logo.png

 

         რით გაიმართლებს თავს ჩვენი ეკლესია მოყვასის წინაშე?

                                                     ანუ

         რა პასუხს ვაძლევთ  2000 ამერიკელ მართლმადიდებელს?

 

 

ერთ-ერთ ქართულ საიტზე ადრე უკვე  დაისვა ჩვენ მიერ ეს კითხვა და ახლა კიდევ გავიმეორებთ იგივე კითხვას აწ უკვე გაგანია კორონავირუსის დროს:

რა პასუხს ვაძლევთ  2000 ამერიკელ მართლმადიდებელს?

მოგახსენებთ მეუფე პეტრეს შარშანდელ იმ განსაცვიფრებელ ინფორმაციაზე, რომელსაც, წაუყრუა „მას მედიის“ ყველა საშუალებამ, ყურებს შორის გაატარა  საზოგადოებამ და, რომელიც 2000 ამერიკელი მართლმადიდებლის საკითხს ეხება.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჩვენში იმ  საერო და საეკლესიო პირებს, ვინც რუსებს ემხრობა და ამერიკასთან ურთიერთობის წინააღმდეგია, არგუმენტად რუსთა მართლმადიდებლობა და ამერიკელების პოლიკონფესიურობა მოჰყავთ.

ჰოდა, როგორც მეუფე პეტრემ შარშან ბრძანა, ერთ ამერიკელ ეპისკოპოსს შეუკრებია 2000 მართლმადიდებელი თანამემამულე და საქართველოს ავტოკეფალიური ეკლესიისთვის უთხოვიათ ჩვენი სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წევრობა. წარმოიდგინეთ,  პატრიარქი დათანხმებულა. ხოლო პატრიარქის თანაშემწე შორენა თეთრუაშვილს სინოდის კრებაზე მოუწვევია თავისი „ოქროს თევზები“ და უარი უთქმევინებია ამ ხალხისათვის! ისინიც, რა ექნათ, და რუსულ ეკლესიას მიჰკედლებიან.

დავსვათ კითხვა - ეს ორი ათასი კაცი რომ რუსულმა ეკლესიამ მიიბარა, არის თუ არა ეს ერთდროულად საქართველოს და ჩვენი დედა-ეკლესიის ღალატი? მათ რომ ვერ იცხოვნონ სული კირილის იმპერიულ-მისიონერულ ეკლესიაში, იქნება თუ არა ეს ჩვენი მღვდელმთავრების სინდისზე?

დღეს, როდესაც სულიერად და ფიზიკურად ასეთ დიდ გაჭირვებას განიცდის პანდემიის პირობებში მყოფი ამერიკელი ხალხი, ვის მოვთხოვოთ ჩადენილ დანაშაულზე პასუხისმგებლობა ღვთიური მადლის გარეშე  დატოვებული ამდენი სულისათვის, ან რა პასუხს ვაძლევთ 2000 ამერიკელ მართლმადიდებელს?

 

ნანახია: (1316)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას