logo.png

მანგლისის ღვთისმშობლის ხატი

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

(ფოტოზე: მანგლისის ღვთისმშობლის ხატი)

ცნობილია, რომ მანგლისის სიონში მოღვაწეობდა წმიდა იოანე მანგლელი (+1751), რომელიც ამჟამად თბილისის სიონის ტაძარში განისვენებს. მანგლისში შემოსევებისას ის ჩრდილოეთ კავკასიაში წავიდა, სადაც მრავალი ტაძარი აღაშენა და საქართველოს ამწიოკებელი ტომების მოქცევას შეეცადა. მას თან ჰქონდა ხატი – მანგლისის ღვთისმშობელი, რომელიც 90-იან წლამდე მის საფლავთან იმყოფებოდა. წმიდანს ხშირად ეცხადებოდა, რომ ხატი მანგლისში დაბრუნებას ითხოვდა. პატრიარქის კურთხევით, ხატი ხელით წამოაბრძანეს, დღემდე მანგლისის ტაძარშია დაბრძანებული და მრავალ სასწაულს ახდენს. მანგლისის ღვთისმშობლის შემწეობით მრავალი ადამიანი განკურნებულა. მლოცველები ამ ხატის წინაშე გულწრფელად ლოცვისას საოცარ მადლს გრძნობენ. ხშირად ხატს მირონიც გადმოსდენია…

 

ნანახია: (393)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას