logo.png

გორდონი:

რა უყო აშშ-მა საბჭოთა კავშირს და რას უზამს რუსეთს!

 

ცნობილმა უკრაინელნა ჟურნალისტმა დიმიტრი გორდონმა ვიდეოინტერვიუში (https://censoru.net/2020/04/08/gordon-predskazal-buduschee-rossii-posle-covid-i-padenija-cen-na-neft-gorbachev-mne-lichno-ob-jetom-govoril.html) გაამხილა თავისი ექსკლუზიური საუბრების შინაარსი შევარდნაძესთან და გორბაჩოვთან.

2008 წელს მისთვის შევარდნაძეს უთქვამს, რომ ამერიკის პრეზიდენტ რეიგანისგან მიუღია შეტყობინება, რომ ამერიკელებს გადაწყვეტილი ჰქონიათ ჰაერში ბაზირებული ატომური ბომბის შექმნა.

„დავუძახეთ მეცნიერებს, - ეუბნება გორდონს შევარდნაძე, - რომლებიც ატომბირთვულ თემატიკაზე მუშაობდნენ და დავეკითხეთ. მათ  გვითხრეს, რომ მსგავსი იარაღი არ არსებობს, მაგრამ მისი შექმნა პრინციპში შესაძლებელია. სამი თვის შემდეგ კვლავ შევხვდით მათ და გვიპასუხეს, რომ საბჭოთა კავშირი უახლოეს 15-20 წელიწადში ვერ შექმნის ასეთ იარაღს, ხოლო აშშ-ს შეუძლია, ეკონომიკის დინამიურად განვითარების პირობებში...“

„იგივე გამიმეორა მიხეილ გორბაჩოვმა“, - დასძენს გორდონი და დაასკვნის, - საბჭოთა ლიდერებისათვის სიმართლისათვის თვალებში შეხედვამ ბუნებრივად გამოიწვია საბჭოთა კავშირის დაშლა, ხოლო, რადგან სამყარო გარკვეულ დრომდე იტანს უტიფართა თავხედობას, დგება საზღაურის მიღების ჟამი და ამ ვითარების წინაშეა დღეს პუტინის რუსეთი -  ნავთობის ფასი, კორონავირუსი და უკრაინისთვის წართმეული მიწა-წყალი  აზღვევინებს მას!“

ნანახია: (1564)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას