როგორც კი თავისუფალი თაობა დაიბადა, ბოროტმა ურჩხულმა ზუსტად მაშინ წამოწია თავი და ერთიანად გადაყლაპვა მოუნდომა. ეს სხივოსანი თაობა ტიტანებმა შვეს და კუნძულზე გადამალეს, იქ გამოზარდეს, მაგრამ კრონოსს, რომ იტყვიან, არ ეძინა!
ასეთ მომენტებში ღრმად მწამს ღმერთის, ბუნების და, რატომღაც, ლიტერატურის. ანუ, სიუჟეტის სტრუქტურის...
და ასე ვხედავ:
ეს მათი გმირობის გზაა. როგორც ზღაპრებში იბადება გმირი: დედაბერი რომ საიდუმლოს უმხელს და შეუძლებელ დავალებას აძლევს, და რომ იწყება მთელი ეპოპეა, და რომ ბოლოს გმირის გამარჯვებით მთავრდება....
ასე ვხედავ ამ ამბავსაც. თავისუფალმა თაობამ შეუძლებელი დავალება მიიღო. ბევრი ცხრათავიანი დევი და ცეცხლისმფრქვეველი ურჩხული ელით გზაზე, ბევრი დახმარების ხელიც ელით ბებერი, დასახიჩრებული ტიტანებისგან და ბოლოს სახელოვნად გაიმარჯვებენ, რადგან გმირების სისხლი ესხათ თავიდანვე.
ჰოდა, გაუმარჯოთ.
და ამათ მერე რომ მოდიან, იმათაც გაუმარჯოთ! ისინი გზაზე მოსიარულე ხალხი იქნება. მიზანი ბოლოში არ ექნებათ ჩამოკიდული მისაღწევად, იმათ მიზანი უბეში ედებათ, მიზნით იცხოვრებენ ნიადაგ და თავად იქნებიან მიზანი.
წერს ანდრო ბარნოვი.
ნანახია: (777)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას