ ამბავი.
სამაგიეროდ, სკოროხოდი გულახდილად ამხელს საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობას:
„მითქმა-მოთქმას რომ არ ჰქონდეს ადგილი, მსურს განვაცხადო, რომ დამიდგინდა COVID-19-ის დიაგნოზი. ამასთან დაკავშირებით, გთხოვთ ყველას, ვისაც კი ჩემთან გქონდათ შეხება უკანასკნელ ხანებში, წახვიდეთ იზოლაციაში.
ჩემი სნეულების მთავარი ნიშანი გახლავთ ანოსმია - დამეკარგა ყნოსვის შეგრძნება - გაუფრთხილდით ახლობლებს!“
ჩვენი წერილის მიზანია, გაამახვილოს ყურადღება სწორედ ამ სიმპტომზე - ექიმების დიდი ნაწილი რეკომენდაციას იძლევა, მოახდინოს პაციენტთა ტესტირება და იზოლირება ოდენ ყნოსვისა და გემოს დაკარგვის შემთხვევაშიც.
მედიკოსები მიიჩნევენ, რომ მრავალთათვის COVID-19-ის პირველი სიმპტომები, ხველამდე და სიცხემდე, შესაძლოა, იყოს ყნოსვის ან გემოს დაკარგვა, ან - ორივე ერთად.
ამას ადასტურებენ ჩინეთისა და იტალიის მაჩვენებლები, ხოლო სამხრეთ კორეაში არსებობს სტატისტიკაც: 2000 ავადმყოფიდან 30-%-ს დაუდგინეს ანოსმია!
თუმცა გამოსავალი პესიმისტური არ არის - ვინც გადარჩება, მას ყნოსვისა და გემოს შეგრძნება უბრუნდება!
Sic! ქართული წარმოშობის რუსი მწერალი, ბორის აკუნინი, ბრიტანეთიდან (სადაც ის 5 წელია ცხოვრობს) იტყობინება, რომ მან საშუალო სიმძიმის კორონავირუსით იავადმყოფა, ხოლო მის მეუღლეს იოლი ფორმა ჰქონდა და სწორედ ანოსმიით მიმდინარეობდა.
ნანახია: (1236)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას