logo.png

ლელა ჩხარტიშვილი 

 

უშიში, ვითარცა უხორცო!

(მეუფე პეტრეს ნახევარი საუკუნის იუბილე)

 

როგორ შეიძლება არ იყო აღფრთოვანებული ისეთი მწერლით, როგორიც არის გოგოლი?...კაცი, რომელიც გენიალურად აყენებს საკითხს: სად გადის ზღვარისიგიჟესადანორმალურობასშორის?..ან კი შეუძლია ადამიანს იმის განსჯა, ვინ შეშლილია და ვინ - საღ გონებაზე მყოფი?!...მაგალითად, იგივე პოპრიშჩინი (,,შეშლილის ჩანაწერები"-დან) სწორედ მაშინ აფასებს სინამდვილეს ყველაზე ცხადად და ზუსტად, როცაჭკუიდან გადადის“. ხოლო როცა ვითომ ,,ფორმაშია", ამაზრზენ ფარსშია ჩართული, რისთვისაც ცხოვრება დაურქმევიათ ადამიანებს.... მთელი თავისი პირობითობებით...ანგარიშ-ვალდებულებებით....აღებ-მიცემობით, რანგებით, ტიტულებით, ,,მაღალთა" მიერ ,,მდაბალთა" ჩაგვრით და სხვა სიბრიყვეებით...ვიდრე საღ გონებაზეა, პოპრიშჩინი ზემდგომებთან ქვემდგომობს და ქვემდგომებთან ზემდგომობს...მაგრამ როცა ყველაფერსიკიდებსდა დასცინის. აი, მაშინ დგება ყველაფერზე მაღლა... და ნამდვილ და ზუსტ სახელს არქმევს იმავე თავის კანცელარიის დირექტორს, რომელსაც მანამდე მლიქვნელურად კუდს უქიცინებდა: ,,Что за директор! чтобы я встал перед ним - никогда! Какой он директор? Он пробка, а не директор. Пробка обыкповенная, простая пробка."..ამ დროს თავისუფლდება მასში, დათრგუნული და შევიწროებული, საშიში და სახიფათო სიმართლე და იბადება წმინდა, უმანკო სიცილი...ის ხდება ბავშვივით. რაღაც სხვა განზომილებაში გადადის, რომელსაც ღვთაებრივი სისულელე ჰქვია და რომელსაც აღწევდნენ ნეტარნი სულელნი!......ალბათ, სწორედ ასეთ ადამიანებს ეხსნებათ სხვა სამყარო, ეხილებათ სულიერი თვალი და ხედავენ სინამდვილეს, ერთდროულად სასაცილოსაც და სატირალსაც! ცხოვრებას, რომელიც როგორც ჩაპლინი იტყოდა: ,,ახლო ხედიდან - ტრაგედიაა, შორი ხედიდან კი - კომედია!"

რატომ დავიწყე ამ შესავლით...და მოვიხმე ლიტერატურა?!...უბრალოდ, მინდოდა ხაზი გამესვა, რომ არსებობს ზღვარი, რომელსაც ერთეული ადამიანები გადალახავენ ხოლმე...ნეტარისულელები“..(რადგანგიჟიუნდა იყო, რომ ეს გაბედო)....ისინი მაღლა დგებიან ყოველგვარ მიწიერ შიშზე...თვითგადარჩენის ინსტიქტზე...და სიცოცხლის რისკის ფასად იქცევიან სრულიად ახალი სტერეოტიპის, ახალი სამყაროს დამამკვიდრებლებად...ზოგჯერ განტევების ვაცად იქცევიან, რომელსაც აქვს საზოგადოების განწმენდის ფუნქცია...

ასეთ ადამიანად მიმაჩნია მეუფე პეტრე, რომელიც ჯერ კიდევ სასულიერო აკადემიაში დავინახე პირველად და რაღაცნაირად ყველასგან გამოვარჩიე...თავისი სისუფთავით და არაამქვეყნიურობით..დახვეწილობით...სიდინჯით.... თავისებური, კოლხური თავაზიანობით და, რაც მთავარია უბრალოებით...ასეთად დავინახე და იმდროინდელი დამოკიდებულება არასდროს გამცრუებია...დღეს მისი იუბილეა..ვულოცავ მას მთელი გულით და ვუსურვებ, რომ ნეტარება ეპოვნოს იმ ჯვარში, რომელიც მან თავის მხრებზე აიღო...

 

ნანახია: (1209)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას