logo.png

Teimuraz თეიმურაზ Zakradze ზაქრაძე

   ისრაელის სახელმწიფოს პოლიტიკის მომხრეების გასაგონად.

ღაზას სექტორი ისეთივე დიდი გეოპოლიტიკური მნიშვნელობის ადგილია ხმელთაშუა ზღვაზე, როგორც ყირიმი შავ ზღვაზე.

ნეტანიახუს პოლიტიკის მიზანია დაეპატრონოს ღაზას და გამოიწვიოს ისრაელი ირანის ომი ოღონდ ამ ომს ვერ მოიგებს ამერიკის ჩართვის გარეშე.

რასაც დემოკრატიული ადმინისტრაცია არასდროს დათანხმდება.

ირანთან ომი გამოიწვევს ნავთობზე ფასების მკვეთრ ზრდას, სულაც სამციფრიან ნიშნულს ბარელზე.

ნავთობის მაღალი ფასები კი მოსკოვს გააძლიერებს, დასავლეთს დაასუსტებს და სერიოზულად გაუჭირდებათ უკრაინის დახმარება. შედეგად უკრაინა დამარცხდება.

მოსკოვის იმპერია კი შეინარჩუნებს ყირიმს უკრაინის ნაწილებს და დარჩება მთლიან სახელმწიფოდ..

ანალოგიური სცენარი უკვე მოხდა

ერაყთან ომით, მაშინ უმცროსი ბუში იყო პრეზიდენტი. მოსკოვი ნავთობის ასტრონომიული ფასებით გამდიდრდა და შედეგად მივიღეთ აგვისტოს ომი..

პუტინი ძალიან "წუხს" ისრაელის პოლიტიკის გამო, ამერიკის ჩართვა

უნდა ირანთან ომშიო და ეს დაუშვებელიაო.

ოღონდ არ მოტყუვდეთ.

მაშინაც მოსკოვი დიპლომატიურ ველზე ხმამაღლა გმობდა ერაყთან ომს.

ბუშმა ომის საწარმოებლად ნატოს გარეშე შექმნა კოალიცია.

ჟირინოვსკი კი პერსონალურად სტუმრობდა ჰუსეინს და ყვიროდა "ამერიკულ იმპერიალიზმის უსამართლობაზე".

რეალურად კი მოსკოვი სიხარულით ხელებს იფშვნეტავდა და ითვლიდა ნავთობდოლარებს.

600 მილიარდ დოლარზე მეტი ფონდი შექმნა მოსკოვმა იმ პერიოდში, ყველა ვალი გაისტუმრა და წამოვიდა

საქართველოს დასაპყრობად.

ზუსტად ანალოგიური სცენარის რეალიზებას ცდილობს მოსკოვი და

მისი მოკავშირეები ტრამპი და ნეტანიაჰუ.

ამჯერად სამიზნე ირანია.

წამყვანი ნავთობმწარმოებელი ქვეყანა..

რა თქმა უნდა ირანი ტერორიზმს უჭერს მხარს და მოსკოვის მოკავშირეც არის.

მოსკოვის მოკავშირე იყო ჰუსეინიც,

ძმობას ეფიცებოდნენ და რა?

ამ სიტუაციაში სხვა მიდგომებია საჭირო, რეჟიმზე ზეწოლის პოლიტიკას ატარებენ დემოკრატები.

ტრამპის პრეზიდენტობის შემთხვევაში

კი დიდი ომი გარდაუვალი იქნება.

ჰქონდა კიდევაც ომის მცდელობა როცა იჯდა ოვალურ კაბინეტში,

ოღონდ ნატო-მ დაბლოკა.

ასე რომ ისრაელის მომხრე ქართველი პოლიტიკოსები და მოქალაქენი ან სერიოზულად ვერ ერკვევით პროცესებში და თქვენდა უნებლიეთ იმპერიის მხარეზე იმყოფებით საქართველოს და უკრაინის თავისუფლების წინააღმდეგ

ან შეგნებული პროპაგანდისტები ხართ.

ასეთებიც ბლომად ვიცი.

დემოკრატების პოლიტიკა სრულად მართებულია.

ტერორიზმთან ბრძოლის საბაბით ხალხის ხოცვა და მიწების მიტაცება ყოვლად დაუშვებელია.

იდეოლოგიური რიტორიკა ერთი ერთში მსგავსი აქვს მოსკოვსაც და ისრაელსაც.

მოსკოვმა ტერორისტ ერად გამოაცხადა მთელი ჩეჩენი ერი. ხომ გახსოვთ?

ჰქონდათ მცდელობა ქართველებიც შევერაცხეთ ტერორისტ ერად.

მოსკოვი ფაშისტებად აცხადებს უკრაინელებს და სულაც ამბობენ უკრაინელი არ არსებობსო.

ანალოგიურად ტერორისტ ერად აცხადებს ნეტანიაჰუ და მისი მომხრეები პალესტინელებს და პალესტინელი საერთოდ არ არსებობსო.

ადრეც მითქვამს და გაგიმეორებთ..

ახალი აბრეშუმის გზის გეოპოლიტიკური წესრიგის აღდგენა ცალსახად ნიშნავს რუსეთის ფედრაციის რუკიდან გაქრობას.

ისრაელის სახელმწიფოს კი მკვეთრად შეეზღუდება გეოპოლიტიკური ამბიციები და ვეღარ ექნება ნავთობის ბაზარზე მანიპულაციების ბერკეტები.

ნავთობის ბაზარი საერთოდ გათავისუფლდება ყოველგვარი პოლიტიკური და კარტელური გავლენებისგან.

სწორედ ამიტომ მოსკოვი, ისრაელი და რადიკალრესპუბლიკელები ტრამპის თამადობით ახალი წესრიგის წინააღმდეგ მოკავშირეები არიან და არ არსებობს დანაშაული რაზეც არ წავლენ თუ ამ დანაშაულის ჩადენის შანსები ექნებათ.

დემოკრატები ასეთ შანსებს არ მისცემენ.

იფიქრეთ ქართველებო.

ტელევიზორში იმდენი ტყუილი მესმის მოსკოვსაც რომ შეშურდება.

თეიმურაზ ზაქრაძე

დამფუძნებელი: ჰარმონიული გლობალიზაციისა და მართვის ინსტიტუტი -ს

ნანახია: (236)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას