logo.png

არისტოკლე ათონელი: „„დასასრული  მოვა ჩინეთის მხრიდან“

 

წიგნში „რუსეთი მეორედ მოსვლის წინ“ (მოსკოვი, 1998 წ,) გამოთქმულია რუსი ბერებისა და ღვთისმეტყველების მრავალი მოსაზრება, რომელთა შორის არის საგანგებო წინასწარმეტყველებანი ჩინეთთან დაკავშირებით:

 

ღვთისმეტყველი კ.ნ. ლეონტიევი:

„ იქნება ჟამი, რუსეთიც დაიღუპება... მაშინაც კი, როცა გონების თვალს მოაცილებ მთელ დედამიწას  და მის მოსახლეობას, ხედავ, რომ ახალი და სულით ძლიერი უცხო გვარ-ტომის ხალხის გამოჩენას არსაიდან უნდა ველოდოთ, რადგან ისინი უკვე აღარ არსებობენ უეჭველად დაბერებული კაცობრიობის წიაღში; ამდენად, შეიძლება თითქმის შეუცდომლად ვიწინასწარმეტყველოთ, რომ რუსეთი შეიძლება დაიღუპოს მხოლოდ ორგვარი გზით - ან აღმოსავლეთისაგან, გამოფხიზლებული ჩინელების მახვილისაგან, ან საერთო ევროპულ რესპუბლიკურ ფედერაციასთან შეერთების შედეგად“ (1882)

„ხალხები, მათ შორის სლავებიც, რომლებიც „გაილაღებენ“  „საძულველ ევროპულ ბურჟუაზიასთან ერთობით“,  გახდებიან ჩინელთა თავდასხმის კერძნი“.

თავის ამ დასკვნას ლეონტიევი ურთავს შენიშვნას:

„მიაქციეთ ყურადღება, რომ კონფუცის რელიგია თითქმის მხოლოდ პრაქტიკული  მორალია და იგი არ იცნობს ღმერთის არსს, ხოლო ბუდიზმი ჩინეთში პირწავარდნილი რელიგიური ათეიზმია“. (1890)

არისტოკლი ათონელი:  „დასასრული  მოვა ჩინეთის მხრიდან. რაღაც არაჩვეულებრიბვი აფეთქება მოხდება, უფლის სასწაული იხილვება და სრულიად სხვა ცხოვრება მოვა დედამიწაზე, მაგრამ არცთუ დიდი ხნით“! (1918 წ,)

ბერი ბესარიონ ოპტინელი (XX საუკუნის დასაწყისი):

 „რუსეთში მოხდება რაღაც სახელმწიფო გადატრიალების მაგვარი.  შემდეგ თავს დაგვესხმიან ჩინელები, ისინი ურალამდე მოვლენ. მაშინღა დაიწყება რუსების გაერთიანება“.

თეოდოსი იერუსალიმელი (1948წ.):

„წამოვა ჩინეთი რუსეთზე, გაიყოფენ რუსეთს, დაასუსტებენ, დაუწყებენ ძარცვას,. ყველა იფიქრებს, რომ დამთავრებულია რუსეთის საქმე. მაშინ წარმოდგება უფლის სასწაული - რაღაც საგანგებო აფეთქება მოხდება და რუსეთი კვლავ აღორძინდება, თუმცა შემცირებულ ფარგლებში“.

 ნეტარი ნიკოლაი ურალსკი (1905-1977):

„წამოვა ჩინეთი სამხრეთის მიწებისაკენ. მთელი მსოფლიო გაიტრუნება, ვერავინ გაიგებს, როგორ ამოიჭამენ მართლმადიდებლებს - ყიამეთ სიცივეში ქალებს, მოხუცებს, ბავშვებს გამოყრიან ქუჩებში და დამთბარ ბინებში დაბინავდებიან ჩინელი ჯარისკაცები; ვერავინ გადაიტანს იმ ცივ ზამთარს. ევროპა ნეიტრალური  დარჩება ჩინეთის მიმართ, ჩინეთის არმია კასპიის ზღვამდე მივა. ჩინელ ჯარისკაცებს მოჰყვებიან ჩინელი გადმოსახლებულები და ვერავინ გააჩერებს მათ -  მთელი მკვიდრი მოსახლეობა განადგურდება“.

სქიარქიმანდრიტი სერაფიმე ტიაპოჩკინი (1977):

„ერთხელაც იქნება და გაიღვიძებენ ციმბირში მცხოვრები რუსი ადამიანები ჩინეთის სახელმწიფოში.  მათი ბედი, ვინც იქ დარჩება, ტრაგიკული იქნება, თუმცა, არა უიმედო. ჩინელები მკაცრად გაუსწორდებიან ყველა წინააღმდეგობის გამწევს!“.

ნანახია: (1909)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას