logo.png

თეოლოგთა და სასულიერო პირთა ნაწილის მიმართვა

შეიძლება იყოს 11 ადამიანი, ბრანდენბურგის კარიბჭე and ბრბო გამოსახულება

გვსურს შეშფოთებით გამოვეხმაუროთ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, რომელიც მნიშვნელოვნად ვნებს ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს, ამჟამინდელ ნებასა და ინტერესებს.

დაუშვებელია საქართველოს მოქალაქეთა შეუპოვრობით მოპოვებული მიღწევის (კანდიდატის სტატუსი) ერთი ხელის მოსმით ნიველირება და მმართველი გუნდის მხრიდან მისი რედუცირება, რომელსაც რუსული კანონი ბუნებრივად გამოიწვევს და უდიდეს რეპუტაციულ ზიანს მოგვაყენებს, თვითიზოლაციასთან ერთად. ეს იქნება რეგრესზე ორიენტირებული დეფორმირების მცდელობა, საგარეო ვექტორის მკვეთრი გამრუდება და არა ქვეყნის წინსვლაზე, მომავლის პერსპექტივასა და განვითარებაზე ზრუნვა!

ევროპული ცივილიზაცია, თავისი კულტურული თვითმყოფადობით სამ ფუძემდებლურ პოსტულატს ემყარება, ესენია: ბერძნული ფილოსოფია, რომაული სამართალი და ქრისტიანობა. შესაბამისად, ნებისმიერი მატერიალურ-სულიერი დარგი თუ დისციპლინა, რომელიც კი ევროპაში ჩაისახა და განვითარდა, ამ სამწახნაგოვანი ღირებულების ბუნებრივი გაგრძელებაა და სწორედ ამ ნიადაგზეა ამოზრდილი ჩვენი ეროვნული იდენტობაც, რომელიც სადღეისოდ სერიოზული საფრთხის წინაშე იმყოფება.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას: სამუდამოდ უკან გაიწვიოს კანონპროექტი, შეწყვიტოს პოლარიზაციისა და საზოგადოებრივი დაპირისპირების ინსპირაცია, გაითვალისწინოს ევროკავშირის ასამბლეის მიერ გამოთქმული რეკომენდაციები, მოახდინოს საკუთარი კოლაბორაციონისტული რიტორიკის კორექცია და უარი თქვას რუსული პროპაგანდის მახასიათებლებზე.

გამოვთქვამთ იმედს, რომ დასავლურ სამყაროსთან ინტეგრაციის გზაზე საზოგადოების ყველა ჯგუფი იქნება კონსოლიდირებული და პასუხისმგებლიანი.

ახლა, როგორც არასდროს, ფუნდამენტურად გადამწყვეტი ჟამი დგას, რათა საბოლოოდ გავთავისუფლდეთ იდეოლოგიური ჰომოსოვიეტიკუსის ფანტომისგან და რეალური ნაბიჯები გადავდგათ ცნობიერების ამაღლებისკენ, უსაფრთხო, ტრადიციულად ტოლერანტული, პლურალისტური, ძლიერი ევროპული და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებისკენ, სადაც კანონის უზენაესობა, ადამიანის სიცოცხლე, საკუთრება და სიტყვა გარანტირებულად დაცული იქნება!

დეკანოზი ზაზა თევზაძე

დეკანოზი ილია ჭიღლაძე

არქიმანდრიტი ათინოგენე (მდივანი)

იღუმენი დანიელი (გვილავა)

მღვდელი მირიან მესხაძე

იღუმენია თამარი (გამყრელიძე)

გოჩა ბარნოვი

ბექა მინდიაშვილი

ზურაბ ჯაში

ვლადი ნარსია

გურამ ლურსმანაშვილი

ლაშა ბართია

ზელიმხან უძილაური

ვანო შოშიაშვილი

გიორგი გეგუჩაძე

ზვიად ცაბაძე

ბექა ჭიჭინაძე

ლაშა ჯიხვაშვილი

მამუკა ხითარიშვილი

რატი ბიგანიშვილი

გურამ პაპავა

მიხეილ პაპაშვილი

გიორგი ლელუაშვილი

გიორგი ტიგინაშვილი

/ხელმოწერები გრძელდება/

ნანახია: (301)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას