ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის „ვლადიმირის“ ხატი გადმოცემის მიხედვით წმიდა ლუკა მახარებელმა დაწერა, იმ მაგიდის დაფაზე, რომელზედაც მაცხოვარი ყოვლადწმიდა დედასთან ერთად და მართალ იოსებთან ერთად ტრაპეზობდა. ხატი წმიდა მახარებელმა ღვთისმშობლის მიძინებამდე დაწერა და შემდეგ იგი ყოვლადწმიდა ქალწულს მიუტანა.
ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა, როდესაც თავისი გამოსახულება იხილა ხატზე, წინასწარმეტყველური სიტყვები გაიმეორა: „ამიერითგან მნატრიდნენ მე ყოველნი ნათესავნი“ და დაამატა: „მადლი ჩემი და ჩემგან შობილი ძისა იქმნას ხატსა ამას ზედაო.“
ხატის ასლები მრავალ ქვეყანაში სასწაულებით განდიდდა.
„ვლადიმირის“ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატს ევედრებიან უცხოტომელთა შემოსევისას, მართლმადიდებელი სარწმუნოების განმტკიცებისათვის, ერესებისა და სქიზმებისაგან დასახსნელად, მოშუღართა შესარიგებლად, სამშობლოს დაცვისათვის.
ნანახია: (324)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას