logo.png

ლიტანიობა სინანულის გარეშე?

 

კონფიდენციალური ინფორმაციის თანახმად (https://diak-kuraev.livejournal.com/?skip=10) მოსკოვში 3 აპრილს, პარასკევს,  საეკლესიო წესდებით, დაწესებულია მღვდელმსახურება ღმრთისმშობლის დაუჯდომელის გალობასთან დაკავშირებით.

დამკვიდრებული ტრადიციით, პატრიარქი მღვდელმსახურების დაწყებამდე, თავისი სამუშაო რეზიდენციიდან - ვლადიმირის კარის ეკლესიიდან ღვთის განცხადების საკათედრო ტაძარში მიაბრძანებს ღვთისმშობლის წმინდა ხატ „ელეუსას“, რომლის წინაშეც ლოცულობდა სერაფიმე საროველი.

მაგრამ ამჯერად, პატრიარქი კირილი არათუ მხოლოდ მიაბრძანებს ამ დიდ სიწმინდეს, არამედ მოსკოვის დროით 16.00 საათზე 18.00 საათამდე  შემოატარებს  ხატს  მთელ მოსკოვს, ვიდრე დაავანებდეს საკათედრო ტაძარში, სადაც უნდა შესრულდეს ყოვლადწინდის მიმართ აღვლენილი დაუჯდომელის ლოცვა.

როგორც ვხედავთ, მსგავსი სალიტანიო ქმედება უეჭველად საგანგებო ვითარებასთან -კორონავირუსის ინფექციასთან არის დაკავშირებული - როდესაც მძიმე პერიოდები უდგებოდათ რუსეთში, ღვთისმშობლის (მეტწილად ქართული) ხატები ეხმარებოდნენ ხოლმე ქვეყანას ჭირიანობისა თუ მოუსავლიანობის დაძლევაში.

ოღონდ, ყოველიე ამას წინ უძღოდა ერისა და ბერის - დიდიან-პატარიანად - სინანული, ჩადენილი ცოდვებისათვის.

ახლა კი,  შეიძლება თუ არა დაესვას კითხვა პატრიარქ კირილს, ვიდრე ლიტანიობას დაიწყებდეს - მოინანია თუ არა რუსეთმა ცოდვები კომუნისტური რეჟიმის ხელახალი აღზევებისათვის და მსოფლიოს მასშტაბით ქვეყნიერების სამტროდ: ჩინეთიდან და ჩრდილო კორეიდან - ნიკარაგუასა და ვენესუელამდე გავრცელებისათვის; ლენინის გვამის მავზოლეუმში დასვენებით ქრისტიანი ხალხის კერპთაყვანისმცემლად ქცევისათვის და საქართველოსა და უკრაინისთვის წართმეული მიწაწყლის გამო ჩადენილი ცოდვებისათვის?

სურათზე: რეპინის ტილო „ლიტანიობა კურსკის გუბერნიაში“
 

ნანახია: (1449)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას