logo.png

როგორ შეიტანა რუსეთმა ჩინეთში კორონავირუსი

 

საიტი https://antikor.com.ua/იუწყება, რომ КГБ-ის ინსტიტუტში ვლადიმერ პუტინის თანაკურსელი, ყოფილი საბჭოთა მზვერავი იური შვეცი ჰყვება შემდეგს:

 

„2019 წლის 16 სექტემბერს სპეცობიექტ „ვექტორზე“ , ნოვოსიბირსკის ოლქში, მოხდა აფეთქება. როგორც ჩანს, „ვექტორი“ გახდა რუსეთის ჩერნობილი. აფეთქების შემდეგ თვითმხილველნი გრძნობდნენ  კვამლისა და უსუფთაო ჰაერის სუნს. სავარაუდოდ, ატმოსფეროში ამოიფრქვა კორონავირუსის შტამი და კიდევ რაღაც უცნობი ნივთიერება.

19 ოქტომბერს ჩინეთის ქალაქ უჰანში გაიხსნა მსოფლიოს სამხედრო თამაშები, სადაც მონაწილეობდა რუსეთის სამხედრო გუნდი. ხოლო დეკემბერში „პნევმონიით“ დაავადებულ ადამიანთა რიცხვმა უჰანში ფეთქებადი ხასიათი მიიღო, ანუ, ვირუსი გავრცელდა უკვე ნოემბრიდან“.

მზვერავი ასახელებს ორ შესაძლო მიზეზს:

  1. შემთხვევითი გადატანა - უჰანის ინსტიტუტი დიდად მნიშვნელოვანი ბაზაა რუსული სპეცსამსახურებისთვის. მსოფლიოში ასეთი ცენტრების ჩამოსათვლელად ხელის თითებიც საკმარისია და ყველა მათგანი უთვალთვალებს ერთმანეთს. სამხედრო თამაშებში, ცხადია, მომაწილეობდნენ ГРУ и ФСБ წარმომადგენლები და, ბუნებრივია,  მათში გარეულნი იქნებოდნენ „ვექტორის“ექსპერტებიც, რომელთა შორისაც, სავსებით შესაძლებელია, ყოფილიყო ვირუსის გადამტანი.
  2. წინასწარ განზრახვით გადატანა - ამას გვაფიქრებინებს შემდეგი გარემოება: 27 იანვარს რუსეთის მედიამ გაამხილა, რომ „ვექტორი“ ამუშავებს ორ ვაქცინას კორონავირუსის წინააღმდეგ. კიდევ მეტი - აღმოჩნდა, რომ ეს არის ქვეყანაში ერთადერთი ცენტრი, რომელსაც შეუძლია ჩაატაროს ტესტი COVID-19-ზე და იქ მარტამდე თვითმფრინავით იგზავნებოდა მოსკოვში აღებული სინჯები, ვიდრე თვით მოსკოვში არ გაჩნდა მსგავსი შესაძლებლობა. ნიშანდობლივია, რომ ჯერ კიდევ 1999 წელს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბიოლოგიური თავდაცვის სამმართველოს უფროსი ვალენტინ ევსტიგნეევი იუწყებოდა, რომ „ვექტორი“ გასული საუკუნის დასასრულისთვის წარმოადგენდა „თავდასხმითი ბიოლოგიური პრეპარატების“  შექმნისა და წარმოების ცენტრს!


სურათებზე: რუსეთის გუნდი მსოფლიოს სამხედრო თამაშებზე უჰანში 2019 წელს

                       „ვექტორის“  საბაზო ნაგებობა

 

 

ნანახია: (9399)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას