logo.png

Gelasi Aroshvili

''ხოლო მარიამ კეთილი ნაწილი გამოირჩია, რომელი არასადა მიეღოს მისგან''

''ლაზარეს და მარიამი, - სიმშვიდის მიჯნური, ერთგვარი ფუტკარი - ღვთაებრივი ჭვრეტის წალკოტებში მფრინავი, რომელიც ზეშთა ნექტარს აგროვებს. ის უცხოექმნება ამაო წუთისოფელს და გადასახლდება ცოდვით გასვრილი ცხოვრებიდან უშფოთველობაში. მარიამთანაც წვლილი ნიავია, ვითარცა მაშინ როცა ელიას ეცხადება ღმერთი:''ხმაჲ წულილისა ნიავისა, და მას შინა უფალი''(3 მეფ.19,12) და მასზედ გარდამოიღვრება ღვთაებრივ და ადამიანურ საქმეთა ცოდნა, როგორც მეფსალმუნე იტყვის: ''მოიცალეთ და გულისხმა-ყავთ, რამეთუ მე ვარ ღმერთი''(ფს.45,11). უბიწო მტრედი, რომელიც აღფრინდა მყუდროების ნეტარ ნავთსაყუდელში, ღირსიქმნა თმებით მოხვეოდა ფერხთა გარეშემოუწერელისა ღმრთისა და მოისმინა უფლისაგან გიხაროდენი:''ხოლო მარიამ კეთილი ნაწილი გამოირჩია, რომელი არასადა მიეღოს მისგან'' (ლკ.10,42)''.

წმ.ევსტათი ანტიოქიელი

ნანახია: (559)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას