წმ. ბერი სილუანი (ათონელი) - სწავლანი სულიერი ომის შესახებ
ჩვენი ბრძოლა ყოველ დღე და ყოველ ჟამს მიმდინარეობს.
თუკი ძმა გაკიცხე, ან განიკითხე, ან დაამწუხრე, – დაკარგე სიმშვიდე. თუ აღზვავდი ან ძმაზე უმჯობესად მიიჩნიე თავი, – დაკარგე მადლი. თუკი სიძვის გულისსიტყვა მოგივიდა და მყისიერად არ განდევნე იგი, – შენი სული დაკარგავს ღვთის სიყვარულს და კადნიერებას ლოცვაში. თუ ძალაუფლება ან ფული გიყვარს, – ვერასოდეს შეიცნობ ღვთის სიყვარულს. თუკი საკუთარი ნება აღასრულე, – დამარცხებული ხარ მტრის მიერ და მოწყინება შემოვა შენს სულში. თუკი ძმა მოიძულე, – ეს ნიშნავს, რომ განეშორე ღმერთს და ბოროტი სული დაგეუფლა.
თუკი ძმას სიკეთეს გაუკეთებ, – სინდისის განსვენებას მოიპოვებ. თუკი საკუთარ ნებას მოიკვეთავ, – მტრებს განდევნი და სულის სიმშვიდეს შეიძენ.
თუ ძმას წყენას ჰპატიობ და მტრები გიყვარს, – ცოდვათა შენდობას მიიღებ და უფალი მოგანიჭებს სულიწმიდისმიერი სიყვარულის შეცნობას.
ხოლო როცა სრულიად დამდაბლდები, მაშინ მოიპოვებ სრულყოფილ სიმშვიდეს ღვთის მიერ.
ნანახია: (251)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას