"არა რუსულ კანონს!" - ამ ლოზუნგით პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია მიმდინარეობს.
დღეს პარლამენტის იურიდიული კომიტეტი რუსული კანონის განხილვას იწყებს. პარლამენტმა უმრავლესობის მიერ ხელმეორედ ინიციირებული რუსული კანონი (უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ) 8 აპრილს, ბიუროს სხდომაზე დაარეგისტრირა.
რუსული კანონის განხილვის პარალელურად, პარლამენტში შესვლას ვერ შეძლებენ ონლაინმედიის ჟურნალისტები.
ამასთან, 11:00 საათიდან დაიწყება სტუდენტების მსვლელობები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პარლამენტის მიმართულებით. მასშტაბური საპროტესტო აქცია საღამოს, 19:00 საათზე, პარლამენტის წინ გაიმართება.
დაპირების მიუხედავად, ერთი წლის თავზე ქართული ოცნება ე.წ. უცხო აგენტების შესახებ რუსულ კანონს განსახილველად აბრუნებს და მის მიღებას მეორედ ეცდება. 3 აპრილს ინიციირებული კანონპროექტი იდენტურია შარშანდელი კანონპროექტისა, რომლის განხილვებსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ფორმალური განსხვავებაა მხოლოდ ტერმინში - ახალ ვერსიაში "უცხოური გავლენის აგენტი" შეცვლილია "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით".
მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ამ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო რუსეთთან, მან დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა უკვე დაიმსახურა.
ნანახია: (300)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას