logo.png

დმანისის ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

(ფოტოზე: დმანისის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი)

"ეს ამბავი კი დავით V ულუს ცხოვრების პერიოდს ეხება.

... ანაზდად მეფის პირმშო ძეს გიორგის მუცლის სნეულება დაეცა და ისე მძაფრად მოსწყლა, რომ მკვდარივით იწვა სარეცელზე და ძლივსღა სუნთქავდა. და როცა ამ მწუხარებასა და უიმედობაში იყო მეფეცა და ყველა მკვიდრიც საქართველოისა, მეფეს დმანისის ღვთისმშობელი გაახსენდა და უმალ წავიდა იქ. მაშინ ყველანი ფეხშიშველნი მოჰყვებოდნენ მეფეს და მხურვალე ცრემლებით ევედრებოდნენ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს მეოხი ყოფილიყო თავისი ძის წინაშე და განეკურნა მეფისწული. ღვთის დედამაც შეისმინა მათი ვედრება და როგორც კი სნეული წმიდა ხატს მიამთხვიეს, უმალვე გაახილა თვალი და სრულიად უვნებელი წამოჯდა, თითქოს არც ყოფილა მძიმედ სნეულიო. ამის ხილვაზე დიდად განკვირდნენ მეფეცა და ყველა მისი თანმხლებიც და ერთხმად განადიდეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი და ღმერთი." - (წიგნიდან „დედა ღვთისმშობლის სასწაულები“

(მართლმადიდებელი სარწმუნოება XX საუკუნეში),

კრებული მეორე, თბილისი, 1997 წ.)

 

ნანახია: (364)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას