logo.png

Vladi Narsia

ფრთხილად ახალგაზრდებო!

"დადგა დღე როცა ილია II საკუთარი კალმით ღრმა ფიქრებისკენ გაგვიძღვა. ვისი იყო კალმის გარეშე შედგენილი წინა ტექსტი? ვიცით! შიოისა, ჯაღმაიძისა და ახალგაზრდა წვერგამოშვებული გამოუცდელი მღვდლებისა.

დღეს კიდევ ერთხელ დავინახეთ რა დიდი განსხვავებაა გამოცდილებასა და გამოუცდელობას შორის. გამოუცდელები წინა განცხადებაში ღიად გვეუბენბოდნენ, ახალგაზრდები ცდებიან, ჩვენი ეროვნული ფასეულობების დაცვა ევროპისაგან დისტანცირებით და მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში, ძლიერი ხელის ქვეშ უნდა მოხდესო. ეს იგივე დუგინია, ვასაძის გავლით ქართულ ეკლესიაში. კალამი მას უჭირავს და კალმის წვერზე საპატრიარქოს რამდენი “ანგელოზიც“ გნებავთ იმდენი დაეტევა.

ახლა, რას გვეუბნება გამოცდილი ილია II:

ის გვეუბნება, რომ: ხსნა უფლის ხელშია; ახალგაზრდები - ანანია, აზარია და მისაელი (უნდა იყოს მიხაელი, რადგან ებრაულიდან „მიშელი“ ბერძნულში, რუსულში... და ქართულშიც გადმოდის მიხეილად. დასაფიქრებელია მიხეილი რატომ არ დაწერეს!) უფალმა გადაარჩინა; ე.ი. ახალგაზრდებო, თქვენ მხოლოდ ეკლესიაში გადარჩებით, რადგან ეკლესიაშია უფალი. მოდით ჩვენთან ეკლესიაში. აი, ეს არის ამ განცხადების მთავარი სათქმელი!

გენიალურია!

ზუსტად ილია II ხელწერაა. პატრიარქმა პოლიტიკური პროცესის ეკლესიაში გადაქაჩვა მოინდომა, როგორც ეს წინა ორ შემთხვევაში, შევარდნაძე და მიხეილ სააკაშვილის, გააკეთა. მაგრამ, აქ ერთი პრობლემაა, საქართველოს ეკლესია რუსეთში მიდის და არა ევროპაში.

ფრთხილად ახალგაზრდებო!"

წერს თეოლოგი ვლადი ნარსია

ნანახია: (674)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას